კურსის შესახებ: გიორგი პაპავა , ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში
1 ლექცია, ხანგრძლივობა: 26 წუთი 30 წამი
კურსის შესახებ
ლექტორის შესახებ
ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში გიორგი პაპავა ხელმძღვანელობს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამებს საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურებზე. პარალელურად ის უძღვება ეკონომიკის პრინციპებისა და მენეჯერული ეკონომიკის კურსებს.
გიორგის აქვს წარმატებული გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2008-2009 წლებში ის მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიკროეკონომიკური კვლევების დეპარტამენტში.
გიორგი პაპავამ 2012 წელს მიიღო სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ეკონომიკის მიმართულებით. იმავე უნივერსიტეტში იგი ხუთი წლის მანძილზე იყო სასწავლო ასისტენტი საჯარო პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების კურსებზე.
ლექციის ფარგლებში მოისმენთ ეკონომიკისა და ინოვაციების ურთიერთკავშირის შესახებ. რატომ ინტერესდებიან ეკონომისტები, ზოგადად, ინოვაციებით და როგორ უწყობს ის ხელს სოციალურ მობილობას.