library-icon შთა

პავლე მოციქულის შესახებ

3 ლექცია, ხანგრძლივობა: 37 წუთი 33 წამი
eye

2,586

1 /

კურსის შესახებ: ლევან გიგინეიშვილი , ლევან გიგინეიშვილი პავლე მოციქულის შესახებ ( ნაწ II )

3 ლექცია, ხანგრძლივობა: 37 წუთი 33 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

საინტერესო იყო პავლეს შეეძლო ეთარგმნა იუდაისტური ტრადიცია იმიტომ, რომ ქრისტე იუდაისტურ ტრადიციაში მოვიდა. პავლე პირველ რიგში სინაგოგებში დადიოდა და ამბობდა, რომ ძველ აღთქმაში რომ წერია მესიის მოლოდინი, ეს იესოა და უმტკიცებდა ძველი აღთქმის წიგნებით. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ უმტკიცებდა პეტრე, მაგრამ როგორც ჩანს იყო ეს ტრადიცია. მაგალითად ანგელოზია ძველ აღთქმაში ნახსენები ვისაც არა აქვს სახელი, ვისშიც არის ღმერთის სახელი. ის გააყოლა ღმერთმა მოსეს და ეუბნება, რომ ამ ანგელოზს არ აუჯანყდე იმიტომ, რომ ის არ გაპატიებს. ანგელოზს არა აქვს პატიების პრეროგატივა, გამოდის ეს ღმერთშია მხოლოდ. გამოდის ღმერთის ანგელოზი, რომელსაც აქვს ეს პრეროგატივა, ისაა მისი თანასწორი. ესაა ის რასაც ჩვენ ვქადაგებთ, იესო, მისი ლოგოსი განკაცებამდე, ზუსტად ეს ლოგოსი განკაცდა. ან ის რეალია ანგელოზი, (ხან ანგელოზს ეძახიან, ხან უფალს) რომელიც მოსეს ელაპარაკება ცეცხლოვანი ბუჩქიდან. ერთი და იგივე ხან ანგელოზად იწოდება, ხან უფლად ეს არის იესო განკაცებამდე. მთელი ტრადიცია იყო როგორ განმარტავდნენ ძველი აღთქმის ქვეტექსტებს, პავლე ამას განმარტავდა, მაგრამ ამავე დროს პავლეს შეეძლო ეს ყველაფერი ეთქვა არა ბიბლიური ენით წარმართებისთვისაც იმიტომ, რომ წარმართულ კულტურასაც იცნობდა და შეეძლო ქრისტიანობა მოერგო წარმართული მენტალიტეტისთვისაც. მაგალითად დაელაპარაკები ბერძნს, ბერძენმა ხომ არ იცის ძველი აღთქმის ტექსტები, მან იცის ტოიკური ფილოსოფია, მან იცის პლატონი და პავლე ამბობს ზუსტად რომაელთა ეპისტოლეში, რომ წარმართებს არა აქვთ უფლება ურწმუნოების იმიტომ, რომ მთელი ეს სამყარო ქადაგებს ღმერთზე. მათ თვალები აქვთ და გული აქვთ რომ შეიცნონ სამყაროთი ღმერთი. ასევე პავლე ამბობს, რომ ადამიანსი არის ზნეობრივი საწყისი, რომელიც არ დაიყვანება რომელიმე არზე ან რომელიმე კულტურაზე არის რაღაც უნივერსალური ზნეობრივი საწყისი ადამიანში, რომლის მიხედვითაც მან იცის რა არის კეთილი, რა არის ბოროტი. ამას პავლე ეძახის ბუნებით რჯულს. ვიღაცას არა აქვს მოსეს რჯული, მაგრამ თავის გულის ფიცარზე აქვს დაწერილი ეს რჯული, ანუ კეთილის და ბოროტის შეცნობა. და ისე შორს მიდის პავლე რომ ამბობს: წარმართებს, ვისაც რჯული არა აქვს ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს შეაფასებს ბუნებრივი რჯულით. წარმართებსაც აქვს კეთილის და ბოროტის განსხვავების უნარი და ამიტომ არ არიან მოწყვეტილი იმას, თუ რა სიამოვნებს ქრისტეს და რა არ სიამოვნებს, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ანუ წარმართები განისჯებიან თავიანთი ბუნებრივი სჯულით. ეს ძალიან ჰგავს იმას, რასაც სტოიკოსები ამბობდნენ, პავლემ იცნობდა სტოიკოსების ტექსტებს, ციტირებს სტოიკოსებს. სტოიკოსებს აქვთ ესეთი იდეა, რომ მთელს კაცობრიობას აქვს ერთი ლოგოსი, ერთი რაციონალური საწყისი, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი არის კოსმოპოლიტი. კოსმოპოლიტი ფილოსოფოსი შეიძლება დაიბადოს რომელიმე ერში, მაგრამ თავისი განსაზღვრებით პილოსოფოსი უნდა იყოს კოსმოპოლიტი იმიტომ, რომ ამ ლოგოსს წვდება და ეს ლოგოსი ერთია ყველასთვის. პავლეც ამიტომ, რომ სტოიკურ ტექსტებ იცნობს, კოსმოპოლიტიზმის იდეას რომ იცნობს ამ იდეით თარგმნის ქრისტიანობას და ლაპარაკობს ბუნებით რჯულზე, რომელიც ერთია ყველა კაცობრიობისთვის. ძალიან საინტერესოა პავლეს ასკარა განსხვავება მოსეს რჯულსა და ქრისტეს მოსვლას შორის. ყველაზე მკაფიოდ ქრისტე ანსხვავებს ამას. შეიძლება იოანეც. იმიტომ, რომ იოანეს პროლოგიც ასე იწყება: რჯული მოიტანა მოსემ, მაგრამ მადლი და ჭეშმარიტება მოიტანა იესომ. პავლეც ასე აპირისპირებს. რჯული იყო მარტო შემზადება, სინამდვილე მოიტანა ქრისტემ. რჯული იყო მარტო ჩრდილი, ტანი მოიტანა ქრისტემ, ხოლო თუ ტანთან მიხვედი, ჩრდილი აღარაა უკვე საჭირო. რჯული არის პედაგოგი. პედაგოგი ნიშნავს იმ მონას, რომელსაც ბავშვი მიყავს დიდასკალოსამდე, ანუ მასწავლებლამდე, მასწავლებელი კი ქრისტეა. ანუ ჩვენ პედაგოგმა ანუ მოსეს რჟულმა მიგვიყვანა ქრისტემდე. და რა განსხვავებაა? ის რჯული, როგორც აქამდე ვთქვი არ იწვევს ადამიანში არსებით ონტოლოგიურ ცვლილებას. პავლე ამბობს, რომ კონდიცია ადამიანის არის დაცემული, ადამიანის კონდიცია ის არის, რომ მან იცის რა არის სიკეთე, ინტელექტით ხვდება რა არის სიკეთე, მაგრამ მისი მიდრეკილება არის ცუდისკენ, რაც უპირისპირდება ამ სიკეთეს, ამიტომ გახლეჩილია ადამიანი. მე ვიცი, რომ რჯული კარგია, კეთილია, მაგრამ ვერ ვაკეთებ, არამედ ვაკეთებ იმას, რაც ვიცი რომ ცუდია. არ მინდა გავაკეთო, მაგრამ მაინც იმ ცუდს ვაკეთებ, რა საწყალი კაცი ვარ, რა ხდება ჩემში? ე.ი ჩემში მარტო მე კი არა ვარ, არამედ ჩემში მესამეც მოქმედებს რაღაც და ამას პავლე არქმევს ცოდვის ძალას, ინერციას, რაც ადამიანს მიეცა ადამის დაცემის მერე, ინფიცირდა მთელი კაცობრიობა, მთელი სამყარო, იმიტომ რომ ადამი იყო მწვერვალი, ცენტრი ამ ქმნილების. პავლე ამბობს, რომ როგორც ადამი დაეცა ისე ქრისტეს განკაცება კურნავს დაცემის მთელ სისავსეს. ქრისტე არის ახალი ადამი. ძველმა ადამმა შემოიტანა სიკვდილი, და სიკვდილი არის ცოდვის შედეგი, ქრისტე მოდის და ანადგურებს ცოდვას და მისი განადგურებით ქრისტე ანადგურებს სიკვდილსაც. გამოდის ქრისტე მოვიდა, როგორც სიკვდილის და ცოდვი სამეფოს დამანგრეველი ამიტომ ეს კაცობრიობაში იწვევს ონტოლოგიურ ცვლილებას. ქრისტეს მოსვლამდე ამას ვერავინ მიაღწია, ვერც მოსემ და ვერც სხვა წინასწარმეტყველმა. ქრისტე მოვიდა და უკვე ბავშვიც კი მიაღწევს ამას. იმიტომ, რომ ქრისტე ხდება შინაგანი პრინციპი ადამიანში ცოდვის ძალის განადგურების. ადამიანი რომ ხდება ქრისტიანი რწმენით და ნათლობით ის ემბება რაღაც პროცესში და ეს პროცესი ფაქტიურად უსასრულოა იმიტომ, რომ ქრისტე არის თვითონ უსასრულო და მამისგან წამოსული. ამიტომ პავლე ამბობს შენ ექცევი პროცესში, რომელსაც ეძახის ძალიდან ძალაში წარმატება. ერთი ძალიდან მეორეში გადადიხარ და სულ ვითარდები და ვითარდები. მოგვიანებით ქრისტიანებმა განავითარეს ეს იდეა, მე 4 საუკუნეში გრიგოლ ნოსელმა ეპექტასისში, ეპექტასისი ნიშნავს მარადიულ წინგაწვდომას, ანუ შენ თუ ქრისტიანი ხარ მარადიულად იზრდები. შენ უსასრულობა მიიღე იმიტომ, რომ ლოგოსი არის უსასრულო და თუ უსასრულობა მიიღე შენ შეგიძლია მარადიულად გაიზარდო უსასრულობაში. ქრისტეს მიღება ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ შენ ღმერთი გახდე. პავლე ამბობს პირდაპირ, რომ ახლა ვხედავ ბუნდოვნად სარკეში, მაშინდელი სარკე იყო ბუნდოვანი, არ ჩანდა მკაფიოდ ჯერ კიდევ. ანუ მე ვხედავ ახლა ქრისტეს როგორც სარკეში და მერე დავინახავ როგორც ის არის სინამდვილეში, ანუ ქრისტიანი ვითარდება რომ მასში გამოისახოს ქრისტე. ქრისტე ხდება არა გარეგანი პრინციპი, არამედ ის ხდება პრინციპი, რომელიც შინაგანად იწყებს მოქმედებას ადამიანში. შენ თუ მიიღე ქრისტე რწმენით, შენ იწყებ მის მადლთან ურთიერთობას და მისი მადლი არის ღვთიური, რაც იწყებს შენში მოქმედებას და შენ გარდაგქმნის. პავლე აბმობს შემდგომ, რომ „მე აღარა ვარ ცოცხალი, ჩემში ქრისტე არის ცოცხალი“, მადლზე ამბობს, რომ ეს არის გარდამქმნელი მოვლენა, რაც შენ გამარცხებინებს ცოდვის ძალას და შენ ხდები ღვთიური არსება. პავლესთვის ეს არ არის რაღაცით პრივილეგირებულების, ყველა ქრისტიანი ასეთია ბავშვი, ქალი კაცი. აქ უკვე აღარ არის განსხვავება აღარც წარმართში, იუდეველში, ქალში, კაცში, კანის ფერში. ყველა ეს პირობითობა უქმდება ამის წინაშე და ამას პავლე ეძახის ახალი ტიპის რჯულს და უწოდებს „თავისუფლების რჯული“. მოსეს რჯული იყო რაღაც აკრძალვის რჯული, პავლე ამბობს, რომ ქრისტეს რჯული არის თავისუფლების რჯული. რატომ არის თავისუფლების რჯული? იმიტომ, რომ უსასრულობა მოვიდა და უსასრულობასთან ურთიერთობაში შენ თავისუფალი ხარ. შენ ვიტარდებიშენი გემოვნებით, ტკბილი და მსუბუქი უღელია. შენ ურთიერთობ ამასთან, იზრდები და გახალისებს ეს ზრდა, რაღაც ახალს იძენ სულ ახალ-ახალი და საინტერესოა შენთვის ამ უსასრულობასთან ურთიერთობა. ცოტათი ჰგავს ეს პრინციპი პლატონი რასაც ლაპარაკობს, ანუ ნეოპლატონისტები ეროსზე, ეროსი ჩვენში არის პრინციპი, რომელიც გასწავლის რა არის ღვთიური რეალიები, ეს ეროსი მუდამ მისწრაფებაში გამყოფებს, რომ მეტი და მეტი გაიგო ღვთიურზე. იესოც ამ ეროსის როლს ასრულებს ადამიანის სულში, რომ მეტი და მეტი გაიგოს და გაიზარდოს. თვითონ ის ხდება შენში პრინციპი მოქმედების, ამიტომ ასეთ ადამიანს უწოდებს პავლე „ახალი ქმნილება“. მოსეს რჯული კი არა, ახალი ქმნილებაა, მოსესთან შენ რჩები იგივე დაცემულ მდგომარეობაში, თვითონ მოსეც კი ასეთია პავლესთვის. მოსე რომ ჩამოვიდაო სინას მთიდან პავლე წერს, მისი სახე ანათებდა ისე, რომ სხვები ვერ უყურებდნენ და სახეზე ჩამოიფარა რაღაც საბურველი იმიტომ, რომ ტრადიციული გაგებით ხალხი ვერ უყურებდა მისი სახის ბრწყინვალებას. პავლე კი ასე განმარტავს ამას რომ პავლემ იმიტომ ჩამოიფარა საბურველი, რომ ხალხს არ ენახა, რომ ის დიდება, რაც მის სახეზე იყო გამოხატული ქრება. პავლესთვის ის ბრწყინვალება, რაც მოსეს ჰქონდა მაინც გარეგნული იყო, მისი შინაგანი პრინციპი ჯერ არ იყო გამხდარი ქრისტე და ქრისტიანებისთვის ის ბრწყინვალება, რასაც მიიღებენ ნათლობით არასდროს დასრულდება და პირიქით უფრო და უფრო გაბრწყინდაბა, ინტენსიური გახდება

