ვებგვერდი წარმოადგენს ილიას უნივერსიტეტის ელექტრონულ სასწავლო პორტალს. საგანმანათლებლო რესურსები რამდენიმე სექციაში გადანაწილდება:
კურსები - სექციაში განთავსდება სხვადასხვა მიმართულების სრული კურსები, რომლებშიც ინტეგრირებული იქნება ტესტები. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება ექნება, კურსის გავლის განმავლობაში შეაფასოს საკუთარი ცოდნა.
ლექციები - სექციაში განთავსება ცალკეული (მაგალითად, ილიაუნიში მოწვეული ლექტორების მიერ წაკითხული) ლექციები ან სასწავლო პროცესის განმავლობაში მიმდინარე კურსებიდან ლექციების ვიდეოჩანაწერები.
ტუტორიალები - სექციაში განთავსდება სასწავლო ტუტორიალები, რომლებიც კონკრეტული პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე იქნება ორიენტირებული. მაგალითად, როგორ ავკინძოთ წიგნი, დავამუშაოთ ხმა კომპიუტერულად ან გავსხლათ ხე და ა. Შ.
აბიტურიენტები - სექციაში განთავსდება სასწავლო მასალები მოსამზადებელ ეტაპზე მყოფი მსურველებისთვის, მაგალითად - ონლაინ ლექციები უნარებში.
ინტერვიუები - სექციაში განთავსდება ინტევიუები ქართველ მეცნიერებებთან, რომლებიც თავიანთი პროფესიული არჩევნის შესახებ ისაუბრებენ.
ვინახავთ ნებისმიერ პირად ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება რეგისტრაციისას, ვებგვერდზე სტუმრობისას ან სხვა საშუალებით.
პირადი ინფორმაციის მოწოდებით და ვებგვერდის მოხმარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის. თუ არ ეთანხმებით მოცემულ დოკუმენტს, გთხოვთ ნუ ისარგებლებთ ვებგვერდით და ნუ მოგვაწვდით პირად ინფორმაციას.
თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და გამოვიყენოთ, მოიცავს:
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული. მასზე წვდომა ექნებათ მხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს.
„ქუქის“-ის გამოყენება ხდება თქვენი ვებსერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით. ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლით ადასტურებთ, რომ ჩვენ გვაძლევთ უფლებას გამოვიყენოთ თქვენი „ქუქის“-ის ინფორმაცია.
„ქუქის“-ი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის „ჰარდ“დისკზე. ეს ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება ვებგვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზებული მომსახურების შემოთავაზებაში.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შედეგად რეგისტრაციისას ჩვენი თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით ან/და თქვენგან მიღებული წერილობითი თანხმობის საფუძველზე თქვენ გვანიჭებთ უპირობო უფლებას, თქვენი დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები თქვენთვის დამატებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით ან სხვადასხვა კვლევის ფარგლებში.
ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში მომავალში კონფიდენციალურობის დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში იქნება რაიმე არსებითი ან მატერიალური სახის ცვლილება, შეგატყობინებთ ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
თბილისი 0162, საქართველო
(+995 32) 222 00 09
(+995 32) 223 10 26
info@iliauni.edu.ge