ძიება

კურსები დეტალურად / შესავალი ეკოლოგიაში

შესავალი ეკოლოგიაში

კურსს კითხულობს: დავით თარხნიშვილი

კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტს ცოცხალი ორგანიზმისა და გარემოს შორის და ორგანიზმებს შორის ურთიერთობების კანონზომიერებები. თუ რა არის ფოტოსინთეზი, და მრავალ სხვას. სტუდენტი ეცნობა ტერმინოლოგიას, რომელიც მას დასჭირდება ეკოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სხვადასხვა კურსების გავლისას. სტუდენტს, რომელმაც გაიარა ეკოლოგიის კურსი, გააჩნია წარმოდგენა ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ფუნქციონირებაზე, მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ფორმულებზე, რომლითაც მეცნიერები აღწერენ რიცხოვნობის ცვლილებას.

90 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
5676 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

5676

90 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
5676 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

ლექტორის შესახებ

დავით თარხნიშვილი

დავით თარხნიშვილმა 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1987 წელს სვერდლოვსკის (ამჟამად ეკატერინბურგი) ეკოლოგიის კვლევით ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკოლოგიაში თემაზე – ”ამფიბიების სახეობათაშორისი კონკურენცია”.  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ბანგორის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი; 1996-1997) და ბონის ზოოლოგიის ინსტიტუტში (გერმანია, 1999-2003). ძირითადი კვლევითი საკითხებია: ამფიბიების და ქვეწარმავლების ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, პოპულაციური გენეტიკა და ევოლუცია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან. სხვადასხვა დროს იყო სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2015 წლიდან არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი.


90 სტუდენტი ესწრება კურსს

კურსის დასახელება: შესავალი ეკოლოგიაში

შესავალი ეკოლოგიაში



კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტს ცოცხალი ორგანიზმისა და გარემოს შორის და ორგანიზმებს შორის ურთიერთობების კანონზომიერებებს.

კურსის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან იმას, თუ როგორ ხდება ნივთიერებათა და ენერგიის მიმოცვლა ეკოლოგიურ სისტემებში; თუ რატომ იკავებენ ცალკეული მცენარეები და ცხოველები კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეს; თუ რა ტიპის ურთიერთობები არსებობს სხვადასხვა სახეობებს შორის; თუ რატომ ბუზების ან თაგვების რაოდენობა არ მატულობს უსასრულოდ, არამედ იზღუდება დროის განმავლობაში; თუ რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სტეპი და ტუნდრა; თუ რა არის ფოტოსინთეზი, და მრავალ სხვას. სტუდენტი ეცნობა ტერმინოლოგიას, რომელიც მას დასჭირდება ეკოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სხვადასხვა კურსების გავლისას. სტუდენტს, რომელმაც გაიარა ეკოლოგიის კურსი, გააჩნია წარმოდგენა ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ფუნქციონირებაზე, მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და ფორმულებზე, რომლითაც მეცნიერები აღწერენ რიცხოვნობის ცვლილებას.

ბოლოს დამატებული
echo php tittle