ძიება

ლექციები დეტალურად / ადამ სმიტის შესახებ / ნაწილი I

<5706

შოტლანდიელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური ეკონომისტის, ადამ სმითის უკვდავი ნაშრომი - „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ - გამოცემული იქნა 1776 წელს და იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ნაშრომმა ახალი ცოდნა შექმნა ეკონომიკის სფეროში (ავტორი ილაშქრებს თავის ეპოქაში გამეფებული მერკანტილური სისტემის წინააღმდეგ), ამასთან, იძლევა ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებებსა და სოციალურ ურთიერთობებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ბრწყინვალე აღწერას.
მთლიანობაში სმითის დამსახურება ისტორიული მნიშვნელობისაა - მან შეძლო ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური ეკონომიის საფუძვლები იმ დროისათვის დაგროვილი ეკონომიკური ცოდნის თავმოყრისა და სისტემატიზაციის გზით. მისი კვლევები წარმოადგენს XVIII საუკუნის საზოგადოებრივი აზრის უმაღლეს მწვერვალს, რა¬მაც სათავე დაუდო შემდგომი პერიოდის ახალი ეკონომიკური თეორი¬ების ევოლუციას და მომავალი თაობების აზროვნებაში დამკვიდრებას.
ლექციაში განხილულია ნაშრომის მესამე წიგნში წარმოდგენილი ევროპისა და დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი განვითარების ისტორია მიწათმოქმედების და საერთაშორისო ვაჭრობის ეპოქაში.
ბოლოს დამატებული
echo php tittle