ძიება

კურსები დეტალურად / საქართველოს ისტორია XVI-XVII საუკუნეებში

საქართველოს ისტორია XVI-XVII საუკუნეებში

კურსს კითხულობს: დავით მალაზონია

"საქართველოს ისტორია XVI-XVII საუკუნეებში" არის პირველი ნაწილი საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი კურსების ციკლიდან. ამ კურსის გავლით თქვენ გაეცნობით საქართველოს ისტორიას XVI-XVII საუკუნეებში. როგორ აისახა ბიზანტიის დაცემა საქართველოზე? როგორ დაიშალა ქვეყანა მცირე სამეფოებად, რომლებიც ხშირად მტრობდნენ ერთმანეთს? როგორ გადაიტანა ქართველმა ერმა მისი ისტორიის ერთერთი უმძიმესი პერიოდი?

106 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
5929 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

5929

106 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
5929 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

ლექტორის შესახებ

დავით მალაზონია

დავით მალაზონიამ 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1998 წელს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ილია ჭავჭავაძის ისტორიული შეხედულებები; 2002 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ისტორიოგრაფიული აზროვნება XIX საუკუნის II ნახევარში“. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში დოცენტად, 2004 წლიდან – პროფესორად. 2005-2006 წლებში ასრულებდა პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას.  გამოქვეყნებული აქვს ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან, იყო განათლების ფაკულტეტის დეკანი.

რჩეული პუბლიკაციები
• მალაზონია, დავით და ჭიაბრიშვილი, ნინო და მაღლაკელიძე, შორენა (2015) Aspects of intercultural education at the primary level of Georgian general education school. Institute of Education Sciences (ERIC). (პროცესშია)
• მალაზონია დავით, ჭიაბრიშვილი ნინო, პეტრიაშვილი იზაბელა (2015) Holistic approach to multicultural education by the example of TEMPUS project DOIT. პერიოდული ჟურნალი განათლება. (პროცესშია)
• მალაზონია, დავით (2014) ინტერკულტურული განათლება, ურთიერთობები და კვლევები საქართველოში (სიტუაციური ანალიზი). საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეცნირეო შრომები.
• მალაზონია, დავით და ჭიაბრიშვილი, ნინო (2009) Role of imagination in the process of teaching the subject – Family economy and gender. სამეცნიერო ჟურნალი ‘საქართველოს ეკონომიკა’ (9). 36 -40. ISSN 1512-4606
• მალაზონია, დავით (2008) კულტურათაშორისი ურთიერთობების საკითხი საქართველოს ისტორიის სწავლებისას. სამეცნიერო ჟურნალი ”ლოგოსი” (1). С. 138-142. ISSN 1987-6661
• მალაზონია, დავით (2005) ქართველი სამოციანელები მე-19 საუკუნის ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ისტორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ. პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი “პრომეთე” (6 (18)). С. 286-290. ISSN 1512-2131
• მალაზონია, დავით (2003) „კავკასიის საცენზურო კომიტეტის შემზღუდველი საქმიანობა – ისტორიული და ეროვნულ-პოლიტიკური ხასიათის წერილების აკრძალვა. „საისტორიო მოამბე“ (75-76). С. 89-93.
• მალაზონია, დავით (2003) თბილისის საეკლესიო მუზეუმი – ისტორიული კვლევის უმნოშვნელოვანესი კერა. ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები (8). С. 158-164.

წიგნები
მალაზონია, დავით (2001) ქართული ისტორიოგრაფიული აზრივნება XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სახელმძღვანელო. ქრონოგრაფი.


106 სტუდენტი ესწრება კურსს

კურსის დასახელება: საქართველოს ისტორია XVI-XVII საუკუნეებში

ვიდეოლექციაეხება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პერიოდს. განხილულია ქვეყნის სამეფო-სამთავროებადდაშლის მიზეზები და შედეგები. კერძოდ, საუბარია ცალკეულ სამთავროთა სეპარატიზმზე, რაც ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის პირობებში ერთიანი ქართული მონარქიის დაშლის ძირითადი საფუძველი გახდა.

საქართველოს მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა აღმოსავლეთიდან თურქმანულისახანოებისგამუდმებული თავდასხმები და სამხრეთ-დასავლეთით წარმოშობილი ოსმალეთის იმპერიის აგრესიული პოლიტიკა.

მეორე მხრივ, XVI-XVIIსაუკუნეები, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისთავადობის შენარჩუნებისათვის თავდაუზოგავი ბრძოლებითაც აღინიშნა. ვიდეოლექციაშიმიმოვიხილავთ ლუარსაბ პირველის, სიმონ პირველის, ლუარსაბ მეორის,ალექსანდრემეორის,თეიმურაზ პირველისა და სხვა მეფეთა, აგრეთვე, ცალკეულ გამორჩეულ პიროვნებათა ღვაწლს და მათი საქმიანობის შედეგებს. ვიდეოლექციაშისაკმარისი ადგილი ეთმობა ქართული კულტურის საკითხებსაც.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle