ძიება

ლექციები დეტალურად / პავლე მოციქულის შესახებ / ნაწილი 1

<6147

ნაწილი 1

დღეს ვილაპარაკებ პავლე მოციქულზე, მაგრამ ვიდრე მასზე საუბარს დავიწყებდე უნდა ვისაუბროთ კონტექსტზე, როცა პავლე მოციქული მოღვაწეობდა. პავლე იყო ქრისტეს მოციქული, ამიტომ ვერ აუვალთ თემას ვინ იყო იესო ქრისტე და რა იყო მისი მოძღვრება. რითი განსხვავდებოდა მაშინ არსებული ყველა სხვა მოძღვრებისაგან. რატომ იყო მისი სწავლება, ქადაგება სკანდალი, რის გამოც იგი ჯვარს აცვეს. ერთი-ორი სიტყვით ამასაც ვიტყვით, იმიტომ, რომ სხვანაირად პავლეს მისიას ვერ გავიგებთ.


იესოს მოსვლა ისრაელში ეს არის დრო, როცა ისრაელი ელოდება მესიას, მაგრამ აქ არის მომენტი როგორ მესიას ელოდება ისრაელი. ძირითადად ისრაელის მოლოდინი იყო მესია როგორც ისრაელის სამეფოს აღმდგენი, ანუ პოლიტიკური გაგების მესია. სხვათაშორის ეს იდეა ქრისტეს მოციქულებთანაც არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს დაყვებოდნენ, ნახეს მისი სასწაულები, ისმენდნენ მის ქადაგებას მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ მაინც იოანე და იაკობი ჯვარცმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ეუბნებიან, რომ როცა მოხვალ შენ შენს სამეფოში ერთი დაგვსვი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. ანუ მაინც ესმოდათ იესო როგორც მეფე, რომელიც მინისტრებად დაისვამდა მათ ერთს მარჯვნივ, მეორეს მარცხნივ. ანუ, იმდენად გამჯდარი იყო პოლიტიკური მესიის მოლოდინი, რომ იესოს ქადაგება, რომ ის არაა პოლიტიკური მესია ან გაუგებარი ხდებოდა ან კიდევ აგრესიის საფუძველი. მაგალითად, შედის იესო ნაზარეთის სინაგოგაში გადაშალა წიგნი კითხულობს და ამბობს, ესაიასთან წერია, რომ დადგა მესიანური წელი, მოვიდა მესია და ამ წელიწადს მოხდება ისრაელის ერის შერიგება ღმერთთან და ეს დადგა. თქვენს წინაშეა ახლა ეს ერა. ყველანი კარგად უსმენენ და იციან, რომ ერის არის იესო მესია. ახლა აგვაჯანყებს რომის წინააღმდეგ, გაგვათავისუფლებს, აღადგენს იერუსალიმის სამეფოს და უცებ იესო აგრძელებს, რომ მე არ მოვედი მხოლოდ ებრაელებთან. ისევე როგორც ის წინასწარმეტყველები, მაგალითად წინასწარმეტყველი ელია, ვისთან მივიდა? ებრაელებთან მივიდა? არ მიიღეს ებრაელებთან, მაშინ მივიდა ერთ ქალთან, რომელიც არ იყო ებრაელიქალაქ სერეფთაში. ან ელისე წინასწარმეტველი, ებრაელებთან მივიდა? არა კეთილი გულის ადამიანთან ნემან სირიელთან. ანუ რომ თქვა, რომ მისია ვარ, მაგრამ არა ვარ ეროვნული მესია, ძალიან მტკივნეულად განიცადეს სინაგოგაში და ეგრევე დაუპირეს გადაგდება კლდიდან. გაგება მესიის და რჩეულობის იყო ძალიან ეთნიკური, ვიწრო და იესომ მოიტანა ახალი წარმიდგენა, რომ ის მეფეა, მესიანური მეფე, რომლებსაც ისინი ელოდებიან, მაგრამ ჩემი სამეფო არის უხილავი, ის არ არის პოლიტიკური სამეფო. მე გამათავისუფლებელი ვარ. იესო თვითონ სახელი განთავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ არ ვათავისუფლებ პოლიტიკური წნეხისაგან, ვათავისუფლებ სხვა ტიპის წნეხისაგან. უფრო ღრმა და ფუნდამენტური წნეხისაგან, რაცაა ცოდვების ტირანია ადამიანზე. მაგრამ ცოდვების ტირანიისგან განთავისუფლება მხოლოდ ებრაელებს კი არ სჭირდებათ, არამედ მთელს კაცობრიობას სჭირდება. გამოდის, რომ იესოს ეს იდეა, შინაგანი, უხილავი სამეფო, რომელიც არ მოდის აჯანყებით და ბრძოლით, უხილავია და მყარდება ადამიანის გულში, ეს მესიის სრულიად სხვანაირი გააზრება იყო. ეს მესია ვერ იქნება მარტო ვიწროდ ეროვნული, არამედ უნივერსალური, რადგან რაზედაც იესო ლაპარაკობს შეუძლებელია არ ეხებოდეს ნებისმიერ ადამიანს და არა მხოლოდ ებრაელს. ვის არ აწუხებს ცუდი მიდრეკილება? იესო კი აბმობს რომ გაათავისუფლებს ამ ცუდი მიდრეკილებისგან. მოსეს კანონები მხოლოდ აფერხებდნენ ცოდვისაკენ მიდრეკილებას, მაგალითად არა კაც კლა, არ ისურვო მეზობლის ცოლი, ცილი არ დასწამო, ეს ყველაფერი კარგია, ერთგვარი არტახებია, რომლებიც აჩერებს ადამიანს, მაგრამ შინაგან მოტივაციებს არ კურნავს. იესო ამბობს, რომ არა მარტო არ მოკლა, არამედ არც შიძულო. არა მარტო ატ იმრუშო, არამედ არც გაიხედო ხარბი და ავხორცი თვალით სხვა ადამიანისკენ. ის ამბობს, რომ ცოდვის შინაგან პრინციპებს ვკურნავ და არა ცოდვას. ცოდვა თავისთავად განიკურნება, როცა მისი შინაგანი პრინციპებია მომსპარი. შინაგანი პრინციპია მიდრეკილება. იესო შედის ადამიანის გულის გულში და იქ სპობს და სადაც მოისპობა ცოდვის მიმართ მიდრეკილება იქ მოისპობა ტირანიაც და დამყარდება ის სამეფო რაზედაც მე ვლაპარაკობ. ასეთი უნივერსალური გაგება იესოს მესიობის, რაც მისმა მოწაფეებმაც ვერ გაიგეს ან საფეხურებრივად იგებდნენ ამას, ეს ერთბაშად არ იყო ცხადი, პავლე არის მოციქული, რომელმაც ყველაზე კარგად გაიაზრა იესოს უნივერსალიზმი, პავლემ და იოანე მახარებელმაც იმიტომ, რომ იოანეც ასე უნივერსალურად იწყებს. პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთი და სიტყვა იყო ღმერთი. სიტყვა იყო რომელიც კოსმოსში მოვიდა, ვისგანაც ყველაფერი შეიქმნა. პავლესთანაც ასეა, ქრისტე არის უნივერსალური ღმერთი, მესია, ღმერთის განუყოფელი რეალიაა შეიძლება ასეთი სიტყვა ვთქვათ, იმიმტომ, რომ ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ტრინიტარული ტერმინოლოგია, პიროვნება, ჰიპოსტასი და უსია. ანუ ქრისტაეს პიროვნება, ქრისტეს რეალობა არის ისეთივე ფუნდამენტური, ისეთივე მარადიული, როგორიც ღმერთის. ანუ პავლეც და იოანეც უკვე ქრისტეში ხედავენ რაღაც ღვთიურს, ფუნდამენტურს, მარადიულს, უსასრულოს. მნიშვნელოვანია, როგორ მივიდა პავლე აქამდე იმიტომ, რომ ერთნაშად პავლე არ იყო ქრისტიანი, არამედ ქრისტიანობის მდევნელი. პავლე იყო ტარსუსელი, ტარსუსში დაიბადა, მცირე აზიის ქალაქში და რომაელი იყო მოქალაქეობით. ეს ის პერიოდია, როდესაც არასისხლით რომაელსაც აძლევდნენ რომაელობას. შეიძლებოდა ფულითაც გეყიდა ეს სტატუსი. ძალიან ძვირი ღირდა და 5მილიონამდე მოსახლეობა იყო რომის მოქალაქე. პავლე იყო ერთ-ერთი მათგანი, ეს ძალიან დიდი პრივილეგია იყო ამიტომ პავლეს პრივილეგია ჰქონდა მაგისტრატებთან ურთიერთობაში, მმართველებთან ურთიერთობაში როგორც რომაელ ასევე ებრაელ მმართველებთნ ურთიერთობაში და იყო ძალიან გულმხურვალე ფარისეველი. ფარისეველი არ იყო ცუდი ტერმინი, როგორც დღევანდელ ქართულში საგინებელი სიტყვა ორგულობის აღმნიშვნელი. ფარისეველი იყო ერთ-ერთი ებრაული სექტა, სექტაც არა ცუი გაგებით, იმიტომ, რომ ისრაელის რელიგია დაყოფილი იყო სხვადასხვა მიმდინარეობებად, რასაც სექტები შეიძლება დავარქვათ და ფაქტიურად ფარისევლები უფრო ახლოს არიან ქრისტიანობასთან ვიდრე მაგალითად სადუკევლები. სადუკევლებს არ სწამდათ აღდგენის, ფარისევლებს სწამდათ. ანუ პავლეს მოძღვრების, მიმართულების იუდაიზმი უფრო ახლოს იყო ქრისტიანობასთან. და როცა გამოჩნდა ახალ იუდაიზმშ ქრისტიანობა, პავლეს მიაჩნდა, რომ ეს არის ძალიან ბოროტი სწავლება და ეს ანგრევს ებრაელების იდეენტობას, მოსეს რჯული ირღვევა. ამიტომ პავლეს მიაჩნდა რომ ეს სექტა უნდა ამოიძირკვოს, ქრისტიანი უნდა გაწტდეს. პავლე არა მარტო დევნიდა ქრისტიანებს სხვებთან ერთად, არამედ ორგანიზაციასაც უწევდა ქრისტიანების დევნას. ამიტომაა, რომ როდესაც ქრისტეს ერთ-ერთ მიმდევარს დიაკვან სტეფანეს აქვავებენ, პავლე დარაჯობს ჩანქვავებლების ტანსაცმელს, იმიტომ, რომ თვითონ იყო ორგანიზატორი ამ ჩაქვავების. და შეიძლება მისი მოქცევის მომენთი სწორედ აქედან იწყება, იმიტომ, რომ სტეფანე ლოცავს იმ ხალხს, ვინც მას აქვავებს და პავლესაც ესმის. ეკლესიის ტრადიციის მიხედვით პავლემ ეს გაიგო, რომ სტეფანე ლოცავს თავის ჩამქვავებლებს. შეიძლება აქ დაიწყო მისი შინაგანი ბრძოლა. როგორ შეიძლება ეს ცუდი ხალხი იყოს, ვინც ლოცულობს ტავისი მტრებისთვის, მკვლელებისთვის.


ამის მერე მიაქვს დოკუმენტი დამასკოში, რომ იქაც დაიჭიროს ქრისტიანები და ჩასვას ჩიხეში, დასაჯოს სიკვდილით და ამ დროს ჰქონდა თეოფანია - გამოცხადება. სავლე, სავლე რატომ მდევნი მე, ძნელი არაა შენთვის ეკალზე წიხლის რტყმა. ეკალზე წიხლის რტყმა, რა თქმა უნდა მეტაფორაა, რომ შენ ხედავ ებრძვი რაღაც ჭეშმარიტს, მართალს, მაგარს, უხილავს. სინდისი რასაც გეუბნება იმას ებრძვი, ანუ ესაა ეკალზე წიხლის რტყმა, შენი სინდისი გტკივა ამას როცა აკეთებ.


ვინ ხარ პავლე ეკითხება? გამოდის სინდისი და ქრისტე ერთმანეთთან კავშირშია. სინდისი და ქრისტე არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული. შენი აზროვნება, აღქმა კეთილის და ბოროტის უშუალო კავშირშია ქრისტესთან, ამიტომ თუ ქრისტე სინდისში არ არის, ის შეიძლება ცრუ ქრისტე იყოს. ანუ ქრისტეს დანახვა ხდება შენი სინდისის თვალებით. ის ლესავს შენს სინდისს და არ არის დამოუკიდებელი შენი სინდისისგან. რელიგიური ფანატიზმი და ქრისტიანობა შეუძლებელია მოთავსდეს ერთმანეთთან, არ უნდა მოთავსდეს ყოველ შემთხვევაში. კონტრადიქციაა ტერმინოლოგიური იმიტომ, რომ ფანატიზმი სინდისს უპირისპირდება. ქრისტიანი არ შეიძლება სინდისს უპირისპირდებოდეს. სინდისიდან ხედავ შენ ქრისტეს მოქმედებას. ამიტომ პავლესთან სინდისი და ქრისტე ერთად არის, ეს გამოიხატება ამ მეტაფორაში „ეკალზე წიხლის რტყმა“, ანუ ეკალი ეს მისი სინდისია. და ქრისტეც ეს ეკალი გამოდის, ქრისტეს ებრძვის, ანუ თავის სინდისს ებრძვის. აქ ხდება ქრისტეს მოქცევა. ვინ ხარ შენ პავლე ეკითხება? მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი და ამის შემდეგ პავლე ხდება მოციქული. თავიდან ეშინოდათ სხვა მოციქულებს იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ პავლე თავიდან დევნიდა ქრისტიანებს და ახლა უცებ გახდა მოციქული და მთლად არ ენდობიან, შემდეგ ის ნელ-ნელა შედის ნდობაში. ჩავიდა იერუსალიმში, გაიცნო პეტრე და სხვა მოციქულები, რომლებსაც მანამ არ იცნობდა და პაცლეს მისცეს დალოცვა რომ ექადაგა. პავლემ ყველაზე მეტი იქადაგა, რაც საინტერესოა იმიტომ, რომ ის რომაელი იყო და ამ დიდი იმპერიის მოქალაქე, ფართო ხედვა ჰქონდა მას და ამიტომ მისი ქადაგება ფართო იყო. აღარ ესმის მას ქრისტიანობა როგორც ვიწროდ იუდაური რელიგია, რომელიც იუდაიზმიდან ამოიზარდა. მას ქრისტე ესმის, როგორც კოსმიური, უნივერსალური უწყება მთელი კაცობრიობისთვის. როგორც ის კრეატიული ძალა, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა, ისევე როგორც იოანეს. პავლე ხედავს ქრისტეში ღმერთის სიბრძნეს ვისთვისაც და ვისითაც მთელი სამყარო შეიქმნა. ფაქტიურად გაიგივება მოხდა ებრაული მესიის სხვა რაღაცასთან, ეს სხვა რაღაცა იყო ტრადიცია ძველ ებრაულ ტექსტებში, რომ არის ღმერთი და არის მისი სიტყვა, მისი სიბრძნე. ღმერთის სიბრძნე ძველ აღთქმაში და მესია გაიგივდა პავლეს მეტყველებაში და იოანე მახარობლის მეტყველებაშიც. კოსმიური ძალა ვინც ქმნის სამყაროს და მესია ერთი გახდა, ამიტომ სკანდალია იესო. თუ ეს პავლესთვის სამყაროს შემქმნელია, მაშინ ის არ შეიძლება წარმართებისთვისაც ესე არ იყოს. ამიტომ პავლე იწყებს ქრისტეს ქადაგებას წარმართებისთვისაც. სხვა მოციქულებთან ეს ასე გამოკვეთილი არ არის. პეტრესთან ჩანს მაგალიტად, რომ კორნელიუსთან ჭამს და ხილვა აქვს რომ შეუძლია ყველაფერი ჭამოს, მატ შორის ის უწმინდური ცხოველებიც, რადგან ესმის ღმერთის ხმა, რომ არაფერი არაა უწმინდური, რაც ღმერთმა გაწმინდა, ამის მერე მოდის კორნელიუსი მასთან და პეტრე მიიღებს. კორნელიუსი რომაელია, ანუ პეტრეს ხვდება, რომ და ეს ხილვა ამბობს, რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ ებრაელების არამედ ყველასია. მაგრამ პავლესთან ეს არის ძალიან გამოკვეთილი. პავლე ფაქტიურად უპირისპირდება ებრაელებს და არა მარტო ებრაელებს, არამედ ქრისტეს უახლოეს მოციქულებსაც. პირველი კრება იერუსალიმში იყო ამაზე, რომ პავლემ იმდენად ფართოდ გაიგო ქრისტიანობაა, რომ სხვა მოვიქულებისთვის პავლეს გაგებული ქრისტიანობა სკანდალური იყო. ამიტომ პეტრემ, იაკობმა დაუწყეს კამათი პავლემ ამბობს, რომ თქვენ მაძალებთ იუდაისტურად გავიგო ქრისტიანობა და ქრისტე მეტია ვიდრე იუდაიზმი. არ არის აუცილებელი წარმართებმა წინადაცვეთის რიტუალი ჩაატარონ. მე რომ ვუთხრა წარმართებს, რომ წინადაცვეთა ჩაიტარონ, რომაელებს, ბერძნებს, ისინი საერთოდ აღარ მომისმენენ. იტყვიან ვიღაც ბარბაროსი მოვიდა და გვეუბნება ბავშვებს წინადაცვეთა ჩაუტარეთ და თქვენც თუ ქრისტიანობა გინდათ წინადაცვეთა უნდა ჩაიტაროთ. ქადაგება ჩავარდება. ჯობია ჩვენ არსი გავიგოთ რა იყო ამ წინადაცვეთის. წინადაცვეთა არაფერს არ ცვლიდა, ეს იყო უბრალოდ გარეგნული ნიშანი. ფილოსოფიური ტერმინებით რომ ცთქვათ წინადაცვეთა ონტოლოგიურ, ანუ არსებით ცვლილებას არ იწვევდა ადამიანში. ეს იყო მხოლოდ სახე რაც მომავალში უნდა მომხდარიყო, ეს იყო ნათლობა. ნათლობა და ქრისტეს მიღება უკვე პავლესთვის არის ონტოლოგიური ცვლილების გამომწვევი ადამიანში. ანუ ის არსებითად ცვლის ადამიანს და ქმნის მას ახალ ქმნილებას. ამის წინა სახე არის ფიზიკური წინადაცვეთა. პავლე ამბობს, წინადაცვეთაში მთავარია მეტაფორა წინადაცხეთის, ანუ გულის წინადაცვეთის ცოდვისგან და ნათლობა ესაა გულის წინადაცვეთა რეალურად. ანუ წინადაცვეთა არის მეტაფორა ნათლობის და თუ ეს ნათლობა გვაქვს, მაშ რაღათ გვინდა მეტაფორა და მით უმეტეს ეს ჩააგდებს ქადაგებას წარმართებთან. საკმაოდ რთული კამათი იყო, პავლემ თავისი გაიტანა ძალიან მკაცრად იმიტომ, რომ ხვდებოდა თუ დათმო პატარა რაღაც მოციქულებთან, მაშინ უღალატებს მის ხედვას, რაც ასე კაშკასად ჰქონდა თავის თავსი, რომ ქრისტეს მოსვლა კაცობრიობაში იყ რაღაც გარდამტეხი მოვლენა. მოხდა ისეთი რამ, რაც ადერ არასდროს მომხდარა. ვისითაც მთელი სამყარო შეიქმნა, თავად მოვიდა როგორც კაცი, მთელი სისავსე ღმერთის მასში იყო ხორციელად ასე ამბობს პავლე, ხორციელად გამოჩნდა ღმერთკაც იესოში უსასრულო სრულყოფილება. როგორ შეიძლება ეს რაღაცნაირად დაახურდავო იუდაისტურ ტრადიციაზე, არა მე არ დავთმობ ერთ მისხალსაც ამიტომ პავლემ გაიტანა იერუსალიმის პირველ კრებაზე თავისი პოზიცია და იაკობმა უთხრა კარგი, წარმართებთან იქადაგე ისე, როგორც შენ გინდა და თვლი, იუდეველებთან ჩვეულებრივ დარჩება წინადაცვეთა. საბოლოოდ პავლეს პოზიცია დამკვირდრდა. პავლებ ფაქტიურად გაწმინდა იუდაისტური, ვიწრო შეხედულებისაგან ქრისტიანული უწყება მთელიკაცობრიობისთვის.

ბოლოს დამატებული
echo php tittle