ძიება

ლექციები დეტალურად / კანტისა და განმანათლებლობის შესახებ / ნაწილი I

<11672

ნაწილი I

ჩემი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ორმაგი , ერთი მხრივ იმანუელ კანტი , როგორც ფილოსოფოსი და მეორე მხრივ - განმანათლებლობა , როგორც ისტორიული ფენომენი . ორივე, როგორც კანტი , ისე განმანათლებლობა მე-18 საუკუნეს ეკუთვნის.


დავიწყებ უფრო ფართო თემით , ანუ განმანათლებლობით . ეს არის ისტორიული მოვლენა, ისტორიული პროცესი, რომელიც უკავშირდება ტრადიციული საზოგადოებიდან თანამედროვეზე გადასვლას და სამ ძირითად განზომილებას მოიცავდა. პირველი განზომილება იყო მეცნიერული აღმოჩენების რწმენა და დაყრდნობა უკვე არსებულ მეცნიერულ პროგრესზე, რომლის ორი მთავარი სიმბოლური ფიგურა შეიძლება დავასახელოთ : გალილეო გალილეი , ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ფიზიკას ჩაუყარა საფუძველი და ისააკ ნიუტონი ,როგორც ადამიანი, რომელმაც მწვერვალამდე აიყვანა კლასიკური ფიზიკა , მოგეხსენებათ , და ამ ბუნების მეცნიერებაში მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით , განმანათლებლობა ანუ განმანათლებლობის ,როგორც პროცესის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მეცნიერებას ჰქონდა დიდი ძალა და დიდი მომავალი ,რათა სრულიად გარდაექმდა საზოგადოება .


მეორე ძალიან მნიშვნელოვანი განზომილება ეს იყო განზომილება, რომელიც უკავშირდებოდა პოლიტიკას ,რომელიც გულისხმობდა საზოგადოების მოწყობას ,რომელიც გაითვალისწინებდა ცალკეული ადამიანის მეტ თავისუფლებასა და ადამიანებს შორის მეტ თანასწორობის დამყარებას. ანუ ვთქვათ ასე , რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური თანაცხოვრების ფორმის დემოკრატიზაციას და ეს , რა საკვირველია , უპირისპირდებოდა იმ დროინდელ ევროპაში გაბატონებულ აბსოლიტურ თუ პოლიტიკურ რეჟიმებს , რომელთა მიზანი ყოველთვის იყო სხვა არაფერი , თუ არა სახელმწიფოს ძალისა და მასშტაბების გაძლიერება , ხომ ?! მოგეხსენებათ დაახლოვებით მე-16 მე-17 საუკუნეებში ისახება ცნება, რომელსაც ჰქვია ნაციონალური ინტერესი , ანუ სახელმწიფო ინტერესი და , უფრო სწორად , სახელმწიფო ინტერესი და დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო ინტერესი ანუ მაქსიმიზაცია სახელმწიფო ძალაუფლებისა ითვლებოდა ერთადერთ მიზნად,რომელიც შეიძლებოდა პოლიტიკური თანაცხოვრების ფორმას დაესახა. მაგრამ , მე- 18 ს-დან მოყოლებული ჩნდება ახალი მიზანი და ეს მიზანია კონკრეტული ადამიანის თავისუფლება და კონკრეტულ ადამიანებს შორის თანასწორობის დამყარება და ამიტომაც ეს მეორე განზომილება, პოლიტიკური იყო უაღრესად მნიშვნელოვანი , მაგრამ ასევე, რა საკვირველია, ძალიან პრობლემური, იმიტომ, რომ ის ემუქერებოდა იმდროინდელ პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელებს და მესამე განზომილება ეს იყო რელიგიის კრიტიკის განზომილება. მე-18 საუკუნის განმანატლებლობაში დაიწყო გადასინჯვა არსებული რელიგიური ტრადიციებისა და ეს გადასინჯვა , პრინციპში , დამოკიდებული იყო უფრო ადრეულ მცდელობებზე, განსაკუთრებით მე-17 საუკუნის მცდელობებზე და ისეთი ავტორის მცდელობებზე , როგორიც იყო ბენედიქს სპინჟა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო , ვინც კრიტიკულად, ისტორიულ-ფილოლოგიური მეთოდების გამოტენებით გადასინჯა და გადაანალიზა იუდაიზმის წმინდა წიგნები , თორა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს წიგნები შეიცავდნენ ძალიან ბევრ შინაგან წინააღმდეგობას და საჭიროებდნენ სერიოზულ გადახედვას, იმისას ,თუ რა შეიძლებოდა ჩათვლილიყო ჭეშმარიტ რელიგიად და რა არა. ეს იყო , რა საკვირველია , ძალიან სკანდალური მიდგომა რელიგიის მიმართ და ეს სკანდალური მიდგომა გაგრძელდა მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცენტრი ამ მიმართულებით იყო საფრანგეთი-პარიზი , სადაც სწორედ მე-18 საუკუნეში გამოიცა ცნობილი ენციკლობედია , ეს იყო კოლექტიური მცდელობა ახალი ცოდნა მეცნიერებების , ხელოვნებისა და სხვა სფეროების შესახებ ერთ გამოცემაში მოხვედრილიყო და თუ მანამდე ესეთი მცდელობები კეთდებოდა ინდივიდუალური ერუდიტი მეცნიერების მიერ, ამ შემთხვევაში განმანათლებლების ენციკლოპედია ეს იყო კოლექტიური მცდელობა, მასში მონაწილეობდნენ ისეთი სახელოვანი მეცნიერები და ლიტერატორები, როგორებიც იყვნენ : დიდრო, დალამბერი, რუსო და ა.შ და ეს კოლექტიური მცდელობა, რომ მოცულიყო მთელი იმდროინდელი ცოდნა იყო გარკვეული აზრით მანიფესტი განმანათლებლობისა, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მეცნიერებებისა თუ საზოგადოების შესახებ ცოდნის შემდგომ განვითარებას.

 
სხვათაშორის, მე მინდა ვთქვა, რომ განმანათლებლობად ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ძალიან ბევრი მცდელობა, რომელიც მე-18 საუკუნემდეც არსებობდა აზროვნების ისტორიაში , რომლებიც შეიძლება იწყება უკვე ძვ.წ მე-5 საუკუნის ძველ საბერძნეთში , სოკრატემდელი ფილოსოფოსებთან , იქნება ეს სოფისტებთან, სოკრატესთან , პლატონთან და ა.შ. იდეა განმანათლებლობისა , რომლის მიხედვითაც საწყისი მდგომარეობა სიბნელის, წყვდიადის მდგომარეობაა და ადამიანმა უნდა დატოვოს ეს მდგომარეოდა და უნდა გადავიდეს ნათელში, ანუ ღამის შემდეგ უნდა ამოვიდეს მზე და გაანათოს არამხოლოდ ჩვენი ცოდნის სფერო და არამედ ზოგადად უნდა გაანათოს სამყარო და ჩვენ ზუსტად უნდა დავინახოთ რას წარმოადგენს რეალობა, ეს არის იდეა რომელიც მართლაც უკვე 2 500 წელია, თუ არა მეტი, თან სდევს ევროპული აზროვნების ისტორიას, თუნდაც ის ყველაზე ცნობილი მაგალითი პლატონისა, თუ როგორ ტოვებს ადამიანი მღვიმეს და გამოდის მზიან სივრცეში არის სხვა არაფერი თუ არა განმანათლებლური ფიგურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პირველი არტიკულაცია, მაგრამ მე-18 საუკუნეში, როგორც უკვე ვთქვი, ამ განმანათლებლობის, ამ მცდელობამ მიიღო სისტემატური სახე და გააერთიანა ეს სამი ,პრინციპში ,სხვადასხვა ელემენტი : მეცნიერებული პროგრესის რწმენა, დემოკრატიზაციის სურვილი პოლიტიკაში და რელიგიის კრიტიკა და შეიძინა ძალიან გავლენიანი პროცესის თუ პროექტის ფორმა. სწორედ აქ შემოდის კანტი , ასევე მე-18 საუკუნის მოაზროვნე , დაბადებული 1724 ქალაქ კნისბერგში, გერმანიაში. კანტი იყო ,ბიოგრაფიაზე რომ ვთქვათ ორიოდსიტყვა, ხელმოკლე ოჯახიდან, მიუხედავად ამისა მან მოახერხა კნისბერგის უნივერსიტეტის დასრულება, პრინციპში თავისი ცხოვრების განმავლობაში მას თითქმის არ დაუტოვებია თავისი ქალაქის შემოგარენი, ცხოვრობდა საკმაოდ კარჩაკეტილი ცხოვრებით და ძალიან ბევრს მუშაობდა, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ოჯახისგან დატოვებული მემკვიდროება და თვითონ უხდებოდა თავის თავზე ზრუნვა, ამიტომაც მისი მთავარი ნაშრომები ასაკში დაწერა და მის მთავარ ნაშრომადითვლება ‘’წმინდა გონების კრიტიკა ’’ , რომელიც ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური წიგნი, რომელიც კი საერთოდ როდესმე დაწერილა. მე არ ვიცი, იყო თუ არა კანტი ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, მაგრამ, თუ ორ ფილოსოფოსს დავასახელებთ , ერთ-ერთი აუცილებლად კანტი იქნება , მეტიც პროფესიულად ფილოსოფიის კეთება შეუძლებელია თუ ‘’წმინდა გონების კრიტიკა ‘’ არ გაქვს წაკითხული, ეს არის მართლა სრულიად აუცილებელი და სრულიად განსაკუთრებული წიგნი ფილოსოფიის ისტორიაში . მაგრამ, ეს არის უაღრესად რთული წიგნიც, მისი სწრაფად გაგება და გადმოცემა არის უბრალლოდ შეუძლებელი, ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა იმაში, რომ კანტს აქვს ასევე მცირე ზომის ესე, რომელზეც დღეს ვილაპარაკებ , რომლის სახელწოდებაც არის ‘’პასუხი შეკითხვაზე- რა არის განმანათლებლობა ‘’ , რომელიც პრონციპში, ადვილი ტექსტიაო მე არ ვიტყოდი, მაგრამ რახან ზომა მცირეა და ასევე ადვილად მიმოხილვადი გონების თვალით, ამიტომაც ერთ წაკითხვაზე აღქმადი და გაგებადია .

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle