ძიება

ლექციები დეტალურად / ფრიდირიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკის შესახებ / ნაწილი II

<12367

ნაწილი II

საფრანგეთის რევულუციამ სრულებით ახალი და განსხვავებული ღირებულებები შემოიტანა კაცობრიობის ისტორიაში და პირველ რიგში ეს ღირებულებები გახლდათ: ინდივიდი, მისი თავისუფლება, გონება, სამართლიანობა და საფრანგეთის რევოლუციამ ერთმანეთს დაუპირისპირა გონება და ტრადიცია.

გონებას, ადამიანის გონების შესაძლებლობებს მიანიჭა დიდი მნიშვნელობა და საფრანგეთის რევულუციიდან მოდის ის მოსაზრება, რომ ადამიანებს გონებით, გონების ძალით შეუძლიათ ყველა პრობლემის გადაჭრა .

საქმე ის გახლავთ, რომ ამ დროს ყალიბდება ისეთი თეორიები, რომლებსაც ესკატოლოგიური თეორიები შეიძლება ვუწოდოთ ანუ თეორიები, რომლებიც ცდილობენ ისტორია განჭვრიტონ ბოლომდე, ისტორიაში აღმოაჩინონ გარკვეული კანონზომიერება და შემდგომ თქვან, რომ ისტორია მიემართება გარკვეული მიმართულებით, ის მიდის ერთი მიმართულებით ეს არის აუცილებლობა და ამ მიმართულებას უნდა გაჰყვეს ყველა , გინდა არ გინდა ისტორია მაინც ამ მიმართულებით განვითარდება. ასეთი შეხედულება ჰქონდა მაგალითად ჰეგელს ისტორიაზე , ასეთი შეხედულება ჰქონდა ისტორიაზე მარქსს, რომელიც ამბობდა, რომ ისტორია აუცილებლად კომუნიზმით დამთავრდება.

გონებისადმი ასეთი უპირატესობის მინიჭებაში ჰაიეკი ხედავს ძალიან დიდ საფრთხეს, გონებისადმი ასეთ ნდობაში.
ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერს და ეს პარადოქსი ახლა კარგად უნდა ავხსნათ.

რასაკვირველია ჰაიეკი სულაც არ უგულვებელყოფს ადამიანის გონების შესაძლებლობებს.
ჰაიეკი ხედავს, რომ საზოგადოება ვითარდება, თუნდაც ტექნოლოგიურად , რომ მეცნიერულ აღმოჩენებსააქვთ ადგილი, რომ ინდრუსტრიალიზაცია ხდება საზოგადოებაში, რომ საზოგადოება ბევრს ფიქრობს თავისუფლებაზე და ა.შ ცხადია ჰაიეკი გონების, გონებას არ უგულვებელყოფს მაგრამ უგულვებელყოფს და უარყოფს გონებისადმი და ებრძვის გონებისადმი დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, რა გვაქვს მხედველობაში?

როცა რომელიმე ინტელექტუალი ამბობს, რომ მან აღმოაჩინა კაცობრიობის განვითარების უნივერსალური პრინციპები და ამ უნივერსალურ პრინციპებს უნდა მისდიოს მთელმა კაცობრიობამ ან მოსახლეობის ყველა მოქალაქემ, ქვეყნის ყველა მოქალაქემ.
ასეთი პრეტენზია, გონების ასეთი პრეტენზია არის დამღუპველი თვითდაჯერებულობა , როგორც ჰაიეკი სხვაგან უწოდებს აი ამ მოვლენას.

ანუ ჰაიეკი ამბობს, რომ რასაკვირველია ინდივინდებს აქვთ გონება, ისინი მოქმედებენ რაციონალურად, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს , ზოგიერთ ინტელექტუალს აქედან გამომდინარე , გონებისადმი მაღალი ნდობიდან გამომდინარე უჩნდება პრეტენზია იმისა, რომ მან განჭვრიტა კაცობრიობის მომავალი და შემდგომ მთელმა კაცობრიობამ სწორედ მის მიერ აღმოჩენილი გეგმის მიხედვით უნდა იცხოვროს.

აი გონებისადმი ამდაგვარი მნიშვნელობის მინიჭება , გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება და იმის თქმა, რომ ვინმეს შეუძლია აღმოაჩინოს ისტორიის კანონები, ისევე, როგორც ჩვენ ბუნების კანონებს აღმოვაჩენთ არა ?! და მერე მისდიოს მას , სწორედ ამას ებრძვის ჰაიეკი და ფიქრობს, რომ სწორედ ამაში დევს ტოტალიტარიზმის საფუძველი.

რატომ? იმიტომ, რომ ჰაიეკი გვეუბნება შემდეგ რამეს, რომ ადამიანების პრაქტიკული ცხოვრება და ადამიანების მიერ შექმნილი ცოდნა, რომელიც იქმნდება დავუშვათ ერთმანეთთან თანამშრომლობით კონკურენციის პირობებში და ადამიანების ცხოვრების პრაქტიკა ბევრად ფართოა და მას , ვერცერთი თეორია ვერ მოიცავს.

ჰაიეკი ამბობს, რომ ადამიანის გონებას არასოდეს არ შეუძლია თუნდაც 50 წლით ,
თუნდაც 10-15-20 წლით განჭვრიტოს წინასწარ თუ რა მოხდება მომავალში.
ადამიანებს შეუძლია მხოლოდ რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირით განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ესეც კი ძალიან დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ადამიანს არა აქვს უნარი და ადამიანს არა აქვს იმის შესაძლებლობა , რომ მან იწინასწარმეტყველოს კაცობრიობის მომავალი და თქვას, რომ ასე განვითარდება მომავალი და შემდგომ ეს მართლაც ასე იყოს.
ანუ გვაქვს ძალიან ბევრი წინასწარმეტყველებანი, მაგრამ არასოდეს ეს წინასწარმეტყველებანი არ ახდება ისე, როგორც წინასწარმეტყველთა თეორიებშია წარმოდგენილი.

ანუ ჰაიეკი გვეუბნება შემდეგ რაღაცას : რასაკვირველია ადამიანებს აქვთ გონება, ინდივიდუალურად ადამიანები გონებას ფლობენ , ისინი მოქმედებენ რაციონალურად ხშირ შემთხვევაში , მაგრამ არავის შეუძლია კაცობრიობის ბედი ბოლომდე გაჭვრიტოს.
და ვისაც აქვს პრეტენზია, რომ განჭვრიტა ეს მომავალი, კაცობრიობის მომავალი და ვინც შეეცდება ამ თეორიის ე.ი შემდგომ რეალიზებას ის აუცილებლად მივა ტოტალიტარიზმამდე და ჰაიეკი თავის წიგნში „გზა მონობისაკენ“ აჩვენებს იმას, რომ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ პრეტენზია დაგეგმონ საზოგადოების, კონკრეტული საზოგადოების განვითარება, ეკონომიკური განვითარება, და შემგომ ამ გეგმის მიხედვით წარმართონ ყველა ადამიანის საქმიანობა.

ჰაიეკი სწორედ აქ ხედავს საფრთხეს. ჰაიეკი ამბობს , რომ თუ ჩვენ დავგეგმავთ, ადამიანების რომელიმე ჯგუფი დაგეგმავს, ადამიანების ცხოვრების განვითარებას გარკვეული მიმართულებით, ეკონომიკური კეთილდღეობისაკენ. მაგალითად ვიღაცას აქვს განზრახული რომ საზოგადოებაში აღმოფხვრას შიმშილობა. ის, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი შიმშილობს საკმარისად უზრუნველყოფილი არ არის და გეგმავს, რომ შექმნას ისეთი საზოგადოება სადაც ეს პრობლემები ადამიანებს არ ექნებათ.

რას მივიღებთ შედეგად? შედეგად მივიღებთ იმას, რომ ასეთ პოლიტიკურ ჯგუფს, ადამიანების ასეთ გაერთიანებას, რომელიც ასეთ მიზანს ისახავს აუცილებლად დასჭირდება ძალაუფლების კონცენტრაცია საკუთარ ხელში და ადამიანების ცხოვრებაზე კონტროლის დაწესება იმისათვის, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს . მაგალიტად ასეთ პოლიტიკურ პარტიას და მემარცხენეებს დასჭირდებათ მაგალითად გადასახადების დაწესება, ადამიანების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩარევა და შემდგომ ამ მოგროვებული თანხის თანაბარი გადანაწილება საზოგადოებისათვის.

ჰაიეკი ამბობს, რომ აი ამას, ამ ტიპის შეზღუდვას , ამ ტიპის მოქმედებას მოჰყვება არა მარტო კერძო ინიციატივების შეზღუდვა ადამიანთა საზოგადოებაში , არამედ ადამიანების პოლიტიკური, საერთოდ ზოგადად თავისუფლების შეზღუდვა.
სახელმწიფო დაიწყებს ადამიანების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩარევას და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩარევას, ეკონომიკური ცხოვრების რეგლამენტაციას აუცილებლად მოსდევს , შემდგომ ნაბიჯად მოსდევს ადამიანების მსოფლმხედველობის მათი შეხედულებების კონტროლი.

ამიტომ ჰაიეკის აზრით ადამიანების პრაქტიკულ-ეკონომიკურ საქმიანობაში ჩარევა ყოვლად დაუშვებელია რადგან ეს ჩარევა შემდგომში იწვევს ადამიანის სხვა თავისუფლებების შეზღუდვას.
ეს იწვევს კონკურენციის შეზღუდვას, კონკურენციის შეზღუდვა ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას , ხოლო თავისუფლების შეზღუდვას ჩვენ მივყავართ ტოტალიტარიზმამდე.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle