ძიება

კურსები დეტალურად / საქართველოს ისტორია XVI-XVII საუკუნეებში

კურსის მოსასმენად და გასავლელად უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, თუ კი უკვე დარეგისტრირებული ხართ, მაშინ საჭიროა სისტემაში შესვლა.
5428

სასწავლო კურსის შინაარსი

ლექცია

ლექციაში განხილულია საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის მიზეზები. წარმოჩენილია ამ პროცესის გამომწვევი შინაგანი და საგარეო ფაქტორები. განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილებულია ბიზანტიის იმპერიის დაცემის უარყოფით შედეგებზე.


I ლექცია

განხილულია ქართლის სამეფოს ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ლუარსაბ პირველისა და სიმონ პირველის მეფობის დროს. ასევე ნაჩვენებია 1555 წლის ამასიის ზავის უარყოფითი გავლენა ქართული სამეფოების მდგომარეობაზე. წარმოჩენილია იმერეთის სამეფოს ღონისძიებები ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და სამცხე-საათაბაგოს შემოერთების მიზნით.


II ლექცია

საუბარია კახელ მეფეთა იმ ღონისძიებებზე, რამაც განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება. ძირითადი ადგილი ეთმობა კახეთის დამოკიდებულებას ირან-ოსმალეთთან და იმ დიპლომატიური ნაბიჯების ჩვენებას, რითაც ეს სამეფო ინარჩუნებდა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას.


III ლექცია

განხილულია კახეთის სამეფოს მცდელობა, დიპლომატიური კავშირი დაემყარებინა რუსეთთან. ასევე, საუბარია ირან-ოსმალეთის ომზე და ქართლის სამეფოსთვის მის შედეგებზე. წარმოჩენილია სიმონ პირველის პოლიტიკა, რაც არც ერთ დამპყრობს არ აძლევდა საშუალებას მტკიცედ დაუფლებოდა ქართლის სამეფოს.


IV ლექცია

XVII საუკუნეში რადიკალურად შეიცვალა კახეთის სამეფოს მდგომარეობა. ირანის პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად იქცა მისი გაყიზილბაშება, რასაც, მხარის მრავალგზის აოხრებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის ირანში გადასახლებაც მოჰყვა.


V ლექცია

XVII საუკუნის პირველ ნახევარში ყიზილბაშური ირანის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლებს აწარმოებდა ქართლის სამეფოც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მარტყოფის ბრძოლაში გამარჯვება, რასაც ქართლისა და კახეთის სამეფოების დროებით გაერთიანება და ირანის მფლობელობისგან მისი განთავისუფლება მოჰყვა. საუკუნის შუა წლებში ირანი კვლავ ახერხებს აღმოსავლეთ საქართველოზე თავისი გავლენის აღდგენას.


ვიდეოლექციაეხება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პერიოდს. განხილულია ქვეყნის სამეფო-სამთავროებადდაშლის მიზეზები და შედეგები. კერძოდ, საუბარია ცალკეულ სამთავროთა სეპარატიზმზე, რაც ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის პირობებში ერთიანი ქართული მონარქიის დაშლის ძირითადი საფუძველი გახდა.

საქართველოს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა აღმოსავლეთიდან თურქმანულისახანოებისგამუდმებული თავდასხმები და სამხრეთ-დასავლეთით წარმოშობილი ოსმალეთის იმპერიის აგრესიული პოლიტიკა.

მეორე მხრივ, XVI-XVIIსაუკუნეები, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისთავადობის შენარჩუნებისათვის თავდაუზოგავი ბრძოლებითაც აღინიშნა. ვიდეოლექციაშიმიმოვიხილავთ ლუარსაბ პირველის, სიმონ პირველის, ლუარსაბ მეორის,ალექსანდრემეორის,თეიმურაზ პირველისა და სხვა მეფეთა, აგრეთვე, ცალკეულ გამორჩეულ პიროვნებათა ღვაწლს და მათი საქმიანობის შედეგებს. ვიდეოლექციაშისაკმარისი ადგილი ეთმობა ქართული კულტურის საკითხებსაც.

ბოლოს დამატებული
echo php tittle