ძიება

ლექციები დეტალურად / ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ / ნაწილი III

<19285

ნაწილი III

უცნარი არის, რომ ნიცშე, რომელიც არის უკვე ანტიქრისტეს ავტორი, იყენებს იმ მთავარ ნიშანს, მთავარ ატრიბუტს, რომელიც ქრისტეს უკავსშირდება- ჯვარცმული და რთავს, აიგივებს ის ქრისტესთან. არსებობს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები ამ მოვლენისა, შეგვიძლია ქართული ფილოსოფიური სამყაროდან ავიღოთ მერაბ ამარდაშვილისეული ინტერპრეტაცია, სწორედ იმისთვის, რომ გავიხსენოთ რატომ აიგივებს ნიცშეს საკუთარ თავს ქრისტესთან და ჯვარცმულობასთან, აქ ის ხედავ იმ საფრთხეს, რაც მას და მის ნააზრევს შეიძლება ემუქრებოდეს , როგორც თავის დროზე ქრისტეს, რომლის ჯვარცმისაგანაც ნიცშეს აზრით შეიქმნა ყველაზე შემზარავი რელიგია ქრისტიანობის სახით, განსაკუთრებით სწორედ ამ თხზულებაში ნიცშე ანვითარებს მოსაზრებას, რომ ერთადერტი ქრისტიანი იყო ის ვინც ჯვარს აცვეს , ყველაფერი ამის შემდეგ არის იმის საწინაარმდეგო, რასაც ის ქადაგებდა და ქმნიდა და შესაბამისად, ის თამაშობს ამ ცნობილი სიტვით „ევანგელიუმ“, რომელიც ნიშნავს სახარებას, ანუ კეთილ მაცნეს და ქმნის ამის საწინაარმდეგოდ ტერმინს “დისანგელიუმ“, ანუ ბოროტი უწყება, ცნება, სახარების საწინააღმდეგო ცნებას და მისი აზრით მთელი ქრისტიანობა ეს არის ბოროტი უწყება. ნიცშესთვის ქრისტიანობის კრიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი თემა, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქმე ეხება არამხოლოდ ქრისტიანობას, არამედ ზოგადად რელიგიას და რმერთის იდეას, ამას ჩვენ დავინახავტ ყველა მის თხზულებაში, ეს არის ერთხვარი“ლაითმოტივი“ ნოცშეს მოსაზრებისა, ქქრისტიანობას ის გამოჰყოფს იმიტომ, რომ ქრისტიანობა თავისთავად განსაკუთრებულ ძლიერი და დიდი ზეგავლენის რელიგიაა და ამავე დროს მასში სწორედ რაც ნიცშესთვის არის მიუღებელი განსაკუთრებული სიცხადით არის გამოსახული, კერძოდ, ეს ეხება მორალს. მნიცშე არის მორალის კრიტიკოსი. ადამიანი, რომელიც ყველა რირებულება ამოაყირავოს. მისი ერთ-ერთი მთავარი განაცხადი არის ყველა ღირებულების გაუფასურება , რომელზეც დგას კაცობრიობა , რომლითაც აზროვნებს მთელი სოციალური ორგანიზაციები, საზოგადოება და ა.შ ანუ მორალური წარმოდგენები, ეს არის სიყალბე, ნიცშე ამბობს, რომ მე ჭეშმარიტებას იმგვარად მივაგენი, რომ პირველ რიგში შევიცანი სიცრუე და ეს იყო საშუალება იმისა, რომ შემეცნო მე ჭეშმარიტება, თუმცა ამავე დროს ნიცშე არის იმ ტიპის მოაზროვნე, რომლების ეჭვ ქვეშ აყენებენ თავად ჭეშმარიტების არსებობას, ნიცშეს აზრით, ის რასაც ჭეშმარიტება ეწოდება, სხვა არაფერია, ეს არის გარკვეული ტიპირ რიტორიკული , მხატვრული ხერხები, რომლის უაკნაც არაფერი კონკრეტული არ დგას და ათვლის წერტილად ყოველთვის იქნება ეს მეტაფიზიკა, მეტაფიზიკოსები,, ფილოსოფოსები, თუ რელიგიები, ყოველთვის ლაპარაკობენ, რომ საწისი ყველაფრის არის მთავარი ღირებულება, და საწყიოსში დგას ღმერთი. და ნიცშე სწორედ ამ მოსაზრებას უპირისპირდებადა  იძახის რომ ეს დაშვება სინამვილეში, რომ აღმოჩნდეს ეს არის ყველაფერი ტყულილი, ისევე როგორც აღმოჩნდა მის დროს თუ იყო მიღებული , რომ ადამიანი არისღმერთის შექმნილი და ღმერთის ანალოგი და მისი სახი8თ შექმნილი არსება, ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ ის დარვინის ეპოქა არის 19 საუკუნე, ახალი გამოქვეყნებულია „სახეობათა წარმოშობა“ და ჩვენ დავინახეთ, რომ ყველაფრის საწყისი არის მაიმუნი და არა ღვთაებრივი სახის ანარეკლი ადამიანში. ამავე დროს, ნიცშე ანვითარებს იმ აზრს, რომ ღმერთი, როგორც ყველაფერის საწყისი და ყველაფრის საზომი, ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე, ეს არის მისი შექმნილი ხატება და სწორედ მისგან და განსაკუთრებით იმ რელიგიებისგან, საიდანაც მომდინარეობს ჩვენი დღევანდელი მორალი, ეხება თხზულებას „მორალის გუნიალოგიისათვის“, სადაც ის გველაპარაკება მორალის გენიალოგიაზე, ანუ როგორ გაჩნდა მორალური წარმოდგენები, როგორ ჩამოყალიბდა ეს მორალი და როგორ არის ეს მორალი მიმართული სწორედ ადამიანი სიცრუეში შეყვანის, მისი განადგურებისაკენ, მისი ფსიქიკური დაკაბალებისაკენ, ნიცშე ხმარობს ტერმინებს, როგორიცაა ჯოგური მორალი, მონათა მორალი, ის უწოდებს ქრისტიანობას, რომელმაც შემოიტანა მონების მორალი და ზოგადად მორალური წარმოდგენები არის ჯოგური წარმოდგენები და მიმარტული, იმისკენ რომ ადამიანი დაასუსტოს. ამავე დროს, ნიცშე ლაპარაკობს კონკრეტულად ასახელებს, სოციალურ ჯგუფებს, ადამიანებს, ვინც შექმნა მორალი. ესენია რიან სასულიერო პირები, ერთ-ერთი აზრი ნიცშესი ეს არის, რომ კაცობრიობა აავადებს საკუთარ თავს. სამღვდელოების გულუბრყვილო მკურნალობის შედეგებით და ნიცშე ლაპარაკობს უკვე ქრისტიანობას ეხება, არ შემოიფარგლება მხოლოდ ქრისტიანობით და ქრისტიანობა, რომელიც გაჩნდა იუდაიზმის წიაღსი, ასევე მძაფრად ესხმის თავს თავად იუდაიზმს, რამაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია და ის ვრალდება ნიცშეს მიმართ, რომ ის იყო ანტისემიტი და ებრაელთმოძულე, ეფუძვნება სწორედ მისი მხრიდან იუდაიზმის კრიტიკას, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იყო პირველი დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ებრაული წარმოშობის ინტელექცუალები, ფილოსოფოსები , როგორებიც იყვნენ მარტი ბუბერი, ვალტერ ბენიამინი და სხვანი, რომელთა აზრითაც ნიცშესეულმა იუდაიზმის კრიტიკამ შესაძლებელი გახადა იუდაიზმის ახლებური დანახვა და ინტერპრეტაცია. გარდა ამისა, რაც შეეხება ანტისემიტურად ჟღერადობის გამონათქვამებს ნიცშესთან, უნდა ითქვას, რომ ადრეული პერიოდის ნაწერებში ნიცშე ხშირად ხმარობს სიტყვას „ებრაელობა“ , რომელიც იმ დროინდელ გერმანულ კონტექტში გაიგებოდა გამაუცხოვებელი მნიშვნელობით და იქცა ანტისემიტიზმის რიტორიკული ნაწილი. ის საკმაოდ გვიან ამცნევს და ემიჯდნება ამგვარ რიტორიკასაც და ბოლოს კენ განსაკუთრებით, სულ უკანასკნელი ნაწერებიც რომ გავიხსენოთ, სწორედ მისი ცნობიერი ცხოვრების დასასრულს, ანუ 1889 წლის დასაწყისში, როდესაც ნიცშე ფსიქიურად შეიშალა და გადავარდა სრულ აპათეაში, ეს იყო გამოწვეული სამედიცინო დასკვნით ტვინის ფუნქციების დარღვევით, შეშუპებით ინსულტით, სხვადასხვა ტიპის პარალიზით , რომელმაც დაუქვეითა, გამოუთიშა ტვინის ფუნქციები, სააზროვნო ფუნქციები, ეს მოხდა 1889 წლის 2 იანვარს დაემართა ნიცშეს ,ესეთი სცენაც კი არსებობს, რომ მის თანდასწრებით მან დაინახა, რომ ცხენს ურტყავდნენ და ამ ცემის დანახვაზე მან განიცადა დარტყმა, ამ მომენტში მან გონება დაკარგა და მისი სრული გამოთიშვა ცნობიერი ცხოვრებიდან იწყება 1889 წლის 2 იანვრიდან, ცოტა ხნით ადრე ის წერდა, ერთ-რტი ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ანტისემიტიზმის თემას, იყო, და ეს გაგებული იყო, როგორც მისი შიზოფრენიის დასაწყისის ნიშნებად, ის წერდა წერილებს თავის მეგობრებს, სადაც ის თავის თავს დიონისედ აცხადებდა ხან იულიუს კეისრად, ხან ჯვარცმულად და ერთ-ერთ წერილში , ეს არის მისი სულ უკანასკნელი ნაწერი, წერს, რომ უდნა დაიხვრიტოს ჰოხეც ცოლერები, გერმანიის იმპერატორთა დინასტია, და ყველა სხვა ანტისემიტი. ანუ მისი გამოყენება ანტისემიტიზმის იდეოლოგად და დამქაშად ეს არის სრული გაუგებრობა და უმეცრება და ამდენად , ესეთი სიმარტივით არ შეიძლება მის ფილოსოფიაზე საუბარი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ნიცშესეული ფიგურა, როგორიცაა ძალაუფლების ნებამ რომელიც ხსირად გაუგიათ, როგორც ბრძანებლობის სურვისლი, მას საერთია რ აქვს. ასრსებობს კიდევ სხვა ცაკლეული დებულებები, ფიგურები, გამონათქვამები, რომელიც იქნა ძალიან გამარტუვებული და გავურგალურებული და გაიგივებული ამათუიმ ძირითადად ეს უკავსირდებოდა ძალაუფლებას და სუსტების ჩაგვრას, რაც არის კიდევ ვიმეორებ, რაღაცა სრული გამარტივება და კონტექსტიდან ამოვარდნა, თუკი შეგვიძლია ერთი განსაკუთრებული ხაზის ჩვენება ნიცშეს თხზულებებსი, ეს არის ღირებულებათა ამოყირავება , რაც მას აქცევს იმათ, რაზეც მე-20 საუკუნის მიწურულს ფრანგი ფილოსოფოს და ნიცშეს მკლევარი აბობდა, რომ ტუკი მე-20 საუკუნის და შემდგომ მთელი თანამედროვე კულტურა სათავეს იღებს ფროიდისა და მარქსისაგან, მთელი კონტრკულტურა სათავეს იღებს ნიცშეს ნააზრევისგან. ეს ნიშნავს პირველ რიგსი სწორედ იმას, რომ ნიცშე ყველა არსებულ და სტერეოტიპულ სააზროვნო ფორმას და ღირებულებით ფორმებს აბრუნებს, აყირავებს და შესაბამისად, ეჭვი შეაქვს მათ რეალურ ღირებულებაში, სინამდვილეში და მათში ყველგან ხედავს ის არამხოლოდ სიცრუეს, არამედ საშუალებას იმისას, რომ ადამიანები შეგნებულა იქნენ არასწორი მიმარტულებებით, არასწორი გზით დაყენებულები, რომ ადამიანში ჩაკლან ინდივიდუალიზმი და პირველ რიგში, ეს ღურებულებათა სისტემა და მორალი, რომელიც რელიგიებმა შემოიტანეს ,, ყველაზე მეტად ქრისტიანობამ, არის იმისკენ მიმართული, რომ მოხდეს სიცოცხლის გაუფასურება, განადგურება, ნეგაცია. ნიცშეს ნააზრევში არსებობს აქტიური და რეაქტიული ძალები, რეაქტიული ძალები უკავსირდება სწორედ მორალს, ქრისტიანულ მორალს, სისუსტის და უძლურების აპოლოგიას , ჯოგურობის პრინციპს და რომელთა საერტო მიზანი არის სიცოცხლის ნეგაცია.  ამის საწინაარმდეგოდ აქტიურობის გამოხატულებას ის ხედავს თანხმობაშიდა ნიცშესთვის ეს არის მთვარი სიცოცხლის მიღება. ის არ არის იმ ტიპიოს მოაზროვნე, მიუხედავად თავისი ფიზიკური სისუსტისა, რომელიც ინსპირაციას იღებს ავადმყოფობისგან , პირიქიტ ავადმყოფობა ჯანმრთელობასთანე რთად არის პირპბოტობები, ნირბები და ცხოვრება ამ ნიღბების ცვალებადობა ხდება, მისი აზრით სხვა არაფერია ამაში საძიებელი. თავისთავად , ის , რომ ეს რეაქტიული ძალები არსებობენ იმდენადაც , რომ მათ უკან მოიაზრება ზეავტორიტეტი, როგორიცაა ღმერთი, ეს არის ნიცშესთვის პრობლემატური, ამიტომაც მისი ერთ-ერთი ცნობილი რადიკალური გამონათქვამია, უკანასკნელი აფორიზმებიდან: თქვენ ებღაუჭებით თქვენს ღმერთს და იგონებთ მისთვის სამყაროს, რომელიც ცვენთვის უცნობია. ამასთანავე მისი თხზულება ანტიქრისტიანი სრულდება ე.წ. ნიცშეს მიერ დარქმეული კანონით ქრისტიანობის წინაარმდეგ. აქ ეს ტექსტი იმდენად რადიკალურ აზრებს შეიცავს, რომ ძალიან ბევრი მორწმუნეებისა მას პირად შეურაცხოფადაც იღებს, ნიცშე ამბობს, რომ ნაწერი დაწერილია 1888 წლის 30 სექტემბერს, ყალბი წელთაღრიცხვით, რამდენადაც წელთაღრიცხვა სათავეს იღებს ქრშ-დან. ის ათარიღებს ახლებურად და ამბობს, რომ ეს არის პირველი წლის პირველი დღე, ანუ ყველაფერი 0-ზხე უნდა იყოს დაყვანილი და ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. აქვე, ტექსტი იწყება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მანკიერებას, მანკიერება ქრისტიანობაა და უკვე პირველივე დებულება, მანკიერებააა ყველაფერი ბუნები საწინაარმდეგო , უმანკიერესი სახეობა არის მღვდელი, იგი ასწავლის მანკიერებას. მღვდლის წინაარმდეგ არსებობს საფუძველი, არსებობს მხოლოს დსაპყრობილე და მთელი ტექსტი არის რადიკალური შეჩვენება ყველაფერი იმისა, რაც მოიტანა ქრისტიანობამ საკუ?თარი მორალური წარმოდგენებით და არამხოლოდ , და ნიცსე ცდილობს მისგან რადიკალურ გამიჯვნას, თუკი მისი თანამედროვე სხვა მოაზროვნე, მაგალითად კარლ მარქსი და ჩვენ ვიცით მისი გამონათქვამი, რომ რელიგია არის ოპიუმი ხალხისათვის ნიცშესთანაც შეინიშნება მსგავსი მოსაზრება, თუმცა ეს არის სიკეტის ცნებაზე გადატანილი, ამ კონტექტში ნიცშე ახსენებს ნარკოტიკს ,და ის უწოდებს რომ ეს წარმოდგენა არის ნარკოტიკული სასუალება და ამ სიტყვას ის ნეგატიური მნიშვნელობით, როგორც გონებიტ დამაბინდებელს ხმარობს. ნიცშეს ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი უკავსიდება რმერთის სიკვდილს. ღმერთი მკვდარია , ღმერთი მოკვდა , ეს ნიცშეს რამდენიმე თხზულებაში ფიგურირებს, პირველად, როდესაც ის ამ ფრაზას იყენებს და ღმერტის სიკვდილზე იწყებს საუბარს, ის ამბობს, რომ ჩვენ ვართ ღმერთის მკვლელები, ჩვენ მოვკალით ღმერთი და ღმერთი რჩება მკვდრად, შემდგომში ესფრაზა უკვე რამდენჯერმე ჩნდება მის თხზულებაში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ , და ღმერთის სიკვდილით ის, როგორც შემდგომში გერმანელი ფილოსოფოსი ამბობდა, ნიცშე ამთავრებს მეტაფიზიკურ ტრადიციას, საფუძველს აცლის ყველაფერ იმას, რაც ტრასედენტური ფილოსოფია იდგა, და პლატონის იდეათა სამყარო ეშვება მიწაზე, ეს არის ჰაიდეგესეური განმარტება ნიცშესეული ფრაზისა: ღმერთი მოკვდა, შესაბამისად ამით ნიცშე ხდება ახალი პერსპექტივის შემქმნელი , ფილოსოფიური ტრადიციასი ის ამთავრებს მეტაფიზიკურ ტრადიციას და ნიცშეთი იწყება ის ახალი ტრადიცია, რომელიც უკვე გამიჯნული არის ტრადიციული ფილოსოფიური ტრადიციისაგან და ყველაფერი გადმოტანილი არის იმანენტურ სამყაროში.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle