ძიება

ლექციები დეტალურად / ფრიდირიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკის შესახებ / ნაწილი III

<12373

ნაწილი III

მაშ იმისათვის, რომ რომელიმე ინტელექტუალის თავში გაჩენილი კონცეფცია ისტორიის განვითარებაზე განხორციელდეს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროექტი, რომ განხორციელდეს ამისთვის კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ინტელექტუალს, ვინც ასეთ მიზანს დაისახავს და პოლიტიკურ პარტიას, რომელის მიზანიც იქნება საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველყოფა, აუცილებლად დასჭირდება საკუთარ ხელში ძალაულების თავმოყრა და ადამიანის საქმიანობის წარმართვა კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად თუ თქვენ გინდათ ქვყანაზე სამოთხე ააშენოთ, ყველა ადმიანი დაასაქმოთ, ყველა ადამიანს მისცეთ საარსებო მინიმუმი მაინც, ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ შეზღუდოთ ზოგიერთი მოქალაქის თავისუფლება და ადამიანებს მისცეთ გარკვეული ნახაზი, მოქმედების გეგმა და ჰაიეკი აქ სწორედ საინტერესო სიტყვას იყენებს დამგეგმავებსა და გეგმას, რომელსაც სწორედ მემარცხენე პოლიტიკური პარტიები მიმარტავენ ხოლმე, დაგეგმოს ისტორიის განვითარება, ეკონომიკის განვითარება გარკვეული მიმართულებით და ამას ჰაიეკის აზრით საბოლოო ჯამში მივყვართ ტრაგედიამე. რატომ მივყავართ ამას საბოლოო ჯამში ტრაგედიამდე?პრაქტიკულად ეს ხდება იმის გამო. რომ არცერთ თეორიას, არცერთ კონცეფციას არ შეუძლია შექმნას ისეთი, ასე ვთქვათ, აღმოაჩინოს განვითარების კანონები, უნივერსალური კანონები. ისტორიაში ასეთი კანონების აღმოჩენა განსაკუთრეით ძნელია. ჰაიეკი იტყოდა, რომ რასაკვირველია ისტორიისაგან შეიძლება ჭკუის სწავლება, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია არ დავუშვათ ისე შეცდომები, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაუშვეს, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში და იმის გამო, რომ ჩვენ მომავლის გვეშინია ხშირშემთხვევაშ და არ ვიცით რა მოხდება, ამისთვის ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მოდი აღმოვაჩინოთ კანონზომიერებანი, რომელიც ისტორიას განსაზღვრავს და თავიდან ავიცილოთ ასე ვთქვათ, ნეგატიური, ცუდი მოვლენები. თავიდან საფრთხის ასაცილებლად მაგალითად იქმნება თეორია როგორიც იყო მაგალიტად მარქსიზმი, რომელიც ამბობდა, რომ ესეიგი როგორ უნდა იყოს საზოადოება მოწყობილი, როგორ უნდა განაწილდეს საზოგადოებრივი სიკეთეები, როგორი უნდა იყოს ფასები, ხელფასები და ა.შ. ამას შემდგომში ყველაფერს განსაზღვრავს მთავრობა და ადამინები იქნებია ბედნიერები. ჰაიეკი ამბობს, რომ ფულსა და თავისუფლებას შორის ადამიანმა ყოველთვის თვაისუფლება უნდა აირჩიოს. რასაკვირველია თუ ჩვენს ცხოვრებას სახელმწიფ უზრუნველყოფს ეკონომიუად, ჩვენ რასაკცირველია გარკვეული დროის მანძილზე კმაყოფილები ვიქნებით, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის ძალიან კარგი, სახელმწიფო უზრუნველყოფს ჩვენს საჭიროებებს, ბევრ პრობლემას გვიგვარებს, მაგრამ საბოლოო ამში მივალთ იქამდე, რომ სახელმწიფო ამის სანაცვლოდ, და მხედველობაში მაქვს არა სახელმწიფო