ძიება

კურსები დეტალურად / შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

კურსს კითხულობს: შთას ლექტორები

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში - ეს არის სალექციო კურსი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა შექმნეს და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დროის მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეთა ნაშრომებს სრულად ან ნაწილობრივ. კურსი სავალდებულოა ილიაუნის ყველა პირველკურსელისთვის და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააზრებულად აირჩიონ მომავალი პროფესია, ჩამოიყალიბონ ღირებულებითი მიდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მიმართ და მოემზადონ იმ გამოწვევისა და სიამოვნებისათვის, რასაც თავისუფალი აზროვნება ჰქვია.

43 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
1596 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

1596

43 - მა სტუდენტმა აირჩია ეს კურსი
1596 - ჯერ ნახეს ეს ვიდეო

პლატონის შესახებ - ნაწილი 2

პლატონი თავისი მასწავლებლის, სოკრატეს ხაზს აგრძელებს, ოღონდ ეს არ იყო საუბრის რეჟიმში ფილოსოფოსობა, არამედ ის უკვე წერილობით სახეს აძლევს თავის ნააზრევს, თუმცა ამასაც ორიგინალური ფორმით აკეთებს, რადგან მისი ფილოსოფია არასდროს დაწერილა ტრაქტატის ან პოემის სახით, იგი დიალოგებს წერდა აქაც ვხედავთ მის ერთგულებას სოკრატეს მიმართ - თითქმის ყველა დიალოგში სოკრატე, როგორც პერსონაჟი განმსაზღვრელ როლს ასრულებს.

პლატონი სოკრატეს ნააზრევს იზიარებს და აფართოვებს სამყაროს ცვალებადობასთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად არამყარია, შეუძლებელია ჭეშმარიტი ცოდნა მოიპოვო სამყაროს შესახებ.

1596
პლატონის შესახებ - ნაწილი 3
პლატონის შესახებ - ნაწილი 4
პავლე მოციქულის შესახებ - ნაწილი 1
პავლე მოციქულის შესახებ - ნაწილი 2
პავლე მოციქულის შესახებ - ნაწილი 3
ნიკოლოზ მაკიაველის შესახებ - ნაწილი 1

ვიდეოლექცია ეძღვნება რენესანსის პერიოდის იტალიელ მოაზროვნეს ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) და მის თხზულებას „მთავარი“.
ლექციაში მოცემულია რენესანსის მოკლე და ზოგადი აღწერა: რას ნიშნავს საკუთრივ ტერმინი და მის აღსანიშნავად შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ სიტყვა „აღორძინება“? რით განსხვავდებოდა რენესანსი ადრინდელი შუა საუკუნეებისაგან? არის თუ არა მათ შორის პრინციპული განსხვავება? რომელ სოციალურ ფენებს შეეხო რენესანსის სიახლეები?
ასევე, მოკლედ არის გადმოცემული ნიკოლო მაკიაველის ბიოგრაფია და მისი წვლილი ისტორიულ პროცესებში. ჩამოთვლილი და დახასიათებულია მოაზროვნის ძირითადი თხზულებები.
გადმოცემულია „მთავარის“ შეთხზვის ისტორია და ძირითადი შინაარსი, ასევე - წიგნის გავლენა შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე და მისი ადგილი პოლიტიკური აზრის ისტორიაში.

1596
ნიკოლოზ მაკიაველის შესახებ - ნაწილი 2
ნიკოლოზ მაკიაველის შესახებ - ნაწილი 3

მაკიაველს უამრავ რამეს აბრალებენ და ისმის კითხვა - ბოლოს და ბოლოს ვინ არის იგი? ბენედიტო კროჩი ამბობს, რომ მაკიაველიმ პოლიტიკა ზნეობისგან გაათავისუფლა, თუმცა ეს მთლად ზუსტი შეფასება არ არის.

მაკიაველიმ გამოყო ორი ტიპის ზნეობა: 1-ლი, რომელიც ამქვეყნიურ მიზნებს ისახავს; მე-2 კი ისაა, რომ ადამიანმა უნდა იბრძოლოს სულის ცხონებისთვის, რომელსაც ის მიაღწევს სიკვდილის შემდეგ.

მაკიაველის ძირითადი იდეა ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ - “თუ შენ შეხედავ ადამიანებს ისე, როგორებიც შენ გინდა, რომ იყვნენ ისინი და არა ისე, როგორებიც არიან სინამდვილეში, ვერასდროს მიაღწევ წარმატებას და გააუბედურებ ყველას”.

1596
თომას ჰობსის შესახებ - ნაწილი 1
თომას ჰობსის შესახებ - ნაწილი 2
თომას ჰობსის შესახებ - ნაწილი 3
ჯონ ლოკის შესახებ - ნაწილი 1
ჯონ ლოკის შესახებ - ნაწილი 2
ჯონ ლოკის შესახებ - ნაწილი 3
მერი უოლსტონკრაფტის შესახებ - ნაწილი 1
მერი უოლსტონკრაფტის შესახებ - ნაწილი 2
მერი უოლსტონკრაფტის შესახებ - ნაწილი 3

მოცემულ ლექციაში მოისმენთ შეფასებებს უოლსტონკრაფტის იდეებისა და ტექსტის შესახებ დღევანდელი გადმოსახედიდან. მკვლევრები ხშირად სხვამენ კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ მერი ფემინისტად ჩაითვალოს, რადგან ჩვენთვის თანამედროვე ფემინისტურ შეხედულებებთან მისი იდეები რაღაც მხრივ შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ბევრი ფემინისტი აკრიტიკებს მერის იმის გამო, რომ იგი ძირითადად საშუალო ფენის ქალბატონებზე წერს და არსად ახსენებს ღარიბი სოციალური ფენის ქალებს, თუმცა საერთო ჯამში, იმ დროისთვის, როცა უოლსტონკრაფტი მოღვაწეობდა, უნდა ითქვას, რომ იგი მკვეთრად დაუპირისპირდა აღიარებულ ნორმებსა და შეხედულებებს ქალებთან დაკავშირებით.

1596
ადამ სმითის შესახებ - ნაწილი 1

შოტლანდიელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური ეკონომისტის, ადამ სმითის უკვდავი ნაშრომი - „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ - გამოცემული იქნა 1776 წელს და იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ნაშრომმა ახალი ცოდნა შექმნა ეკონომიკის სფეროში (ავტორი ილაშქრებს თავის ეპოქაში გამეფებული მერკანტილური სისტემის წინააღმდეგ), ამასთან, იძლევა ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებებსა და სოციალურ ურთიერთობებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ბრწყინვალე აღწერას.
მთლიანობაში სმითის დამსახურება ისტორიული მნიშვნელობისაა - მან შეძლო ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის საფუძვლები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის თავმოყრისა და სისტემატიზაციის გზით. მისი კვლევები წარმოადგენს XVIII საუკუნის საზოგადოებრივი აზრის უმაღლეს მწვერვალს, რა¬მაც სათავე დაუდო შემდგომი პერიოდის ახალი ეკონომიკური თეორი¬ების ევოლუციას და მომავალი თაობების აზროვნებაში დამკვიდრებას.
ლექციაში განხილულია ნაშრომის მესამე წიგნში წარმოდგენილი ევროპისა და დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი განვითარების ისტორია მიწათმოქმედების და საერთაშორისო ვაჭრობის ეპოქაში.

1596
ადამ სმითის შესახებ - ნაწილი 2
ადამ სმითის შესახებ - ნაწილი 3
ადამ სმითის შესახებ - ნაწილი 4
ადამ სმითის შესახებ - ნაწილი 5
იმანუელ კანტისა და განმანათლებლობის შესახებ - ნაწილი 1
იმანუელ კანტისა და განმანათლებლობის შესახებ - ნაწილი 2

“განმანათლებლობა - ეს არის ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია” - ამბობს კანტი. თუკი წინა ლექცია განმანათლებლობის ზოგად თეორიებსა და მისი ჩამოყალიბება-განვითარების ისტორიებს ეხებოდა, აქ უკვე შეგიძლიათ მოისმინოთ დიდი მოაზროვნის კანტის შეხედულება განმანათლებლობის შესახებ და მისი განმარტებაც.

არის ის უმწიფრობა, რომელსაც კანტი ახსენებს და საიდან ჩნდება თითოეული ჩენგანის ცხოვრებაში; რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, ცალკეულმა ადამიანმა იმისთვის, რომ განმანათლებლობა, როგორც პროცესი, შედგეს; რას გულისხმობს კანტი გონების გამოყენება-არგამოყენებაში - ამ და სხვა საკითხებზე მსმენელს ამომწურავი პასუხების მიღება შეუძლია მოცემული ლექციის საშუალებით.

1596
კარლ მარქსის შესახებ - ნაწილი 2
კარლ მარქსის შესახებ - ნაწილი 3
კარლ მარქსის შესახებ - ნაწილი 4
ჩარლზ დარვინის შესახებ - ნაწილი 1

ლექცია დარვინის შესახებ ეხება ჩარლზ დარვინს და მის მთავარ ნაშრომს, „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“. მოკლედაა აღწერილი დარვინამდელი ევოლუციური შეხედულებები, თუ როგორ შეიცვალა ადამიანის წარმოდგენა ბუნებაზე უძველესი დროიდან მე-19 საუკუნემდე და რამ განაპირობა ევოლუციური თეორიის ჩამოყალიბება სწორედ მე-19 საუკუნეში და არა უფრო ადრე; ასევე აღწერილია დარვინის ევოლუციური თეორიის ძირითადი თეზისები - ინდივიდუალური ცვალებადობა, მემკვიდრეობითობა, გადარჩევა. განხილულია შემდეგი საკითხები: როგორ შეიცვალა ევოლუციური თეორია დარვინიდან დღემდე; ევოლუციის პალეონტოლოგიური და გენეტიკური მტკიცებულებები; დნმ-ის აღმოჩენამ როგორ მისცა ახალი სიცოცხლე დარვინის მიერ აღწერილ ცვალებადობის მექანიზმებს; ევოლუციური თეორიის და გენეტიკის ურთიერთობის ისტორია - თუ როგორ მოხდა მათი დაახლოება და შერწყმა.

1596
ჩარლზ დარვინის შესახებ - ნაწილი 2
ჩარლზ დარვინის შესახებ - ნაწილი 3
ჯონ სტიუარტს მილის შესახებ -ნაწილი 1
ჯონ სტიუარტს მილის შესახებ - ნაწილი 2
ჯონ სტიუარტს მილის შესახებ - ნაწილი 3
ჯონ სტიუარტს მილის შესახებ - ნაწილი 4
ილია ჭავჭავაძის შესახებ - ნაწილი 1
ილია ჭავჭავაძის შესახებ - ნაწილი 2
ილია ჭავჭავაძის შესახებ - ნაწილი 3
ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ - ნაწილი 1
ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ - ნაწილი 2
ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ - ნაწილი 3
დიმიტრი უზნაძის შესახებ - ნაწილი 2
დიმიტრი უზნაძის შესახებ - ნაწილი 3
ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკის შესახებ - ნაწილი 2
ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკის შესახებ - ნაწილი 3
ბოლოს დამატებული
echo php tittle