სერთიფიკატი:
კურსის შესახებ: დავით მალაზონია , საქართველო XVI-XVIII საუკუნეებში (ნაწილი I )
6 ლექცია, ხანგრძლივობა: 1 საათი 7 წუთი 4 წამი
კურსის შესახებ
ლექტორის შესახებ
დავით მალაზონიამ 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1998 წელს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ილია ჭავჭავაძის ისტორიული შეხედულებები; 2002 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ისტორიოგრაფიული აზროვნება XIX საუკუნის II ნახევარში“. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში დოცენტად, 2004 წლიდან – პროფესორად. 2005-2006 წლებში ასრულებდა პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას. გამოქვეყნებული აქვს ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან, იყო განათლების ფაკულტეტის დეკანი.
რჩეული პუბლიკაციები
• მალაზონია, დავით და ჭიაბრიშვილი, ნინო და მაღლაკელიძე, შორენა (2015) Aspects of intercultural education at the primary level of Georgian general education school. Institute of Education Sciences (ERIC). (პროცესშია)
• მალაზონია დავით, ჭიაბრიშვილი ნინო, პეტრიაშვილი იზაბელა (2015) Holistic approach to multicultural education by the example of TEMPUS project DOIT. პერიოდული ჟურნალი განათლება. (პროცესშია)
• მალაზონია, დავით (2014) ინტერკულტურული განათლება, ურთიერთობები და კვლევები საქართველოში (სიტუაციური ანალიზი). საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეცნირეო შრომები.
• მალაზონია, დავით და ჭიაბრიშვილი, ნინო (2009) Role of imagination in the process of teaching the subject – Family economy and gender. სამეცნიერო ჟურნალი ‘საქართველოს ეკონომიკა’ (9). 36 -40. ISSN 1512-4606
• მალაზონია, დავით (2008) კულტურათაშორისი ურთიერთობების საკითხი საქართველოს ისტორიის სწავლებისას. სამეცნიერო ჟურნალი ”ლოგოსი” (1). С. 138-142. ISSN 1987-6661
• მალაზონია, დავით (2005) ქართველი სამოციანელები მე-19 საუკუნის ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ისტორიული კვლევების მნიშვნელობის შესახებ. პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი “პრომეთე” (6 (18)). С. 286-290. ISSN 1512-2131
• მალაზონია, დავით (2003) „კავკასიის საცენზურო კომიტეტის შემზღუდველი საქმიანობა – ისტორიული და ეროვნულ-პოლიტიკური ხასიათის წერილების აკრძალვა. „საისტორიო მოამბე“ (75-76). С. 89-93.
• მალაზონია, დავით (2003) თბილისის საეკლესიო მუზეუმი – ისტორიული კვლევის უმნოშვნელოვანესი კერა. ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები (8). С. 158-164.
წიგნები
მალაზონია, დავით (2001) ქართული ისტორიოგრაფიული აზრივნება XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სახელმძღვანელო. ქრონოგრაფი.
"საქართველოს ისტორია XVI-XVIII საუკუნეებში" არის პირველი ნაწილი საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი კურსების ციკლიდან. ამ კურსის გავლით თქვენ გაეცნობით საქართველოს ისტორიას XVI-XVIII საუკუნეებში. როგორ აისახა ბიზანტიის დაცემა საქართველოზე? როგორ დაიშალა ქვეყანა მცირე სამეფოებად, რომლებიც ხშირად მტრობდნენ ერთმანეთს? როგორ გადაიტანა ქართველმა ერმა მისი ისტორიის ერთერთი უმძიმესი პერიოდი?