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

ლევან გიგინეიშვილი


ლევან გიგინეიშვილმა 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით. 1995 წელს – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით; შემდეგ – ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; 2000 წელს კი – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2001-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლიდან ასწავლის გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ლიტერატურასა და ფილოსოფიას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2005 წლიდან – ასწავლის სხვადასხვა საგანს.

ლექციაში საუბარია პავლე მოციქულის განსაკუთრებულ როლზე ქრისტიანობის გავრცელებაში, მის მიერ ებრაელების აღთქმული მესიის ზოგადკაცობრიულ გააზრებაზე. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ ყველა სხვა მოციქულზე მეტად სწორედ პავლემ შეძლო იესო ქრისტეს მოძღვრების "თარგმნა" რომის იმპერიის ყველა მცხოვრებისთვის გასაგებ ენაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პავლეს ქადაგებას ათენელებთან, რომელშიცმოციქული ეფექტურად იყენებს ელინიპოეტების საფუძვლიანცოდნას. პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ არის ამ ლექციის ფოკუსში, ვინაიდანსწორედ ეს წერილი ავლენს პავლეს თეოლოგიის ყველაზე აქცენტირებულ საკითხს, კერძოდ რჯულისა და მადლის ურთიერთმიმართებასა და დაპირისპირებას. პავლეს რთული თეოლოგიის ნიუანსები ამ დიალოგის გათვალისწინებით არისგანხილული.

სასწავლო ლექციები

  1. 16:29
  2. 11:25
  3. 09:39