ძიება

ლექციები დეტალურად / ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ / ნაწილი II

<19283

ნაწილი II

ახალგაზრდობაში ნიცშე მიეკუთვნებოდა, შეიძლება ითქვას, ერთგვარ გერმანელ პატრიოტთა რიცხვს, მაგრამ ეს მალე შეიცვალა, ეს იცვლება მაშინ, როდესაც პრუსიასა, რომელოიც იბრძვის გერმანიის გაერთიანებისათვის და საფრანგეთს შორის 1870 წელს დაიწყო ომი, რომელიც პრუსიის გამარჯვებით და შემდგომში გერმანიის იმპერიის შექმნით დასრულდა. ამ დროს ნიცშე მოხალისედ მონაწილეობდა ამ ომში, როგორც სანიტერი, არსებობს ფოტოები, რომელიც სამხედრო ფორმაშია ჩაცმული და ერთ-ერთ ფოტოში მას ხმალიც კი უჭირავს. ეს ფოტო არის გადაღებული მისი სამხედრო საქმის დროს, სტუდენტობის პერიოდში, როდესა ის არტილერისტად ირიცხებოდა. ეს განწყობა, იგივე ფოტოზე სამხედრო მონდირით ყოფნა , ან ხმლით ხელში, ეს მოდის მისი ადრეული პერიოდიდან, როდესაც გერმანია,როგორც სახელმწიფო არ არსებობს, ის დაყოფილია მრავალ პატარა სამეფო-სამთავროებად და 1871 წელს ეს პროცესი სრულდება პრუსიის მიერ ყველა გერმანული სამთავროს გაერთიანებით და გერმანიის იმპერიის შექმნით. ამის შემდეგ ნიცშეს დამოკიდებულება გერმანიის მიმართ რადიკალურად იცვლება, ის ხდება ოიკოფობი, მას სძულს გერმანია, გერმანიის ის სახელმწიფო, რომელსაც სათავეში უდგას ლაიხსკანცლერი ბისმარკი,სხვათაშორის ეს გამოიხატა კიდევაც მის ერთ მიძღვნაში, თავისი გამოქვეყნებული უკანასკნელი თხზულება „ეკე ჰომო“ ეს არის მისი ერთგვარი ავტობიოგრაფია არატიპური, თუმცა ამ წიგნს, ნიცშემ წინ წაუმძღვარა ასეთი ტიპის მიძღვნა ბისმარკს: ჩემი მისდამი სიზულვილის აღსანიშნავად. ეს ცენზურამ არ დაუშვა და მიძღვნის გარეშე გამოქვეყნდა. ამავე დროს უკვე მოგვიანებით, მას შემოაქვს ასეთი ტერმინი“ბლონდერ ბესთიენ“ რაც ნიშნავს ქერათმიან მხეცებს, ქერათმიანი მხეცები არიან გერმანელები, ევროპელები , ის მაღალი რასა, როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, ნიცშეს აზრით ამ მაღალ რასაში, რომელსაც დიდი პრეტენზიები აქვს იყოს ბრძანებელი სხვა არაფერი შეუინისნება, გარდა ქერა თმიანი მხეცებისა. ნიცშეს კრიტიკა ყოველივე გერმანულისადმი და გერმანული სახელმწიფოსადმი განსაკუთრებით მძაფრდება მას შემდეგ, რაც ნიცშეს გაუუარესდა ურთიერთობა რიხერდ ვარგნერთან, ეს არის უშუალოდ დაკავშირებული ბაიროითის ფესტივალის დაარსებასთან. ეს არის რიხარდ ვარგნერის დაარსებული, ქალაქ ბაიროთში, მისივე გეგმით და მისივე ნახაზებით აგებულ ოპერაში, სადაც მხოლოდ ვაგნერის ნაწარმოებები სრულდება და წელიწადში ერთხელ და ამ ფესტივალისთვის იქნა აგებული ოპერა. როდესაც ნიცშემ დაინახა, რომ ვაგნერი გარდაიქცა გერმანელ ნაციონალისტად, რომელმაც ირგვლივ შემოიკრიბა სრულიად ვურგალური მდიდარი, ფულიანი ხალხი, რომელსაც არაფერი ხელოვნების და მუსიკის არ გაეგებოდათ და ვაგნერში სწორედ ამ გერმანულ ნაციონალიზმს და შოვინიზმს ხედავდნენ, და ამითი იყვნენ აღფრთოვანებულები და სწორედ ამ პოლიტიკურ ფონზე, როდესაც გერმანია უკვე იმპერიაა და აცხადებს პრეტენზიებს მსოფლიო ბატონობაზე, ეს ნიცშესთვის ამაზრზენი იყო , ის ბრალს დებს ვაგნერს ანტისემიტიზმში , ხელოვნების ღალატში და ამ ვურგალური მდიდარი ადამიანების მსახურად ქცევაში . ამის შემდეგ ნიცშეს ურთიერთობა ვაგნერთან რადიკალურად იცვლება, ბოლოს სულ გაწყვეტამდე მიდის და უკანასკნელ თავის ცნობიერ წელს 1888ნ წელს ნიცშე ორ თხზულებას წერს ვაგნერის საწინაარმდეგოდ. ამ ფოზე ხდება სწორედ ნიცშეში ანტიგერმანული აფექტის გაძლიერებაც და ამ მოვლენასთან ვაგნერთან არის დაკავშირებული. გარდა პოლიტიკური ცვლილებებისა, რომელიც ამ დროს გერმანიაში და ევროპაში ხორციელდება. ნიცშე მას შემდეგ, რაც ის პენსიონერი გახდა, საკმაოდ ახალგაძრდა34 წლის ასაკსი, მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება, მაგრამ ეს არ აისახება მის შემოქმედებაზე, რამდენადაც როდენ მძიმე პერიოდები არ უნდა ჰქონოდა მას ჯანმრთელობის მხრივ, ის ფაქტობრივად ყოველ მომენტში, როდესაც მას ატანადი ტკივილები აქვს და შეუძლია წერა და აზროვნება, ის აგრძელებს მუშაობას. უბრალოდ რომ თვალი გადავავლოთ მის მთავარ და ცნობილ თხზულებებს 1873-76 წლებში იქმნება მისი საკმაო მოზრდილი 4 ნაწილიანი თხზულება „არათანადროული განაზრებანი“ . 1878 წელს ასევე ორ ნაწილიანი ორტომეული თხზულება , ეს შედგებააფორიზმებისაგან და აქ უკვე ოფიციალურად გაფორმდა ნიცშეს წერის და ფილოსოფოსობის სტილი, შემდგომში გამოსარჩევია „ცისკრის ვარსკვლავი“ და „მხიარული მეცნიერება“, ესეც არის 1880 წელს დაწერილი და გამოქვეყნებული. 1882-85 წლებში იწერება და ქვეყნდება „ესე იტყოდა ზარათუსტრა“. ,რომელიც საკმაოდ გახმაურებული თხზულებაა ნიცშესი, მისი წერა ნიცშემ დაიწყო ამ თავისი უშედეგო სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ. პირველი ნაწილი მან დროის საკმაოდ მოკლე ვადებში დაწერა, მოგვიანებით ის უკვე აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი სირთულის წინაშე, უკავშირდება არა ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიურ მდგომარეობას, რაც გამოწვეული იყო იმითაც, რომ ნიცშე პენსიონერი იყო, მაგრამ მისი შემოქმედებითი წარუმატებლობა, ვგულისხმობ თხზულებების არანაირი რეაქციას, არ იწერებოდა რეცენზიები და ფაქტობრივად მთლიანად იგნორირებული იყო ფილოსოფიური თუ ინტელექტუალური წერეების მიერ და ეს აისახებოდა მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ზარათუსთრას მეოთხე ნაწილი იძულებული იყო, რომ საკუთარი პენსიის დანაზოგით დაეფინანსებიდა და 40 ეგზემპლიარი დაბეჭდა. მისმა გამომცემელმაც კი უარი თქვა თხზულებების გამოქვეყნებაზე. მიუხედავად ამისა ერთი წლის შემდეგ 1886 წელს ის გამოსცემს “სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ თავის ასევე ცნობილ თხზულებას, ხოლო 1887 წელს „მორალის გენიალოგიისათვის.“ ეს თხზულება უკვე აღმოჩნდა ნიცშეს აღიარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. თუმცა ესეც გარკვეულ შემთხვევითობებს უკავშიერდება, კერძოდ, დანიელი ავტორის გეორგ ბრანდესის სახელს, რომელიც ძალიან პოპულარული ინტელექტუალი იყო და ამასთანავე ცნობილი იმით, რომ ეს პოროვნება ქმნიდა მოდას, ინტელექტუალურ მოდას ევროპაში, მან წაიკითხა ნიცშეს თხზულებები 1887 წლის ბოლოს მან კოპენჰაგერში გააკეთა თავისი პირველი მოხსენება ნიცშეს შესახებ, სადაც მან განაცხადა, რომ ნიცშე არის იმავე რანგის ბუმბერაზი ფილოსოფოსი, როგორიც პლატონი, არისტოტელე, ჰეგელი . ეს იყო უზარმაზარი აღიარება ნიცშესი და აქედან მოყოლებული მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, იცვლება ასევე ნიცშესადმი დამოკიდებულებაც, ის ხდება ძალიან პოპულალური და მოდური ავტორი, გამომცემლები ცდილობენ, რომ უზარმაზარი ტირაჟებით გამოსცენ მისი თხზულებები, ითარგმნება უკვე ფრანგულ ენაზე, შემდგომში სხვა ყველა ევროპულ ენაზე , რუსულ ენაზე და ის უკვე იმდენად პოპულარული ხდება მოკლე მონაკვეთში , რომ გარკვეულ სირთულეებსაც კი უქმნის თავად ნიცშეს მისი საკუთარი პოპულარობა. ის რომ არ არის გადაჭარბებული აზრი, შეგვიძლია დავინახოთ მის უკანასკნელ გამოქვეყნებულ თხზულებაში“ეკე ჰომოგ“ , როგორც უკვე ვთქვით, ეს არის მისი ერთგვარი ავტობიოგრაფია. მიმოიხილავს საკუთარ თხზულებებს და საუბრობს საკუთარ თავზეც. უცნაური ფორმით, ამბობს რომ მე არ ვარ ადამიანი, მე ვარ ნაღმი, რომელიც ფეთქდება, თქვენ ვერ შექმნით ჩემგან ახალ კერპს, თქვენ ვერ შექმნით ჩემგან რელიგიის დამფუძვნებელს, ანუ ის ხედავ იმ საფრთხეს, რომელიც მის პოპულარობას და აღიარებას შეიძლება მოჰყვეს და ეს მასში იწვევს ზიზღს. ეს აფიქრებს მას იმ საფრთხეზე, რომ ამით შეიძლება დაიწყოს მისი ნააზრევის და ფილოსოფიის გაყალბება. კიდევ ერთი მისი ბიოგრაფიული დეტალი რომ გავიხსენოთ, ეს უკავშირდება ნიცშეს დას, ელიზაბეტ ნიცშეს, ფერსტერი არის მისი მეუღლის გვარი. ნიცშეს სიძე იყო გერმანელი ნაციონალისტი და ანტისემიტი და ისინი ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ნიცშეს ნაწარმოებები და გამოეყენებინატ გერმანული ნაციონალიზმისათვის და ჩაეყენებინათ გერმანული ნაციონალიზმის სამსახურში, რაც ნიცშეს სიცოცხლეშივ ერ მოახერხეს, მაგრამ მოახერხეს ნიცშეს ცნობიერების დაკარგვისა და გარდაცვალების შემდგომ. ელიზაბეტ ნიცშე არის ნიცშეს ბოლო თხზულების გამოქვეყნებელი, ამ ბოლო თხზულებას ეწოდა ძალაუფლების ნება, არსებობს ნიცშეს ჩანაწერები, სადაც ის საუბრობს , რომ მუშაობს ასეთ თხზულებაზე ძალაუფლების ნება, მაგრამ ცალკე დარჩენილი ხელნაწერები, იმის რომ სწორედ ეს ფრაგმენტები მიეკუთვნებოდა ამ თხზულებას არ არსებობს. ეს წიგნი შეაკოწიწა სწორედ ელიზაბეტ ნიცშემ და გამოსცა ნიცშეს გარდაცვალების შემდეგ, და ეს საფუძვლად დაედო შემდგომში ნიცშეს მასობრივ გაყალბებას, მის მითვისებას გერმანელი ნაციონალისტების და ფაშისტების მხრიდან, მათ სცადეს ნიცშე გამოეყენებინატ ერთ-ერთ წინასწარმეტყველ გერმანული ნაციონალ-სოციალიზმისა, რამაც საკმაოდ გაართულა ნიცშეს წაკითხვა და მიღება შემდგომში, უკვე მოგვიანებით უკვე გარდაცვალების შემდეგ,. მაგრამ, სანამ გარდაცვალებას და მისი სიკვდილის სემდგომ პერიოდს შევეხებოდეთ, გასახსენებელია ცნობიერების ბოლო წელი 1888 წელი, საკმაოდ ნაყოფიერი არმოჩნდა, იმიტომ, რომ ის 5 თხზულებას წერს, აქედან 2 არის ვაგნერის წინაარმდეგ მიმარტული. იწერება კერპების დაისი, ანტიქრისტიანი, რტული არის ამ თხზულების ზუსტი სათაურის მოცემა, რამდენადაც გერმანულში ეს სიტყვა ნისნავს, როგორც ანტიქრისტეს, ასევე ანტიქრისტიანს და მისი ფილოსოფიური ავტობიოგრაფია ეკე ჰომო , ამის შემდეგ 1888 წლის ბოლოს ნიცშეს მდგომარეობა სულ უფროდა უფრო უარესდება. ერთ-ერთ წერილში, რომელიც მას გაუგზავნა გეორგ ბრანდესმა ,მისმა აღმომჩენმა. ბერანდესი წერდა ნიცშეს, რომ მე თქვენ აღმოგაცინეთ. და ამაზე ნიცშე პასუხობს ცნობილი წერილიტ, თქვენ წერთ , რომ მე არმომაცინეთ, ეს არ ყოფილა დიდი ჯადოქრობა. ახლა თქვენი მთავარი ამოცანაა დამკარგოტ და ხელს აწერს, როგორც ჯვარცმული.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle