ძიება

კურსები დეტალურად / კოსმოლოგია

კოსმოლოგია

კურსს კითხულობს: თინათინ კახნიაშვილი

მოცემული კურსის გავლით, რომელიც ექვსი ვიდეოლექციისგან შეგდება, მსმენელი ბევრ საინტერესო ინფორმაცის მიიღებს კოსმოლოგიის, ე.ი. სამყაროს შესახებ მეცნიერებაზე.

24 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
696 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

696

24 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
696 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

ლექტორის შესახებ

თინათინ კახნიაშვილი

თინათინ კახნიაშვილმა 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი) თემაზე: გრავიტაციული არამდგრადობის განვითარება ადრეულ სამყაროში. 1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1999 წელს რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა. მუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (ICTP & SISSA, Italy, CCPP NYU ) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (Rutgers, Kansas State University, Carnegie Mellon University, Geneva University, Laurentian University). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2008 წლიდან. იყო ჯერ ასოცირებული პროფესორი, 2011 წლიდან კი პროფესორია.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

 

თეორიული ფიზიკა: გრავიტაციის თეორია; ფარდობითობის თეორია; მაღალი ენერგიების ფიზიკა; ჰიდროდინამიკა და ტურბულენტობა.
კოსმოლოგია: ადრეული სამყაროს ფიზიკა; კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი; გრავიტაციული ტალღები; ფარული ენერგია; ფარული მატერია.
ასტროფიზიკა: კოსმოსური მაგნიტური ველები; მაღალი ენერგიების ასტროფიზიკა; ჰიფრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობა.


24 სტუდენტი ესწრება კურსს

კურსის დასახელება: კოსმოლოგია

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle