ძიება

ლექციები დეტალურად / პავლე მოციქულის შესახებ / ნაწილი 3

<29032

ნაწილი 3

როცა ვამბობ რომ პავლეს საუბარი შეეძლო წარმართებთანაც, ფართოდ წარმოედგინა ქრისტიანობა ძალიან კარგად ჩანს ეს მაშინ, როცა ათენში ჩადის პავლე. ათენში ჩადის და ქრისტიანობა უნდა უქადაგოს ყველაზე განათლებულ მაშინდელ საზოგადოებას. მაგალითად ახლა რომ ნიუიორკში ჩახვიდე, ყველაზე ელიტურ საზოგადოებაში რომ ჩახვიდე. არეოპარკში უნდა ეთქვა რა არის ქრისტიანობა. და როგორ დელიკატურად ამბობს, რომ გავიარე მე ათენში გუშინ მოვინახულე თქვენი ტაძრები და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ ათენელები ძალიან ღვთისმოსავი ხალხი ხართ. ცოტა ათამაშებს ამ სიტყვას და „ისიდაიმონეს“ ნიშნავს ღვთისმოსავს ან ცრუმორწმუნეები, ორივე შეიძლება გაიგო. ამბივალენტური ტერმინი უთხრა, მაგრამ მემგონი პავლემ ორივე იგულისხმა ერთის მხრივ მართლა ცრუმორწმუნეები იყვნენ იმიტომ, რომ სწამდათ არანამდვილი იმ ერთი ღმერთის, ვისი ქადაგებაც პავლეს უნდოდა, მაგრამ მეორეს მხრივ ხართ ღვთისმოსავებიც იმიტომ, რომ მე ვნახე თქვენთან ერთი ბომონი, ერთი კერპი, რომელზეც ეწერა უცნაურ ღმერთს. რეალურად იმ კერპზე ეწერა უცნაურ ღმერთებს, პავლემ ეს ღმერთებს ღმერთად გადააკეთა. და პავლემ უთხრა, რომ თქვენ ვისაც ეძებთ და ვისი სახელიც არის იმ ღმერთს გიქადაგებთ. ფაქტიურად პავლემ დააფასა ის, რომ წარმართები ეძებენ იმ ღმერთს ვისაც სახელი არა აქვს, ვისაც ვერ გამოხატავ სითყვით, ვერ დააკონკრეტებ, მისტიურს, ფაქიზს ასეთს ეძებენ და მე დავუგვირგვინებ იმითი, რომ ვუქადაგებ იესოს. ფაქტიურად მართლაც ეუბნება, რომ თქვენ ხართ ღვთისმოსავები იმიტომ, რომ ასეთი გაფაქიზებული წარმოდგენა გაქვთ რელიგიაზე და ასეთი მარალი თამასა გაქვთ ღმერთის ძიების და ამ თამასას დაგიკმაყოფილებთ ღმერთის ძიების. ამ მარალ თამასას დაგიკმაყოფილებთ იმით, რომ გეტყვით ვინ არის ღმერთი და ვინ არის იესო და უქადაგებს იესოს ამ კონტექსტში. ამავე დროს, იქვე ციტირებს ორ წარმართების პოეტს: არართუსს და მენანთრეს, როგორც თქვენი პოეტები ამბობენ, ღმერთი არ ცხოვრობს ხელით გაკეთებულ ტაძრებში, ღმერთი მთელი სამყაროს ღმერთია, ის ყველა ადამიანზე ზრუნავს, ყველა ადამიანს მოუვლენს წვიმას, მზეს, გინდა წარმართი იყოს, გინდა ებრაელი. ამით ეუბნება, რომ თუ მზეს და წვიმას მოუვლენს, სიბრძნეს უფრო მეტად მოუვლენს. ე.ი წარმართებთანაც იყო სიბრძნე და არა მარტო ებრაელებთან და ის სიბრძნე ღმერთისგან იყო. გამოდის, რომ ებრაელები კი არ ველოდებოდით მესიას, არამედ წარმართებიც, მათი ფილოსოფოსებიც ამ ძიებაშ იყვნენ და ამ ძიებას დავაგვირგვინებ მე, როცა ქრისტეზე ვილაპარაკებ. ბევრმა არ დაუჯერა, მაგრამ სერიოზულად მოუსმინეს. როცა დაიწყო საუბარი ადამიანის მკვდრეთით აღდგომაზე ამაზე უკვე სიცილი დაიწყეს, სხვა დროს მოგისმენთო, დაუჯერებელი იყო ბერძნებისთვის. სულის უკვდავებაზე შეგეძლო გელაპარაკა, უხილავ ღმერთზე შეგეძლო გელაპარაკა, მაგრამ სხეულის მკვდრეთით აღდგენა ძალიან სკანდალური დოქტრინა იყო ბერძნებისთვისაც და მარტო რამდენიმე ადამიანმა დაუჯერა, მათ შორის დიონისე აროპაგელმაც, არისტოკრატმა ათენელმა, დამარისმა ერთმა ქალმა და კიდევ ერთმა. მოკლედ ძალიან ცოტამ და ცოტა გაყვა. საქმე იმაშია, რომ პავლეს შეეძლო მათ ენაზე ელაპარაკა, სერიოზულად მოუსმინეს, ანუ ეს არ იყო რაღაც ხელწამოსაკრავი ცრურწმენა, ბარბაროსი ხალხისგან წამოსული ამ განვითარებული ათენელებისთვის. ნახეს, რომ ის რაც პავლემ ილაპარაკა ანგარიშგასაწევია. შეიძლება ამას დავუკვირდეთ, ვიფიქროთ, სხვა დროს მოვუსმინოთ კიდევ პავლეს.


ვილაპარაკეთ პავლე უნივერსალიზმზე, ხანადან იოანე მახარებელს სიყვარულის მოციქულს უწოდებენ, მაგრამ პავლეც არანაკლებ სიყვარულის მოციქულია იმიტომ, რომ პავლეც არანაკლებს ლაპარაკობს სიყვარულზე. იმ ღვთიურ მადლში და ენერგიაში პავლე განსაკუთრებულად გამოყოფს სიყვარულს, იმიტომ, რომ არის წინასწარმეტყველების მადლი, მასწავლებლობის მადლო (მადლი იგივე ენერგიაა)მოციქულობის მადლი და ა.შ. მაგრამ პეტრე ამბობს, რომ ყველა ამ მადლს შორის, თუ არ იქნა სიყვარული, არაფერს აზრი არა აქვს, ანუ რაც არ უნდა ანგელოზური ენით ილაპარაკო, სასწაულები აკეთო, ქრისტესთვის მოკვდე კიდეც, შენი სხელი აწამი და ცეცხლშიც დაწვან, სიყვარული თუ არა გაქვს არაფერი ხარ. პავლე ძალიან პოეტური ენით საუბრობს სიყვარულზე. წარმართებს რომ დავუბრონდეთ, არ მინდა გამომრჩეს პავლე ხანდახან ქრისტეზე ლაპარაკობს იმ ტერმინებით, რაც გასაგები არის წარმართი, მისტერიალური რელიგიებისთვის. არც ერთი სხვა მოციქული არ ლაპარაკობს ქრისტეზე, რომ შენ უნდა გაიზიარო ქრისტეს ბედი. პავლე ამბობს, რომ შენ შენი ღმერთის ბედი უნდა გაიზიარო. შენი ღმერთის ცხოვრება და მისი ვნებები გადაიტანო შენს თავზე. ნათლობით ჩვენ ქრისტესთან ერათად ვკვდებით, რომ ქრისტესთან ერთად აღვდგეთ. ანუ ქრისტეს ტანჯვებით მე ვატარებ სტიგმებს ჩემს თავში, ანუ ქრისტეს ჭრილობებს ვატარებ. შენ თუ ხარ ქრისტეს მიმდევარი, მონასაც უწოდებ, ეს ღმერთის მონად წოდებას წართმართული მისტერიული კულტაბიდანაა, ანუ შენ იმ ღმერთის მონა ხარ, ვინც აირჩიე. პავლე ამბობს, რომ თუ შენ ქრისტეს მონა ხარ მის სიკვდილშ და წამებაში უნდა იმონაწილევო, რომ მის აღდგომაშიც იმონაწილევო. ღმერთის ბედის გაზიარება ძალიან ახლოსაა მისტერიალური კულტების ენასთან, როცა ისიდას მიმდევარმა ისიდას ბედი უნდა გაიზიაროს, ოსირისის მიმდევარმა, ოსირისის ბედი უნდა გაიზიაროს. ძალიან ღრმად იაზრებს პავლე ქრსტეს იმიტომ, რომ სხვა კულტურებიც იცის და შეუძლია თავისი ხედვ ქრისტეზე გაამდიდროს იქნებ სხვა კულტურების ხედვითაც.


ამ კურსში ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხონ სტუდენტებმა არის პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ. პავლე ცნობილია თავისი პარადოქსული აზრებით და ძალიან ძნელია პავლეს გაგება. ხანდახან თითქოს თავის თავს ეწინააღმდეგება ხოლმე, იმას ამბობს რაც მანამდე უარყო, პეტრე მოციქული წერს თავის მეორე წერილში პავლეზე, რომ ისე რთულად წერს პავლე, რომ ვერ იგებენ მის ნაწერებს, ამიტომ ბევრმა არასწორი აზრები გამოიტანა ჩვენი ძმა პავლეს ნაწერებიდანო. მართლაც ესეთია, ძალიან რთული და პარადოქსული მოაზროვნეა. ხანდახან სირთულე პავლეს გააზრებაში არის ის, რომ ტერმინებს არ ხმარომს მხოლოდ ერთი მნიშვნელობით. მაგალითად როცა ამბობს, რომ ადამიანი გამართლდება რწმენით და მადლით და არა საქმეებით, საქმეებში გულისხმობს ამ შემთვევაში რჯულის საქმეებს, მოსეს საქმეებს. მაგრამ შემდეგ ლაპარაკობს კეთილ საქმეების გარეშე ადამიანი ვერ გამართლდება, ანუ კეთილი საქმეებიც უნდა აკეთოს ადამიანმა, საქმით დაფასდები იესოსგან. თუ საქმით დავსაქმდები და მანამდე ამბობს საქმით არა რწმენითო, ეს როგორ შევათავსოთ ერთმანეთთან. რა თქმა უნდა მეორე შემთხვევაში ლაპარაკობს სხვა, რწმენის საქმეებზე, რაც იგივეა რაც რჯულის საქმეები. მაშინ ეს გვარდება, ანუ სემანტიკური ველი საქმეების ერთ შემთხვევაში სხვა არის და მეორე შემთხვევაში სხვა. ასეთი ფაქიზი წაკითხვა სჭირდება პავლეს. აქამსეც ვთქვი, რომ ერთ შემთხვევაში ლაპარაკობს რჯულზე, როგორც მოსეს რჯულზე, მეორე შემთხვევაში რჯულზე როგორც თავისუფლების რჯულზე, რაცაა სულიწმინდის რჯული. ანუ მოსეს რჯული არის დაწერილი სიტყვის რჯული, აკრძალვის და სულიწმინდის რჯული არის სულის რჯული, არა სიტყვა დაწერილი, არამედ სული. პავლეს წეკითხვას ძალიან დიდი სიფრთხილე და დაკვირვება სჭირდება, თუ ვერ გაიგებ რამეს არ არის შესაშინებელი იმიტომ, რომ ბევრი დიდი თეოლოგიც ვერ იგებდა. ლუთერს და ნეტარ ავგუსტინეს და მსგავს თეოლოგებსაც ჰქონდათ პრობლემა პავლეს გაგებასთან და დიდი კამათები იყო რომაელთა ეპისტოლეს შესახებ. პავლეს კითხვა შეიძლება ძალიან შემოქმედებითად. მერაბ მამარდაშვილმა თქვა, რომ რასაც პავლე უწოდებს ცოდვას, შეიძლება იყოს სოციუმის რაღაცა აზრი, იდეოლოგია, ინერცია, რომელიც მე თავის ჭკუაზე მატარებს. ანუ ჩემში იყოს ცოდვის სახით ეს ინერცია. მე არ მინდოდეს ვილაპარაკო იმ ენით, რასაც ყველა ლაპარაკობს. არ მინდოდეს შევხვდე ჩემს მეგობარს და ვუთხრა „ვა რა მაგრა დავლიე გუშინ“, მაგრამ ვამბობ ამას მაინც „ვა რა მაგრა დავლიე გუშინ“, რაღაც ინერცია მატარებს, ანუ ეს ინერცია ცოდვის სახით შეიძლება მოქმედებდეს ჩემში. შემოქმედებითად, ფილოსოფიურად წაიკუთხა პავლე. პავლე იძლევა ამის საშუალებას იმიტომ, რომ მისი ტექსტი ძალიან უნივერსალურია, ფილოსოფიურია, თვითონაც ქრისტიანობას იაზრებს ძალიან გლობალურად და ფილოსოფიურად.

ბოლოს დამატებული
echo php tittle
echo php tittle