ძიება
კატეგორია
თეგები

პასკალის პრემიის ლაურეატი - ლაშა სუხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სტატიისთვის Fluvial sediments of the Algeti River in southeastern Georgia — An archive of Late Quaternary landscape activity and stability in the Transcaucasian region (“მდინარე ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ”), რომელიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალში CATENA სტატია: „ალგეთის ფლუვიალური სედიმენტები - არქივი გვიან მეოთხეული ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის შესახებ“ აბსტრაქტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გვიან მეოთხეულში ლანდშაფტების აქტიურობის და სტაბილურობის პერიოდების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მოხდა მდინარე ალგეთის ქვედა დინებაში ფლუვიალური სედიმენტების შესწავლა გეომორფოლოგიური, სედიმენტოლოგიური და გეოქრონოლოგიური მეთოდებით. კვლევა მოიცავდა მდინარის ტერასების აგეგმვას, მდინარის ნაპირებზე არსებული გაშიშვლებების სტრატიგრაფიულ აღწერას, პალეონიადაგების სედიმენტურ ანალიზს და ჭრილების ასაკების რაოდენობრივ დათარიღებას 14C რადიონახშირბადული და ოპტიკურ-ლუმინესცენცური (OSL) მეთოდებით.

903 გაზიარება
კატეგორია
თეგები
ბოლოს დამატებული
echo php tittle

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

შესავალი თანამედროვე აზროვნებაშიშესავალი თანამედროვე აზროვნებაში - ეს არის სალექციო კურსი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა შექმნეს და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დროის მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეთა ნაშრომებს სრულად ან ნაწილობრივ. კურსი სავალდებულოა ილიაუნის ყველა პირველკურსელისთვის და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააზრებულად აირჩიონ მომავალი პროფესია, ჩამოიყალიბონ ღირებულებითი მიდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მიმართ და მოემზადონ იმ გამოწვევისა და სიამოვნებისათვის, რასაც თავისუფალი აზროვნება ჰქვია.

61 გაზიარება