ან ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ აუცილებლად მოგვთხოვს ამის სანაცვლოდ თავისუფების დათმობას. თუ ჩვენ უარს ვიტყვით ამგვარი დახმარების მიღებაზე შეიძება ეს პოლიტიკურმა სისტემამ აღიქვას, როგორც მისადმი დაპირისპირება. თუ ჩვენ უარს ვიტყვით დახმარებაზე, დავუშვათ სახელმწიფოს მხრიდან, შეიძლება სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ან პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც სახელმწიფოს მართავს თქვას, რომ ეს ადამიანი საეჭვოა, რადგან ის ჩვენგან დახმარებას არ იღებს და შესაბამისად ასეთი ტიპის ტოტალური უზრუნველყოფა, ფიქრობს ჰაიეკი, თავისთავში შეიცავს თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს, ამიტომ ჰაიეკი ჩვენ გვევლინება არა დაგეგმილი წესრიგის მომხრედ, არამედ სპონტანური წესრიგის მქადაგებლად.სპონტანური წესრიგი ეს არის წესრიგი, რომელსაც ადამიანები ქმნიან თავისუფალი კონკურენციის პირობებში. ეს არის წესრიგი, რომელიც რომელიმე ინტელექტუალის თავში კი არ არის დაბადებული, როგორ უნდა გამოვიყურებოდე მე, როგორ უნდა ვცხოვრობდე მე, რამდენი უნდა მქონდეს ხელფასი, რა უნდა ღირდეს ჩემს მიერ გამოშვებული პროდუქტი, ასე კი არ არის წარმოშობილი, არამედ ეს სპონტანური წესრიგი წარმოშოილია ადამიანების თავისუფალი კონკურენციით. მე ვაწარმოებ ერთ ნივთს, თქვენ აწარმოებთ სხვა რამეს, ჩვენ ამას ერთმანეთშ ვცვლით და ბაზარი განსაზღვრავს პრინციპში ამ ღირებულებას, ამ ფასების ღირებულებას, ამ საქონლის ღირებულებას და მე ჩემს მოქმედება თავისუფალი ვარ.მე ვიღცევ და ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს და რაც მე მიმაჩნია, რომ კარგად გამომდის. ამას არავინ განსაზღვრავს წინასწარ ანუ სპონტანური წესრიგი ეს არი არის ვინმეს ჩაფიქრბული წესრიგი. ეს არის წესრიგი, რომელიც მე ადამიანმა თვითონ დავადგინე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამით განსხვავდება სპონტანური წესრიგი სახელმწიფოს, ან სახელმწიფოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანთა ჯგუფის მიერ დნერგილი, დადგენილი წესრიგისაგან. შესაბამისად ასეთ სპონტანურ წესრიგში თვითნ განსაზღვრავ რა არის ჩემთვის ბედნიერება და რა არის ჩემთვის უბედურება. ეს სპონტანური წესრიგი არის დემკრატიის გასაღები. დემოკრატია სწორედდ სპონტანურ წესრიგს ეფუძნება. ასეთია ჰაიეკის მოსაზრება. იქ სადაც ვინმე, რომელიმე ინტელექტუალი, პოლიტიკური პარტია გადაწყვეტს ესეიგი გაგვხადოს ბედნიერი და უზრუნველყოს ჩვენი პირადი ცხოვრება,ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ აუცილებლად დაგვათმობინებენ ჩვენ პირად თავისუფლებას. ჰაიეკი ფიქრობს, რო სოციალისტები სწორედ ასე იქცევიან. სოციალისტები და ნაცისტები და მათ აქვთ ბევრი საერთო, რადგან ორივე პოლიტიკურ კონცეფციას მიზნად აქვს დასახული ჩვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები ცხოვრებაში და ჩვენ ამით გაგვხადოს ბედნიერები. აქ ჩვენ ჰაიეკი გვაფრთხილებს, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა საქმე ეხება ცვენს ირად თავისუფლებას. ჰაიეკის ეს ტერმინი, სპონტანური წესრიგის ტერმინი ძალიან ახლოს დგას კარლ პოპერის ისეთ ცნებასთან, მისი თანამდროვის ასევე იმ მეცნიერისა, რომელიც უპირისპირდებდა ნაციზმსა დაკომუნიზმსაც, ცნებასთან რომელიც არის ღია საზოგადოება. პოპერი ებრძოდა ისეთ კონცეფციებს, რომლებც ცდილობდნენ ისტორია განეჭვრიტათ მის დასასრულში, ანუ იქრობდნენ რომ შეიძლება ისტორია დავინახოთ ესეიგი როგორ დამტავრდება ისტორია საით წავა კაცობრიობა და ისიც ფიქრობდა, რომ ასეთი ტიპის კონცეფციები ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. როგრო შეიძება ეს წარმოვიდგინოთ. თუ მე ვიცი როგორ ვითარდება კაცობრიობა და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ვფიქრობ, რომ კაცობრიობას აქვს თავისი განვითარების გზა და მიემართება ისტორი გარკვეული მიმართულებით და თუ კი ასეთი კნცეფციის მატარებელი ჯგუფი ხელისუფლებაში მოვა, ხომ წარმოგიდგენიათ ასეთი ხელისუფლება როგორ მოექცევა იმ ადამიანს ან იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ამ კონცეფციას არ გაიზიარებს. ცხადია, რომ ასეთ ადამიანთა ჯგუფი გამოცხადდებიან მოღალატეებად, გამოცხადდებიან დამნაშავეებად და მათ აუცლებლად დასჯის პოლიტიკური სისტემა. უფრო გასაგები რომ იყოს თუ ხელისუფლებაში მოდის ადამიანთა ჯგუფი, რომელიცღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ მათ ამოხსნეს კაცობრიობის ისტორიის საიდუმლო, საით მიემართება ისტორია, თუ ასეთი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს ადამიანები აუცილებლად განახორციელებენ თავიანთ პროექტს ძალადობრივად, რადგან აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ კონცეფციას ა გაიზიარებს.სპონტანური წესრიგი აქედან გამომდინარე უპირისპირდება ტოტალიტარულ წესრიგს, დაგეგმილ წესრიგს. სპონტანური წესრიგი არ ცნობს ისტორიაში რაიმე კანონზომიერებას. ჰაიეკი ამბობს, რომ ჩვენ ვიცით, რომ ვართ თავისუფლები. ჩვენ ვაწარმოებთ ცოდნას და საქონელს, ცვენ ვაწარმოებთ ომსახურებას,ჩვენ ბაზარზე ვცვლით ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქტს, მაგრამ ცვენ არასოდეს არ ვიცით ვინ არის ცვენ შორის ყველაზე ბრძენი, მაგრამ ჩვენ ვიცით თუ რას უნდა ვენდოთ. ჩვეულებრივ ადამიანები ვენდობით ჩვენი თავისუფალი კონკურენტული, ერთმანეთთან კონკურენციითს შედეგად წარმოქნილ პროდუქტებს. მაგალიტად როცა ცვენ მაღაზიაში ვყიდულობთ რომელიმე პროდუქტს და მოგვწონდა რომელიმე პროდუქტი სწორედ იმის გამო, რომ ამ პროდუქტის მწარმოებელმა მრავალ სხვა მსგავს პროდუქტის მწარმოებელტა შორის გაიმარჯვა. აი როგორც მაგალიტად დღეს ჩვენ ადამიანები ვყიდულობთ, რომელიმე ბრენდულ ფეხსაცმელს ან ვყიდულობთ საათს. საიდან ვიცით, რომ ეს საათი კარგია? იქიდან ვიცით, რომ ამ საათის მწარმოებელმა სხვა საათის მწარმოებელთა კონკურენციაში გაიმარჯვა და ამ საათი ღირებულება, პრესტიჟი, მისი მნიშნელობა ვინმეს თავში კი არ დაბადებულა, სახელმწიფომ კი არ განსაზღვრა, რომელი საათი იყო მნიშვნელოვანი, არამედ კონკურენციამ ანსაზღვრა რა არის მნიშვნელვანი და ასევე არის ადამიანური ცხოვრების და საქმიანობის ყველა სფეროში. ჰაიეკი ჩვენ გვევლინება პიროვნების თავისუფლების ფილოსოფოსად. რას ამბობს ჰაიეკი? ჰაიეკი ამბობს, რომ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და პიროვნულ თავისუფლებას შორის ჩვენ უნდა ავირჩიოთ პიროვნული თავისუფლება წინააღმდეგ შემთვხევაში ჩვენ აუცილებლად მივალთ ტრაგედიამდე. როგორ? თუ ჩვენ ავირჩევთ ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომელსაც რომელიმე მთავრობა ტავისი დამგეგმავი პოლიტიკით მოგვიტანს, ჩვენ დავკარგავთ თავისუფლებას და როგორც კი თავისუფლებას დავკარგავთ ცვენ ამავე დროს ამორალურ ადამიანებად ვიქცევით და სბოლოო ჯამში მივალთ სხვა ადამიანების განადგურებამდე. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფლების შეზღუდვით ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა აუცილებად მიგვიყვანს ტოტალიტარიზმამდე და როგორც კი მივალთ ტოტალიტარიზმამდე იქ გაჩნდება ისეთი ცნებეი როგორიც არის ჩვენიანი და სხვისიანი, ცემი მომხრე დ ჩემი მტერი, ასე გაჩნდა მაგალიტად როგორც ჰაიეკი ამბობს მაგალითად, ისინი ვინც სოციალისტურ რევოლუციას ემხროოდნენ რუსეთში და კომუნისტურ პარტიას ემხრობოდნენ და კულაკები. ასე გაჩნდნენ მაგალითად გერმანელები ებრაულ საზოგადოებაში ისინი ვინც იმპოლიტიკურ საზოგადოებაში არ ეწერებოდნენ, რომელიც გერმანიაში მაშინ შეიქმნა, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში ადამიანთა ჯგუფი არ იზიარებდა კომუნისტურ იდეალებს. არჩევანი თავისუფლებასა და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ეკონომიკურ კეთილდღობას შორის ადმიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს ყოველთვის თავისუფლების სასარგებლოდ. ხოლ თუ ეს არჩევანი ადამიანმა გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ყოველთვის მოახერხებენ საკუთარი ტავისუფლების პოზიტიურად გამოყენებას. კონკურენცია შექმნის პირობას ადამიანთა თანაარსებობისათვის, ამიტომ დემოკატია, ჰაიეკის აზრით, შესაძლებელია იქ სადაც უზრუნველყოფილია პიროვნების თავისუფლება და სადაც სახელმწიფო ადამიანების ეკონომიკურ საქმიანობაში არ ერევა და თავის თავზე არ იღებს იმ ფუნქციას, რომელიც არ არის მისი შესასრულებელი. სახელმწიფოს საზრუნავი არ არის ეკონომიკური კეთილდღეობა ინდივიდებისა. ეს არის ინდივიდების საზრუნავი და თუ ინივიდებს ჩვენ დავუთმობთ საკუთარი პრობლემის თავად მოგვარებას და მატ ცხოვრებაში ჩვენ არ ჩავერევით ჩვენი დაგეგმვით ან ჩვენი ფილოსოფიით, ადამიანები აუციებლდ მოახერხებენ შექმნან თავისუფლების სამყარო და ამ ტავისუფლების სამყაროში ადამიანები თვითონ გაარკვევენ რას ნიშნავს მათთვის ბედნიერება და კეთილდღეობა.არჩევანის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს, მაგრამ თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ საყოველთაო კეთულდღეობის პრინციპებით და მოგვინდება, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა ადამიანი გავხადოთ ბედნიერი, ჩვენ არჩევანის თავისუფლებაზე უარის თქმა მოგვიწევს. მაშინ ჩვენ საზოგადოების ძალისხმევა რომელიმე ერთი მიმართულებით უნდა წავართოთ და თუ ცვენ ასეთ რამეს გავაკეთებს ცვენ აუცილებლად მივალთ ტოტალიტარიზმამდე. აიეკი ფიქრობს, რომ თუ ცვენ არჩევანის თავისუფლეში ადამიანებს შევზღუდავთ და შევეცდებიტ ადამიანების ძალისხმევა ერთი მიმართულებით წავმართოთ მაშინ მივიღებთ შედეგად იმას, რომ ზოიერთი ადამიანი, რომელიც ამ სახელმწიფოს ნებას ან ადამინთაა ჯგუფის ნებას, რომელსაც კაცობრიობა ან ადმიანთა ჯგუფი ერთი მიმართულებით მიჰყავთ, არ დაემორჩილება ჩვენ მოგვიწევს ჩვენი საზოგადოებიდან გავრიცხოთ ან დავსაჯოთ ან როგორც ეს ხდებოდა ტოტალიტარულ სისტემებში, გავანადგუროდ. პრაქტიკულად იქ სადაც სახელმწიფო გვევლინება ერტადერთ დამსაქმებელ ინსტიტუტად, იქ სადაც სახელმწიფო განსაზღცრავს თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეკონომიკა, ძალიან დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომადამიანები რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკას არ ეთანხმებიან, შიმშილით დაიხოცონ. იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებს ეკონომიკურ პოლიტიკას ან მთავრობის პოლიტიკურ კონცეფციას, ასეთ ადამიანებს სახელმწიფო შესაძლებლობას არ მისცემს იმუშაონ რმეიმე ორგანიზაციაში, ანუ არჩევანის თავისუფლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ყველამ მოძებნოს ტავის გზა ცხოვრებაში და გადარჩეს ინდივიდუალურად ისე მას როგორც მიაჩნია სწორად.დაგეგმვამ თითქოს ეკონომიკური საზრუნავისგან უნდა გაგვათავისუფლოს, მაგრამ ეს თუ მოხდება აუცილებლად მოხდება ჩვენი ტავისუფლების ხარჯზე. ჰაიეკის კონცეფცია, რომელიც დღეს მაინცდამაინც პოპულარული არ არის მაინც გვაწავლის ერთ მნიშვნელოვან რამეს, მიუხედავად იმისა გავიზიარებთ თუ არა მის მოსაზრებებს. ცხადია, რომ ჰაიეკს ჰყავს ძალიან ევრი მოწინააღმდეგეები, ეპოქაში რომელშიც ის მოღვწეობდა როგორც მეცნიერი, მას ჰყავდა მეტოქე კეინსის სახით, კეისი გახლდათ ეკონომისტი და ჰაიეკის კონცეფციას არ იზიარებდა. მას სწორედ სახელმწიფოს როლის გაზრდა მიაჩნდა მნიშვნელოვნად ადამიანტა ცხოვრების მოწესრიგებაში. ის ფიქრობდა რომ სახელმწიფ უნდა ჩაერიოს და ერეოდეს კიდევაც ეკონომიკურ პოლიტიკაში. უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა დასაქმებას და ა.შ, ანუ ჰაიეკს ჰყავდა მოწინააღმდეგე, კონკურენტი ასე ვტქვათ. ფლოსოფოსი და ეკონომისტი, რომელიც მას ებრზოდა და ეკაათებოდა. მიუხედაად ამისა ჰაიეკის მოსაზრებიდან ერთი დასკვის გაკეთება მანც შემიძლია კერძოდ იმისა, როცა ჩვენ მთავრობა გვთავაზობს სამოთხის აშენებას კონკრეტულ ქვეყანაში, ან როცა გვეუბნება რომ შეუძია განჭვრიტოს ბოლომდე თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვიტარდეს ათწლეულების მანძილზე და გვთავაზობს ცვენი ცხოვრების რეგლამენტაციას,გვეუბნება მომანდეთ ტქვენი ცხოვრება და მე მიგიყვანთ ბედნიერებამე,ასეთ შემტხვევაში აუცილებლდ უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავფიქრდეთ, ხომ არ გვართმევენ ჩვებ პიროვნულ თავისუფლებას. ჰაიეკი არის პროვნების თავისუფლების ფილოსოფოსი.. ის გვეუბნება რომ მოქალაქეებო იყავით ფრთხილად ოცა მიწიერ სამოთხეს გპირდებიან. აიღეტ მეტი პასუხისმგებლობა და ნუ მისცემთ სახელმწიფს უფლებას თქვნს მაგივრად იაზროვნოს, ტქვენს საქმეში ჩაერიოს, იმოქმდეთ იაზროვნტ თვითო, ხოლო სახელმწიფო რაც უნდ აგააკეთოს არის ის, რომ უზრუნველყოს კონკურენციის პირობები და მან არ უნდა განსაზღვროს ჩვენი არჩევანი.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle