ძიება

კურსები დეტალურად / ძველი სამყაროს დიზაინი

ძველი სამყაროს დიზაინი

კურსს კითხულობს: გურამ ყიფიანი

წინამდებარე კურსი განკუთვნილია, ძირითადად, არქეოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ხელოვნებათმცოდნეებისთვის და არქიტექტორებისათვისაც კი, რადგან დიზაინი, ფორმათწარმოქმნა და მისი პრინციპები არქიტექტურულ კატეგორიასაც განეკუთვნება.

43 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
2411 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

2411

43 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
2411 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

ლექტორის შესახებ

გურამ ყიფიანი

1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1973 წლიდან მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში: ვანი, ნასტაგისი,კოლხეთი, ვალე, წალკა, უფლისციხე, იგოეთი,კახეთი და სხვ.ხელმძღვანელობდა მცხეთისა და უფლისციხის ექსპედიციებს. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს ციხესულორისარქეოლოგიურ ექსპედიციებს. 3 წლის განმავლობაში იკვლევდა აღმოსავლეთ ჭანეთის(თურქეთის ტერიტორია) არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ძეგლებს (კოლექტიური ნაშრომი - ისტორიულიჭანეთისაღმოსავლეთ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბათუმი, 2014). 1992 წლიდან მუშაობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საკითხებში. 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო მიმართულებით.

2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორია, 2007 წლიდან კი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,კოლხეთისადა იბერიის წარმართული ტაძრები და ქართული ქრისტიანული არქიტექტურის წარმოშობის საკითხები“.გამოქვეყნებული აქვს 200-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი.

იყო გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიანტი; კაიროს(ეგვიპტე) უნივერსიტეტში გაიარა კურსი: „არქეოლოგია,ძეგლთა რესტავრაცია, სამუზეუმო საქმე“; გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და კალსრუესუნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენებები თემაზე: „ანტიკურიკლდოვანი არქიტექტურის შესწავლის პრობლემები“.


43 სტუდენტი ესწრება კურსს


_ლექტორის_სხვა_კურსები_: საუბრები ძველი სამყაროს ხუროთმოძღვრებაზე (ვიტრუვიუსი)


ძველი სამყაროს პროპორციები


კურსის დასახელება: ძველი სამყაროს დიზაინი

წინამდებარე კურსი განკუთვნილია, ძირითადად, არქეოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ხელოვნებათმცოდნეებისთვის და არქიტექტორებისათვისაც კი, რადგან დიზაინი, ფორმათწარმოქმნა და მისი პრინციპები არქიტექტურულ კატეგორიასაც განეკუთვნება.
სალექციო კურსის მიზანია, მომავალ არქეოლოგებს განუვითაროს არტეფაქტის აღქმის უნარი და მოახდინოს წარსულის ამა თუ იმ სოციალური წრის მოთხოვნილების რეკონსტრუქცია.

საქმე ეხება ფორმის, ფუნქციისა და მასალის (ხარისხი) ჰარმონიულ ურთიერთკავშირს, ანუ ძველი სამყაროს მხატვრულ კონსტრუირებას.

საკითხთა წრეში გასარკვევად მოვიხმობთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ, ტიპოლოგიურად ერთგვაროვანსა და რთულ, ძირითადად, ცხოველსახოვანი ფიგურების კომპოზიციით აღჭურვილ ბრინჯაოს ჭვირულ ბალთებს. ყოველი მათგანი მიჩნეულია (საქართველოს ტერიტორიაზე ამ არტეფაქტის 300-მდე ეგზემპლარია მიკვლეული) საქამრე ბალთად. ლექცია ერთგვარად არღვევს სტერეოტიპებს.

კურსის განმავლობაში შევეცდებით, გავარკვიოთ სოციალური წრე, რომელთათვისაც ბალთები მზადდებოდა; გავარკვიოთ ბალთების მასიური წარმოების მიზეზი და დანიშნულება, ასევე - ბალთების აღმოჩენის ტოპოგრაფია (ძველი საქართველოს სამხედრო გზები და უღელტეხილები). ბალთების ემბლემატიკაში დაფარულმა სიმბოლური წარმოდგენები საშუალებას გვაძლევს, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ისინი მხედართა (მეომართა) აღჭურვილობის ნაწილი იყო და მკერდზე მაგრდებოდა. ამაზე თვით ბალთების კონსტრუქცია და ფუნქციონალური დეტალები მიანიშნებს, რაც მათ უკანა მხარეზე იკითხება.

ბალთების წარმოშობის თარიღია III-IV საუკუნეები.

ბოლოს დამატებული
echo php tittle