ძიება

ლექციები დეტალურად / პავლე მოციქულის შესახებ / ნაწილი 1

<16260
ლექციაში საუბარია პავლე მოციქულის განსაკუთრებულ როლზე ქრისტიანობის გავრცელებაში, მის მიერ ებრაელების აღთქმული მესიის ზოგადკაცობრიულ გააზრებაზე. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ ყველა სხვა მოციქულზე მეტად სწორედ პავლემ შეძლო იესო ქრისტეს მოძღვრების "თარგმნა" რომის იმპერიის ყველა მცხოვრებისთვის გასაგებ ენაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პავლეს ქადაგებას ათენელებთან, რომელშიცმოციქული ეფექტურად იყენებს ელინიპოეტების საფუძვლიანცოდნას. პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ არის ამ ლექციის ფოკუსში, ვინაიდანსწორედ ეს წერილი ავლენს პავლეს თეოლოგიის ყველაზე აქცენტირებულ საკითხს, კერძოდ რჯულისა და მადლის ურთიერთმიმართებასა და დაპირისპირებას. პავლეს რთული თეოლოგიის ნიუანსები ამ დიალოგის გათვალისწინებით არისგანხილული.
ბოლოს დამატებული
echo php tittle

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

შესავალი თანამედროვე აზროვნებაშიშესავალი თანამედროვე აზროვნებაში - ეს არის სალექციო კურსი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა შექმნეს და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დროის მოღვაწე ცნობილ მოაზროვნეთა ნაშრომებს სრულად ან ნაწილობრივ. კურსი სავალდებულოა ილიაუნის ყველა პირველკურსელისთვის და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააზრებულად აირჩიონ მომავალი პროფესია, ჩამოიყალიბონ ღირებულებითი მიდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მიმართ და მოემზადონ იმ გამოწვევისა და სიამოვნებისათვის, რასაც თავისუფალი აზროვნება ჰქვია.

2506 გაზიარება
echo php tittle