კურსის შესახებ: გიგა ხოსიტაშვილი , ღია მონაცემების მართვა
15 ლექცია, ხანგრძლივობა: 10 საათი 53 წუთი 40 წამი
კურსის შესახებ
ლექტორის შესახებ
ათ წელზე მეტია რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობს, ამჟამად, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. გიგას აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციის მენეჯმენტის მიმართულებით (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), და ასევე, სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტში (ესტონეთი) სამაგისტრო პროგრამაზე "ახალი მედია და ცოდნის მართვა" . 2011 წლიდან მან სასწავლო პრაქტიკა გაიარა ლინშოპინგისა და უფსალას უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში (შვედეთი), ასევე, ვალადოლიდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია), მიდლსექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). ამჟამად გიგა განათლების სადოქტორო პროგრამის სტუდენტია, მისი საკვლევი საკითხი უკავშირდება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.
მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის პრაქტიკული ონლაინ კურსი კვლევაში ჩართულ ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს, ღია მეცნიერების პრაქტიკების გათვალისწინებით, მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის შესწავლას.
რას ისწავლით
როგორ ჩაატაროთ კვლევა ღია მეცნიერების პრაქტიკების გამოყენებით, მათ შორის - მონაცემების მოძიებას, მონაცემების აღწერას და გაზიარებას, სხვებთან კოლაბორაციას, კვლევის პრერეგისტრაციას და პრეპრინტების გაზიარებას.
R-ის პროგრამირების საფუძვლებს - R-ში მუშაობის ძირითად პრინციპებს.
მონაცემების ანალიზსა და სტატისტიკას, მათ შორის - როგორ ააგოთ მოდელები და მოახდინოთ შედეგების ინტერპრეტაცია.
მონაცემების პუბლიკაციისთვის გამზადებულ ვიზუალიზაციას ggplot2-ისა და სხვა პაკეტების დახმარებით.
ანალიზის შედეგად რეპორტების მომზადებას.
სწავლების მეთოდები
კურსის მთავარი სწავლების მეთოდი ვიდეოლექციებია. ლექციები მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც საიტზეა განთავსებული. სტუდენტს შეუძლია ლექციის პარალელურად სავარჯიშოები მოამზადოს.
Მოცემულ ვიდეოში დეტალურად არის განხილული ღია მონაცემების რაობა, ზოგადად, მონაცემების ღიაობის საჭიროება. დეტალურად არის წარმოდგენილი ღია მონაცემების გაზიარების შესაძლებელობები.
Ღია მონაცემების არსი
Ღია მონაცემების მართვის პრინციპები
Ღია მონაცემების გამოქვეყნება/გაზიარება
Სამთავრობო ღია მონაცემები