library-icon ტექნოლოგიები

მონაცემების ანალიზი და ვიზუალიზაცია ღია მეცნიერების პრინციპებით

15 ლექცია, ხანგრძლივობა: 10 საათი 53 წუთი 40 წამი
eye

8,071

1 /

კურსის შესახებ: გიგა ხოსიტაშვილი , კვლევის პრერეგისტრაცია - ძირითადი კონცეპტები და პრაქტიკული მაგალითები (OSF – Open Science Framework), ლიცენზიის ტიპები

15 ლექცია, ხანგრძლივობა: 10 საათი 53 წუთი 40 წამი

კურსის შესახებ

library

ლექტორის შესახებ

გიგა ხოსიტაშვილი


 

ათ წელზე მეტია რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობს, ამჟამად, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. გიგას აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციის მენეჯმენტის მიმართულებით (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), და ასევე, სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში (ესტონეთი) სამაგისტრო პროგრამაზე "ახალი მედია და ცოდნის მართვა" . 2011 წლიდან მან სასწავლო პრაქტიკა გაიარა ლინშოპინგისა და უფსალას უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში (შვედეთი), ასევე, ვალადოლიდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია), მიდლსექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ამჟამად გიგა განათლების სადოქტორო პროგრამის სტუდენტია, მისი საკვლევი საკითხი უკავშირდება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს. 

მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის პრაქტიკული ონლაინ კურსი კვლევაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს, ღია მეცნიერების პრაქტიკების გათვალისწინებით, მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის შესწავლას. 

რას ისწავლით

  • როგორ ჩაატაროთ კვლევა ღია მეცნიერების პრაქტიკების გამოყენებით, მათ შორის - მონაცემების მოძიებას, მონაცემების აღწერას და გაზიარებას, სხვებთან კოლაბორაციას, კვლევის პრერეგისტრაციას და პრეპრინტების გაზიარებას. 

  • R-ის პროგრამირების საფუძვლებს - R-ში მუშაობის ძირითად პრინციპებს.

  • მონაცემების ანალიზსა და სტატისტიკას, მათ შორის - როგორ ააგოთ მოდელები და მოახდინოთ შედეგების ინტერპრეტაცია.

  • მონაცემების პუბლიკაციისთვის გამზადებულ ვიზუალიზაციას ggplot2-ისა და სხვა პაკეტების დახმარებით.

  • ანალიზის შედეგად რეპორტების მომზადებას.

სწავლების მეთოდები

კურსის მთავარი სწავლების მეთოდი ვიდეოლექციებია. ლექციები მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც საიტზეა განთავსებული. სტუდენტს შეუძლია ლექციის პარალელურად სავარჯიშოები მოამზადოს. 

სასწავლო ლექციები

  1. 26:10
  2. 43:15
  3. 55:54
  4. 31:56
  5. 45:25
  6. 42:21
  7. 43:45
  8. 42:46
  9. 45:28
  10. 45:58
  11. 46:03
  12. 46:03
  13. 48:29
  14. 44:43
  15. 45:24

Მოცემულ ვიდეოში საუბარია კვლევის პრერეგისტრაციის მნიშვნელობაზე და დეტალურად არის განხილული შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენება, ანგარიშის შექმნა და კვლევის გეგმის განთავსება. Ასევე, საუბარია ნებისმიერი საინფორმაციო რესურსის გამოქვეყნების დროს არსებულ ლიცენზიის ტიპებზე. 

  • კვლევის პრერეგისტრაცია 

  • Open Science Framework - გამოყენება

  • ლიცენზიის ტიპები