ძიება

ლექციები დეტალურად / ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ / ნაწილი I

<6898

ნაწილი I

“უნდა არსებობდეს ისეთი სამეფო სიბრძნისა, საიდანაც ლოგიკოსი განდევნილია”. ნიცშეს ეს ფრაზა, რომელიც მან 27 ასაკში თავის პირველ წიგნში „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან “ გამოთქვა, შეიძლება მისი ფილოპსოფიის, მისი ნააზრევის გასაღებადაც გამოდგეს. ნიცშეს გაგება, მისი გააზრება არ არის მარტივი საქმე, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი გაგებისათვის ჩვენ სხვა ტიპის დამოკიდებულების გამომუშავება მოგვიწევს, რამდენადაც ის არ მიეკუთვნება კლასიკური გაგებით ფილოსოფოსებს, მისი ტექსტები არ არის თანმიმდევრული, არ არის სისტემატური და ის თავის ნაწერებში არღვევს ყველა არსებულ, მანამდე არსებულ თხრობის თუ წერის ტრადიციას. ის უკვე ქმნის სირთულეს, რომელიც უკავშირდება მისი ფილოსოფიის გაგებას და სწორად ინტერპრეტაციას. ამასთანავე, სწორედ ამ მიზეზებიოს გამო ის ხშირად გამხდარა სხვადასხვაგვარი გაყალბების, არასწორი ინტერპრეტაციის თუ არასწორი გაგების საფუძველი. ის თავისთავად ასეთი სტილი, ფორმა გარდა მისი ნააზრევისა ცალკეული აზრებისა, რომელიც საკმაოდ ექსტრემალური შინაარსისაა და რადიკალური მოაზროვნის შარავანდენით მოსავს ნიცშეს, უკავშირდება პრინციპულ გამოწვევს მთელი ფილოსოფიური ტრადიციის მიმართ. მან, ფაქტობრივად, გამოიგონა არამ,ხოლოდ სტილი თხრობის და ფოლოსოფოსობის, არამედ მან შექმნა ახლებული ენა, რომელიც ხშირად გერმანული ენის თუნდაც მე-19 საუკუნის გერმანული ენის ნორმატივებსაც კი სცილდება და ხშირად ენობრივადაც კი ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანი ხდება მისი ტექსტების წაკითხვა და გაგება. იმისათვის, რომ გავიგოთ ნიცშეს ნააზრევი ალბათ ნაწილობრივ უნდა მივყვეთ მის ბიოგრაფიასაც და ცალკეული ასპექტები მისი ნააზრევისა სწორედ იმ ეპოქის ჭრილიდანაც გავიაზროთ, რომელშიც ნიცშეს უხდებოდა ცხოვრება და აგრეთვე გასათვალისწინებელია მისი ბიოგრაფიული მომენტები მისი პიროვნებაც, ის მდგომარეობები, რომელსიც ნიცშე ფიქრობდა, წერდა და აზროვნებდა. ნიცშე დაიბადა 1844 წელს საქსონიის პატარა სოფელ როკენში. მამამისი იყო პროტესტანტი პასტონი, მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანა მისი წინაპრები იყვნენ სასულიერო პირები. ამან უკვე, ამ რელიგიურ გარემოში აღზრდამ მასზე საკმაოდ მძიმე შთაბებეჭდილებაც კი მოახდინა, რაც აისახა შემდგომში მის ნააზრევში. რელიგიის კრიტიკა და რმერთის თემა ერთერთი უმწვავესი ხდება მის ნააზრევში და ეს ნიცშეს სახელი ავტომატურადაც კი ღმერთის თემასთან და ღმერთის სიკვდილის თემასთან იგივდება, რაზეც მოგვიანებით გვექნება საუბარი, ბიოგრაფიიდან რამოდენიმე ასპექტი როპმ გავიხსენოთ, მამამისი ადრე გარდაიცვალა, ოჯახი გადასახლდა ქალაქ ნაურბურგში, სადაც ნიცშე სწავლობდა, შემდგომში სკოლა იქ დაამთავრა, შემდგომ ის მიდის ბონში, სადაც ის იწყებს თეოლოგიის და კლასიკური ფილოლოგოოს სწავლას, მაგრამ ის მალე ანებებს თავს თეოლოგიას , რითიც მან გაანაწყენა საკუთარი ოჯახი, პირველ რიგში დედამისი, რომელსაც სურდა, რომ ნიცშე სასულიერო პირი გამხდარიყო და მთელ თავის ინტერესებს ის უთმობს კლასიკურ ფილოლოგიას. ამავედროს ის უკვე ინტერესდება ფილოსოფიითაც. მოგვიანებით ისიცვლის უნივერსიტეტს და გადადის ლაიფციკში, რომელიმ ამ დროს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი იყო მთელ იმდროინდელ ევროპაში და მსოფლიოში. და აქ ცნობილი გერმანელი კლასიკური ფილოლოგი ფრიდრიხ რიჩლის ხელმძღვანელობით აგრძელებს კლასიკური ფილოლოგიის სწავლას. ნიცშე ბავშვობაშის გამოირჩეოდა თვისი „ვუნდერკინგობით“, მას ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარი ადვილად აეთვისებინა უცხოენები და იყო გამორჩეული თავის მუსიკალურობით, ის ბავშვობიდანვე წერდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, იყო ვირტუოზი პიანისტი და შემსრულებელი. ეს თვისებები აისახა კიდევაც მის ნააზრევშუი. ნიცშეს ფილოსოფია, მისი ნაწერები გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალურობით. სკორედ ლაიფციკში სწავლის დროს მან შემთხვევით შეიძინა შოპენჰაუერის წიგნი: „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“, რა მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი ცნობიერების, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, შემდგომში ის კიდევ უფრო მეტად ინტერესდება იმ დროს ჯერ კიდევ არამთლიანად აღიარებული გერმანელი კომპოზიტორის რიჰერდ ვაგნერის შემოქმედებით, აქ ვგულისხმობ იმას, რომ არამხოლოდ მუსიკით, არამედ ვაგნერის თეორიული თხზულებებითაც და მისი ესთეტიური ნაშრომებითაც და სწორედ ეს ორი ავტორი არის გადამწყვეტი ზეგავლენის მქოდე ადრეული ნიცშეს მსოფლმხედველობაზე. ვაგნერი და შოპენჰაუერი. ნიცშეს არ ჰქონდა ჯერ ლაიფციკში თავისი სწავლა დამთავრებული ,მას არათუ სამეცნიერო აკადემიური ხარისხი, დოქტორის ხარისხი ჰქონდა მოპოვებული , არამედ თავად სასწავლო პროცესი არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც მას მისი რამდენიმე პუბლიკაციის საფუძველზე კლასიკურ ფილოლოგიაში შესთავაზეს პროფესორობა ბაზელის უნივერსიტეტში და ის 23 წლის ასაკში ხდება ბაზელის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი. რა თქმა უნდა , თავბრუდამხვევი წარმატება ასეთ ადრეულ ასაკსი, ასეტი ისტორიაც კი არსებობს, რომ როდესაც ნიცშე უკვე დამტკიცებული იყო ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორად, მას უნდა დაემთავრებინა სწავლა ლაიფციკში და ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორებს ეუხერხხულათ გამოცდა ჩაეტარებინათ უკვე მათი კოლეგისათვის და მას მიანიჭეს გამოცდის გარეშე დოქტორის აკადემიური ხარისხი. სწორედ ბაზელში ჩასვლის პეროპდიდან იწყება ნიცშეს ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში, ის იწყებს მუშაობას თავის პირველ დიდ მონოგრაფიაზე :“ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან“ , რომელიც 1872 წელს გამოქვეყნდა და ის ეძღვნება რიხარდ ვაგნერს, რომელიც მან 1868 წელს პირადად გაიცნო და ეს გაცნობა ნიცშესთვის აღმოჩნდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ის იყო ვაგნერის უსაზღვრო თაყვანისმცემელი, რაც აისახა კიდევაც მის პირველ წიგნში. ნიცშე ლაპარაკობ იმაზე, რომ მომავლის ხელოვნება, ეს არის რიხერდ ვაგნერი და მისი მუსიკა და ამავე დროს, რითაც ეს პირველი წიგნი გამოირჩევა , აქ საუბარი აქვს ორ საწყისზე, არამხოლოდ ბერძნულ კულტურაში არამედ ზოგადად ხელოვნებაში ეს არის დიონისტური საწყისიო აპოლონური საწყისი. დიონუსური და აპოლონური ეს ნიცშეს შემოტანილი ფიგურებია, შეიძლება ითქვას, რიტორიკური ფიგურები შიძლება ვუწოდოთ მათ და პრონციპში ნაკლები შეხება აქვს კლასიკური ფილოლოგიის რეალობასთან, რამაც დიი გაუგებრობა და უკურეაქციაც კი გამოიწვია კლასიკური ფილოლოგიის წარმომადგენლებისაგან. მოკლედ რომ მოვყვეთ რას ეხება ეს წიგნი და რა არის დიონუსური და აპოლონური, აპოლონური საწყისი გამომდინარე თვითონ ბერძენი ღმერთ აპოლონის სახელისგან, უკავშირდება ზმანებას, სიზმარეულ მდგომარეობას , ეს არის ჰარმონია, ჰარმონიასა და ზომიარებაზე აგებული ხელოვნება. ამის საწინაარმდეგოდ ნიცშე ანვითარებს დიონისური საწყისის იდეას და დიონუსური საწყისი გამომდინარე თითონ დიონისეს ხასიატისგან, არის თრობაზე თავდავიწყებაზე, უზომობაზე დამყარებული ხელოვნების საწყისი. ნიცშეს ხედავ ტრაგედიას და მუსიკალური ხელოვნების დაბადებას სწორედ დიონუსურ საწყისში, ანუ უზომოობაში , თრობასა და ფაქტობრივად მთლიანად ყოველგვარი გონიერების დაბინდებასა და დაბუნდოვნებაში. შემდგომში ის აღწერს და განსაკუთრებულ ნიმუშად მიაჩნია პირველი ბერძელი ტრაგიკოსის ესქილეს თხზულებები, შემდგომში უკვე სოფოკლე, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა დახვეწილობით, არის უკვე გადადგმული ნაბიჯი აპოლონური ხელოვნებისაკენ და ნიცშეს აზრით ევრიპიდე მესამე დიდი ტრაგიკოსი უკვე მთლიანად ამოწურავს ტრაგიკულ ხელოვნებას და აცილებს მას დიონისური საწყისებისაგან და აქვე ჩნდება ნიცშეს ამ წიგნში თეორიული ადამიანის, სოკრატეს სახე და ნიცშესთვის სოკრატე გამოყვანილია ნეგატიური შინაარსის ფიგურად, რომელიც საბოლოოდ კლავს დიონისურ საწყის და ტრაგიკულ საწყისებს კულტურაში. ამასთანავე, ნიცშესთვის არსებობს , წიგნი კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ეტაპობრივი და საფუძველმდებელი წიგნი არის ნიჩეს ფილოსოფიაში. შეიძლება ითქვას , რომ ეს არის ერთადერთი მონოგრაფია, ერთადერთი დაწერილი წიგნი თავისი სტრუქტურიდა და დრამატურგიით, რამდენადაც შემდგომში ნიცშეს ყველა დანარჩენი წიგნი შედგება ფრაგმენტებისა და აფორიზმებისაგან, თუ არ ჩავთვლით „ესე იტყოდა ზარათუსტრას“, რომელსაც ასევე წიგნის ფორმატი აქვს, ყველა დანარჩენი ეს არის აფორიზმებისა და ფრაგმენტების კრებული. ტრაგედიის დაბადებაში ნიცშე ლაპარაკობს ოიდიპოსზე.და ამასთანავე, მეფე ოიდიპოსი ამ ნაშრომში ნიცშეს მიაჩნია ფილოსოფოსის პირველსახედ. ანუ ის რაც ვიცით ოიდიპოსის შესახებ მამის მკვლელი და დედასთან ინცესტუალური კავშირის დამამყარებელი, ნიცშე ასეთ კომენტარს უკეთებს , რომ ფილოსოფია არის ის, რაც ოიდიპოსის ფიგურას უკავშირდება, ეს არის ბუნებისთვის მისსავე საწინააღმდეგო ქმედებით მისივე საიდუმლოების დატყუება. ანუ თუკი ადამიანს შეუძლია წავიდეს ბუნების კანონების წინააღმდეგ, ამითი ის ბუნებას აიღულებს გასცეს საკუთარი საიდუმლოებები და ნიცშესთვის სწორედ ეს არის ფილოსოფიის დასაბამი, შესაბამისად, ოიდიპოსი ნიცშესთვის ეს არის პირველი ფილოსოფოსი. და მისით ამ ფიგურით შეგვიოძლია გავიგოთ თუ რასთან გვაქვს კავშირი, როდესაც ვლაპარაკობთ ფილოსოფიაზე. რათქმა უნდა ამგვარი ინტერპრეტაცია იყო სრულიად მოულოდნელი, ამან ფაქტობრივად შოკში ჩააგდო იმდროინდელი მკითხველი, განსაკუთრებით გარიზიანდნენ კლასიკური ფილოლოგები, რომლებსაც მიაჩნდათ , რომ ეს საერთოდ არის ფსევდომეცნიერება და ამას ფილოლოგიასთან და მეცნიერებასთან კავშირი არ აქვს და საკმაოდ უარყოფითად შეხვდა ამ წიგნს მკითხველი. ვგულისხმობ კონკრეტული სფეროების წარმომადგენლებს. ნიცშემ ვერ მოახერხე თავისი პირველი თხზულებით საკუთარი აზროვნება შემოეტანა იმდროინდელ ინტელექტუალურ დიკსუსიებში. ერთადერთი დადებილი გამოხმაურება მოჰყვა მისთვის ყველაზე მიშვნელოვანი პიროვნებისგან, ვაგნერისგან, რომელიც იყო აღფრთოვანებული , მისი მეურლეც კოზიმა ვაგნერი, რომელიც იყო კომპოზიტორ ფერენც ლიტსის ქალიშვილი და ვაგნერამდე, ვაგნერის ალო მეგობრის და მისი დირიჟორის მეუღლე ის სწორედვაგნერისადმი სიყვარულის გამო დასორდა თავის მეუღლეს და გაჰყვა თავისზე 30 წლით უფროს რიხერდ ვაგნერსდა ნიცშესა და ვაგნერს და მის მეუღლე კოზიმას შორის იქმნება ერთგვარი სამკუდხედი, რომელიც უფრო მოგვიანებით კიდევ ვლინდება ნიცშეს თხზულებებში, რომელიც კოზიმა ვაგნერს აიგივებს არეადნესთან, რიხერდ ვარგნერს- თეზევსთან, რომელიც ქორწინდება არეადნეზე და შემდეგ მიატოვებს მას და საკუთარ თავს აიგივებს დიოგინესთან, რომელიც მოიტაცებს არიადნეს და დაეუფლება მას. ესეც ნიცშეს შედრებით გვიანდელი ხანის წარმოდგენაა თუ წარმოდგენაა, ნიცშეს ცხოვრებასი კიდევ არსებობს ერთი ქალი, ეს არის ახალგაზრდა რუსი, ინტელექტუალი ლუ ანდრეას სალომე. ეს იყო ნიცშეს პირველი და ყველაზე დიდი სიყვარული მის ცხოვრებაში, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა ნიცშესთვის, მან ეს ძალიან მძიმედ განიცადა, შეუმდგარი ურთიერთობა ტუ სიყვარული და მას უკვე მეტი არანაირი პირადული თუ სასიყვარული ურთიერთობები აღარ ჰქონია, ამ ორი ქალის გარდა მის ცხოვრებაში არავინ არ ფიგურირებს. ნიცშე 34 წლის ასაკში ჯანმრთელების გაუარესების საფუძველზე იძულებულია თავი დაანებოდ პროფესორის კათედრას, და გადის პენსიაზე. ნიცშე ძალიან მძიმედ ავადმყოფი იყო,. დღემდე დაუდგენელია მისი ავადმყოფობის მიზეზები, არის ერთერთი ვარაუდი, რომ მას ჰქონდა ვენერული დაავადება სიფილისი, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის და ეს არის მხოლოდ ვარაუდობის დონეზე. მას ჰქონდა მემკვიდერეობით მიღებული ავადმყოფობა მამამისისგანაც, მამამისს აწუხებდა თავის ქალის დაავადება, რის გამოც ის გარდაიცვალა, შემდგომში ნიცშეს ჰქონდა ქრონიკული შაკიკი, ისეთი მძიმე ტკივილებით, რომელსაც ის გონების დაკარგვამდე მიჰავდა, ისიც ცნობილი ფაქტია, რომ გამაყუჩებლად ხშირად იყენებდა „ჰა ში ში“ და კიდევ პრეპარატებსაც, რომელიც მას ისე ადუნებდა, რომ უკვე აღარ შეეძლო მუშაობა. ამავე დროს მას ჰქონდა კუჭის და მომნელებელი ორგანოების დაავადება, ძალიან მძიმე ტკივილების ფონზე და ცუდი მხედველობა, რომელიც ბოლოს სრული სიბრმავით დამთავრდა. ცუდ მხედველობას უკავშირდებოდა ასევე თვალის ტკივილები. მოკლედ რომ შევაჯამოთ , ძალიან მძიმედ ფიზიკურად ავადმყოფი იყო, რის გამოც ის აგრეთვე იძულებული იყო ხშირად ემოგზაურა, იმიტომ რომ მას უჭირდა ერთსა და იმავე კლიმატის პირობებში ყოფნა, ამიტომაც ის ხშირად მოგზაურობდა საფრანგეთსა და იტალიაში, ნაწილს დროისას ის ატარებდა შვეიცარიაში, უფრო ნაკლებ დროს თავის სამშობლო გერმანიაში, რომლის მიმართაც მას არაერთგვარი დამოკიდებულება ჰქონდა.

ბოლოს დამატებული
echo php tittle