ძიება

კურსები დეტალურად / ძველი სამყაროს პროპორციები

ძველი სამყაროს პროპორციები

კურსს კითხულობს: გურამ ყიფიანი

წინამდებარე კურსი გაგრძელებაა კურსისა „ძველი სამყაროს დიზაინი“, რომელიც განკუთვნილია, ძირითადად, არქეოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ხელოვნებათმცოდნეებისთვის და არქიტექტორებისათვისაც კი, რადგან დიზაინი, ფორმათწარმოქმნა და მისი პრინციპები არქიტექტურულ კატეგორიასაც განეკუთვნება. კურსს - „ძველი სამყაროს დიზაინი“ - გაეცანით ბმულზე: http://online.iliauni.edu.ge/ka/course/dzveli-samyaros-dizaini/22/middle

35 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
1790 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

1790

35 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
1790 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

ლექტორის შესახებ

გურამ ყიფიანი

1972 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1973 წლიდან მონაწილეობს არქეოლოგიურ ექსპედიციებში: ვანი, ნასტაგისი,კოლხეთი, ვალე, წალკა, უფლისციხე, იგოეთი,კახეთი და სხვ.ხელმძღვანელობდა მცხეთისა და უფლისციხის ექსპედიციებს. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს ციხესულორისარქეოლოგიურ ექსპედიციებს. 3 წლის განმავლობაში იკვლევდა აღმოსავლეთ ჭანეთის(თურქეთის ტერიტორია) არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ძეგლებს (კოლექტიური ნაშრომი - ისტორიულიჭანეთისაღმოსავლეთ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბათუმი, 2014). 1992 წლიდან მუშაობს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საკითხებში. 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო მიმართულებით.

2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორია, 2007 წლიდან კი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,კოლხეთისადა იბერიის წარმართული ტაძრები და ქართული ქრისტიანული არქიტექტურის წარმოშობის საკითხები“.გამოქვეყნებული აქვს 200-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი.

იყო გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის სტიპენდიანტი; კაიროს(ეგვიპტე) უნივერსიტეტში გაიარა კურსი: „არქეოლოგია,ძეგლთა რესტავრაცია, სამუზეუმო საქმე“; გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და კალსრუესუნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენებები თემაზე: „ანტიკურიკლდოვანი არქიტექტურის შესწავლის პრობლემები“.


35 სტუდენტი ესწრება კურსს


_ლექტორის_სხვა_კურსები_: საუბრები ძველი სამყაროს ხუროთმოძღვრებაზე (ვიტრუვიუსი)


ძველი სამყაროს დიზაინი


კურსის დასახელება: ძველი სამყაროს პროპორციები

ლექციათა კურსი - „ძველი სამყაროს დიზაინი“ წინამდებარე კურსში წარმოდგენილია მოკლედ და შემჭიდროებულად; მოცემულია წარსულის სამყაროს სისტემური აზროვნების ზოგიერთი პრინციპი; ყურადღება მახვილდება წარსულის შემოქმედთა შესაძლებლობებზე, მათ შემოქმედებით აზროვნებაზე.
სალექციო კურსის მიზანია შეცნობის განვითარება: რას ვხედავთ კონკრეტულ ქმნილებაში, როგორ უნდა დავინახოთ, რა დავინახოთ და ა. შ.
ყოველი ქმნილება ადამიანის აზროვნების შედეგია, ამდენად, ყოველი ქმნილების მიღმა დგას საზოგადოება და მისი მოთხოვნები, ანუ მოაზროვნე და მომთხოვნი სამყარო, მისწრაფებული „მშვენიერებისაკენ“.
ლექციათა ეს კურსი, უპირველესად, არქეოლოგთა ახალგაზრდა თაობებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, შეიძლება მკვეთრად არც კი გავმიჯნოთ სპეციალობები და მიმართულებანი; სალექციო კურსი ფართო კულტუროლოგიურ აზროვნებას ემსახურება ან მოწოდებულია ამისთვის.

ეს კურსი გაგრძელებაა კურსისა "ძველი სამყაროს დიზაინი", რომელსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ ბმულზე: http://online.iliauni.edu.ge/ka/course/dzveli-samyaros-dizaini/22/middle

ბოლოს დამატებული
echo php tittle