ძიება

ლექციები დეტალურად / ფრიდირიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკის შესახებ / ნაწილი I

<4372

ნაწილი I

გამარჯობა! დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ავსტრიელი ფილოსოფოსის, ეკონომისტის და ფსიქოლოგის ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ნაშრომზე „გზა ბატონყმობისაკენ“ .
ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი დაიბადა 1899 წელს ვენაში და მან საკმარისად ხანგრძლივი ვხოვრება გაიარა. ის 1992 წელს გარდაიცვალა. თითქმის ასი წელი იცხოვრა და პრაქტიკულად მოესწრო იმ პოლიტიკური სისტემის და სისტემების მე ვიტყოდი დასასრულს, რომელსაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა. ამით ის ძალიან ჰგავს მის თანამედროვეს ასევე ვენაში დაბადებულ ფილოსოფოს , ლოგიკოსს და ასევე მათემატიკოსს, შემეცნების თეორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელს კარლ პოპერს, რომელიც ასევე დიდი ხანი და ხანგრძლივად ებრძოდა მარქსიზმს და საერთოდ კომუნისტთა ტოტალიტარიზმს. ამ ორ ადამიანს ბევრი რამ აქვს საერთო ამაზე შეიძლება სხვა დროს შეიძლება საუბარი ახლა უბრალოდ გავაგრძელებ ჰაიეკის ბიოგრაფიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტის, მომენტზე საუბარს.
ჰაიეკის საქმიანობა ბევრად განსაზღვრა მისი მშობლების საქმიანობამ. მშობლები აკადემიური წრიდან იყვნენ როგორც დედის მხრიდან ისევე მამის მხრიდან. მამამისი გახლდათ ბოტანიკოსი და ექიმი. ისიც ვენის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ამიტომ ჰაიეკის არჩევანი უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრად განსაზღვრა მშობლების წარმომავლობამ ანუ როგორც სოციოლოგები ვიტყვით ხოლმე, მშობლების კულტურულმა და სოციალურმა კაპიტალმა.
ჰაიეკმა ისწავლა ვენის უნივერსიტეტში. II მსოფლიო ომის დამთავრებამდე ის ვენის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, მაგრამ იქიდან ესე იგი წამოვიდა 1917 წელს და შემდეგ სწავლა გააგრძელა ვენის უნივერსიტეტში. მან დაიცვა დისერტაციები როგორც სამართალში ასევე ეკონომიკაში.
1931 წელს ის გახდა ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი და საერთოდ 30-იანი წლებიდან მას ჩვენ ვხედავთ ბრიტანეთში, შემდეგ 50-იან წლებში ჩვენ მას ვხედავთ ჩიკაგოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ის, რომ მან 1974 წელს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.
ჰაიეკის ბიოგრაფია როგორც გითხარით საინტერესოა სწორედ იმით, რომ ის მოესწრო თავისი საძულველი შეიძლება ითქვას , თუ ეს სიტყვა გადაჭარბებული არ იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების დასასრულს და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დასასრული დამდგარიყო.
და პირველ რიგში მან ეს გააკეთა სწორედ მემარცხენე პოლიტიკურ კონცეფციებთან კამათით. ეს მემარცხენე პოლიტიკური კონცეფციები გახლავთ რუსული კომუნიზმი, მემარცხენეობა ზოგადად და გერმანული ნაციზმი და იტალიური ფაშიზმი, რომელიც მას ერთი და იმავე რიგის მოვლენად მიაჩნდა.
ისევე როგორც კარლ პოპერი ,ჰაიეკიც თვლიდა, რომ ფაშიზმი, ნაციზმი და კომუნიზმი ეს არის ერთი და იგივე მოვლენა. ყველა ეს სისტემა ტოტალიტარული სისტემაა და ყველა ეს სისტემა ცდილობს ადამიანის ცხოვრების, ყოველდღიური ცხოვრების რეგლამენტაციას და გარდა ამისა, ეს სისტემა გახლავთ არა ადამიანური თავისი არსით , რადგან ადამიანებს არ აძლევს თავისუფალი განვითარების თვითდადგენის, თვითგანვითარების შესაძლებლობას და საერთოდ საფრთხეს უქმნის თავისუფლებას.
1844 წელს ჰაიეკი წერს თავის ცნობილ ნაწარმოებს „გზა ბატონყმობისაკენ“. ეს ნაწარმოები გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და მისი რამდენიმე გამოცემა გამოვიდა კიდევაც.
ჩვენთვის საინტერესო გახლავთ ეს ნაწარმოები სწორედ იმით, რომ ამ ნაწარმოებში ავტორი ყველაზე მკვეთრად უპირისპირდება ისეთ პოლიტიკურ სისტემას როგორიც არის გერმანული ნაციზმი, იტალიური ფაშიზმი და რუსული კომუნიზმი და ზოგადად ტოტალიტარული პოლიტიკური და ეკონომიკური მოძღვრება.
ამ ნაწარმოებში ჰაიეკი ჩვენ გვევლინება ნეოლიბერალიზმის პოლიტიკური კონცეფციის ფუძემდებლად და გამგრძელებლად.
ნეოლიბერალიზმი გახლავთ ის პოლიტიკური მოძრაობა, ჩვენთვის გასაგები, რომ იყოს რას ეხება საქმე თუ ვილაპარაკებთ ნეოლიბერალიზმზე ორი პოლიტიკოსი მაინც გაგვახსენდება უახლოესი ისტორიიდან. ეს გახლავთ მარგარეტ ტეტჩერი და რონალდ რეიგანი, რომლებიც გახლდათ სწორედ ნეოლიბერალისტური პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლები და პოლიტიკურ პრაქტიკაში სწორედ აი ამ კონცეფციას მისდევდნენ.
ნეოლიბერალიზმი ეს გახლავთ კლასიკური ლიბერალიზმის თავისებური გაგრძელება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბევრად უფრო რადიკალური ვიდრე კლასიკური ლიბერალიზმია. რას ამბობდა კლასიკური ლიბერალიზმი? კლასიკური ლიბერალიზმი ქადაგებდა ადამიანის საქმიანობის მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაურევლობას, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ის არ გამორიცხავდა სახელმწიფოს ჩარევას ადამიანების ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის მიზნით ანუ პრაქტიკულად მართალია კლასიკური ლიბერალიზმი ამბობდა, რომ ადამიანის საქმიანობაში არ უნდა ჩავერიოთ, საქმიანობის თავისუფლება , ლესეფერის პრინციპი, ეს იყო მნიშვნელოვანი ნეოლიბერალიზმისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაგალითად ადამ სმიტი უშვებდა სახელმწიფოს ჩარევას ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ნეოლიბერალიზმი როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა უფრო რადიკალურია. ის კატეგორიულად უარყოფს სახელმწიფოს ჩარევას ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში და თუ მაინცდამაინც ჩარევაზე არის საუბარი, საქმე ეხება ადამიანთა შორის კონკურენციის პირობების დახვეწას და უზრუნველყოფას.
ასე, რომ ჰაიეკი გვევლინება ნეოლიბერალისტური პოლიტიკური და ეკონომიკური კონცეფციის ფუძემდებლად.
ახლა ჩვენ დავუბრუნდებით 1944 წელს გამოცემულ მის ნაშრომს, რომლსაც ჰქვია „გზა ბატონყმობისაკენ“ , რომელიც არის ჩვენი ასე ვთქვათ ინტერესის სფერო.
„გზა ბატონყმობისაკენ“ დაიწერა 1944 წელს , მაგრამ როგორც სჩანს ავტორი ამ ნაწარმოებზე ბევრად ადრე მუშაობდა. 1930-იან წლებში სადღაც 30-იან წლებში იწყებს ამ ნაწარმოებზე ფიქრს და მუშაობას და ეს არც არის გასაკვირი.
ჰაიეკი როგორც სჩანს აკვირდება გერმანიის და ევროპის ქვეყნების და განსაკუთრებით გერმანიის განვითარებას და ფიქრობს, რომ გერმანიაში საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. გერმანიაში ფეხს იკიდებს მემარცხენე პოლიტიკური იდეები და ვისაც უახლესი ისტორია უსწავლია კარგად ახსოვს ალბათ, რომ გერმანიაში I მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტური იდეები და შემდგომ ასევე ნაცისტური იდეები იკიდებს ფეხს და ეს ორი პარტია კომუნისტური პარტია და ნაცისტური მოძრაობა ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდება.
ჰაიეკი ამბობს, რომ სწორედ ეს დაპირისპირდება იმის გამო ხდებოდა, რომ ორივე პოლიტიკური პარტია ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, და ორივე პოლიტიკური პარტია იბრძოდა ერთი და იმავე სოციალური ჯგუფის მიმხრობისათვის. იმ ადამიანების მიმხრობისათვის რომლებიც ძირითადად მოითხოვდნენ სახელმწიფოს ჩარევას მათ პირად ცხოვრებაში ანუ ეკონომიკური ცხოვრების უზრუნველყოფას და ეკონომიკური ცხოვრების პრობლემების მოგვარებას.
1944 წელს ყველასათვის უკვე ნათელია , რომ გერმანია II მსოფლიო ომში დამარცხდება, მაგრამ ჰაიეკი ფიქრობს, რომ ეს დამარცხება გერმანიისა ტოტალიტარული სისტემისა ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ კაცობრიობამ გაიმარჯვა ტოტალიტარულ სისტემაზე.
ჰაიეკი ფიქრობს და ამ ნაწარმოებში ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ არცერთი ქვეყანა მათ შორის ისეთი ქვეყნებიც კი როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, რომელთაც ლიბერალური პოლიტიკური ცხოვრების და დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, სინამდვილეში თავისუფალი არ არიან ტოტალიტარული რეჟიმების გამარჯვებისაგან. და ამიტომ ჰაიეკი სვამს შემდეგ კითხვებს: რა უდევს საფუძვლად ტოტალიტარული რეჟიმების მოსვლას? რატომ ხდება ის, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ადვილად იმარჯვებენ? რაშია საქმე რატომ არის ეს საფრთხე ისეთ საზოგადოებებშიც კი რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებები არიან? და ჰაიეკი როცა ამ კითხვებზე პასუხს სცემს ამ ნაწარმოებში ის მეთოდურად მსჯელობს ნაწარმოების ათივე თავში , მეთოდურად მსჯელობს იმაზე თუ რატომ შეიძლება გაიმარჯვონ ტოტალიტარულმა რეჟიმებმა და საიდან მოდის ეს საფრთხე.

ბოლოს დამატებული
echo php tittle