კურსის შესახებ: გიორგი მაისურაძე , გიორგი მაისურაძე კარლ მარქსის შესახებ (ნაწილი II)
4 ლექცია, ხანგრძლივობა: 50 წუთი 15 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
ისტორიასთან დამოკიდებულება და ისტორიის გააზრება კიდევ უფრო ვითარდება შემდგომი პერიოდის,მარქსის მომდევნო დიდ ნაშრომში, რომელიც 1845-1846 წლებში დაწერა, თავის ახლო მეგობარ ფრიდრიხ ენგელსთან ერთად. ამ ნაშრომს ეწოდება „გერმანული იდეოლოგია“.აქვე ორიოდე სიტყვით შეიძლება ვახსენოთ ამ ორი ადამიანის მეგობრობა, აბსოლუტურად უნიკალური მსოფლიო ისტორიისათვის და გამორჩეული. მარქსიდა ენგელსი დამეგობრდნენ 40-იან წლებში, როდესაც მარქსი დაბრუნდა სწავლის შემდეგ რაინის მხარეში ისევ, თავის მშობლიურ მხარეში. აქ მან გაიცნო ფრიდრიხ ენგელსი. ფრიდრიხ ენგელსი იყო მეწარმის შვილი, ფაბრიკანტის შვილი, და საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან, განსხვავებით მარქსისგან.ეს მეგობრობა გადაიზარდა არა მხოლოდ თანამშრომლობაში - ისინი არაერთი ნაშრომის თანაავტორები იყვნენ - არამედ, ამავე დროს, ფრიდრიხ ენგელსის დამსახურებაა ის, რომ მარქსმა თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდში ფიზიკური არსებობაც კი შეძლო. ანუ ენგელსი მთელი ცხოვრების განმავლობაში მატერიალურად და ფინანსურად ეხმარებოდა მარქსს.მარქსის გარდაცვალების შემდეგ, ენგელსის დამსახურებით გადარჩა მარქსის უზარმაზარი მემკვიდრეობა. ფაქტობრივად, ყველა მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომი დაამუშავა და გამოაქვეყნა ფრიდრიხ ენგელსმა. მათი პირველი საერთო ნაშრომი იყო, როგორც ვახსენე, „გერმანული იდეოლოგია“.„გერმანულიდეოლოგიაში“მარქსიდა ენგელსი უკვე ცდილობენ, კიდევ უფრო მეტად განავითარონ ისტორიის ინტერპრეტაციის ის თეზისები, რომლებიც მარქსს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა და,ამავე დროს,კრიტიკულად გაიაზრონ ჰეგელისეული ისტორიის ფილოსოფია.
ჰეგელი,როგორც კლასიკური გერმანული იდეალიზმის წარმომადგენელი, ისტორიის მამოძრავებელ ძალად წარმოადგენს სამყაროს გონს (Weltgeist–გერმანულ ენაზე, საკმაოდ რთულად სათარგმნი ტერმინი არის ქართულად). სამყაროს გონის სვლა არის ისტორია, ჰეგელისეულიკონცეფციის თანახმად. ამაში მარქსიდა ენგელსი ჰეგელსარ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ ისტორიას ამოძრავებს არა რაღაცა განყენებული ”სამყაროსგონი” ან ”სამყაროსსული”, არამედ მას ამოძრავებენ ადამიანები. და არა უბრალოდ ადამიანები, არამედ კონკრეტულად სოციალური და სამუშაო ურთიერთობები. როგორი სოციალური და საზოგადოებრივი ურთიერთობებიც არსებობს, როგორი საზოგადოებრივი წყობაც არსებობს, რა ტიპის სოციალური და პოლიტიკური, აგრეთვე ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს სამყაროში ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში თუ კულტურულ წრეში. ისეთივე არის და იმ მიმართულებით მიიწევს ისტორია. ეს მარქსისეულიიდეები შემდგომში კიდევ უფრო ვითარდება. კერძოდ, აქვე უნდა ვახსენოთ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი, 1852 წელს დაწერილი „ლუიბონა პარტის თვრამეტ იბრიუმერი“.ისევე, როგორც ფრიდრიხ ენგელსთან ერთად შესრულებული ალბათ მარქსისდა ენგელსის ყველაზე გახმაურებული ტექსტი „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.„კომუნისტური პარტიის მანიფესტს“აქვსწინაისტორიადა ის ემთხვევა მარქსისდა ენგელსის პოლიტიკურ აქტიურობას.
1847 წელს მარქსიდა ენგელსი გაერთიანდნენ სოციალისტურ ორგანიზაციაში, რომელსაც ეწოდებოდა „სამართლიანთა კავშირი“. სწორედ ამ ორგანიზაციის დაკვეთით, მათ დაწერეს კომუნისტურიპარტიის მანიფესტი, რაც უკვე იმას გულისხმობდა, რომ ეს „სამართლიანთა კავშირი“უნდა გარდაქმნილიყო თუ ჩამოყალიბებულიყო, შეიძლება ითქვას, პირველ დიდ კომუნისტურ საერთაშორისო ორგანიზაციად.
მანიფესტი, რომელიც გამოქვეყნდა 1848 წელს, იწყება ცნობილი წინადადებით:„აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კომუნიზმისა“.და შემდგომში მოყვება ის, თუ ვის ეშინია ამ აჩრდილის და ეშინია ყველა იმ კლასს, რომელიც ამ დროს არის ევროპაში გაბატონებული - იქნება ეს დიდი ბურჟუაზია, იქნება ეს სამღვდელოება და ა.შ. ანუ ყველა ის სოციალური ფენა, რომლის ხელშიც არის ძალაუფლება კონცენტრირებული. შემდგომ უკვე თანდათანობით ამ ტექსტში აღწერენ მარქსიდა ენგელსი სწორედ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იმყოფება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმდროინდელი ევროპული და დასავლური საზოგადოება. აქვე შეიძლება გამოვყოთ ცალკე ამერიკის ფაქტორი, რამდენადაც, მარქსისდა ენგელსის თანახმად, ახალი სამყარო, მოდერნულობის ეპოქა იწყება ამერიკის აღმოჩენიდან. შესაბამისად, ამერიკის აღმოჩენა და კოლონიზაცია საფუძვლად ედება სწორედ ახალ საწარმოო პროცესებს და ახალი სოციალური კლასის - ბურჟუაზიის ჩამოყალიბებას. მარქსისდა ენგელსის თანახმად, აქ უკვე პირველად გამოკვეთილად ჩნდება კლასობრივი ბრძოლის დებულება. ანუ სამყაროს ისტორიას ამოძრავებს კლასთა დაპირისპირება - ანტაგონიზმი. მათი აზრით, დაპირისპირებული, ანუ ანტაგონისტური, კლასები არსებობდა ყოველთვის და, შესაბამისად, ყოველთვის ყველა ისტორიულეპოქაში შეგვიძლია დავინახოთ კლასთა გამოხატული თუ ნაკლებად გამოხატული (მეტ-ნაკლებად მიმალულიისტორიაში) დაპირისპირება სხვადასხვა სოციალურ კლასს შორის. მაგალითად თუ ავიღებთ რომაულ საზოგადოებას, ძველ რომს, იქ არსებობენ პატრიციუსები და პლებეები, არსებობენ თავისუფლები და მონები. ისევე, როგორც შემდგომ ფეოდალურ საზოგადოებაში არსებობს ბატონყმობა, არსებობენ ბატონები და ყმები. შესაბამისად, საზოგადოება ვითარდება ამ ორი ძირითადი დაპირისპირებული კლასის კლასთაშორის კლასობრივი ბრძოლის ფონზე. ანუ არსებობენ მჩაგვრელები და ჩაგრულები. ექსპლუატატორები და ექსპლუატირებულები. შესაბამისად, ეს პროცესი კლასთა დაპირისპირების და ბრძოლის ყველაზე თვალსაჩინო ფორმით ვლინდება კაპიტალისტურ ურთიერთობებში. უნდა ითქვას ამავე დროს, რომ სიტყვა „კაპიტალისტი“ ან „კაპიტალიზმი“ნაკლებად არის მარქსისმიერ შემოტანილი. მარქსსა და ენგელს არ გამოუგონიათ. ტერმინი „კაპიტალი“ უკვე არსებობდა, გაჩნდა მე-18 საუკუნეში და „კაპიტალისტი“ ან „კაპიტალიზმი“ ნაკლებად ფიგურირებს მათ ნააზრევში, ლაპარაკია უფრო მეტად ბურჟუაზიაზე, რომელიც ფლობს მთელს ძალაუფლებას და არის ექსპლუატატორი მუშათა კლასის და, შესაბამისად, ის, რაზეც მარქსითავის ადრეულ ნაშრომებში ლაპარაკობდა, რომ მუშა არის გაუცხოებული თავის სამუშაოსთან და არსებობს სამუშაო, შრომითი გაუცხოება - ის გამოიყენება, როგორც ცოცხალი მაწარმოებელი ძალა, მაგრამ თავის შემოქმედებით პროდუქტთან, ნაწარმთან, მას არავითარი კავშირი არ აქვს. ის მთლიანად ეკუთვნის მის მფლობელს, ანუ კაპიტალისტს, მეწარმეს, ბურჟუას და, შესაბამისად, ბურჟუაზიის სიძლიერე იმაშიც ვლინდება, რომ ბურჟუაზიას აქვს ძალიან ძლიერი ზეგავლენა თავად პოლიტიკაზე. მარქსისდა ენგელსის თანახმად, ფაქტობრივად, პოლიტიკა და სახელმწიფოები ეს არის ერთგვარი კომიტეტი (ან კომისიად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ), რომლებიც ასრულებენ ბურჟუაზიის დაკვეთას. და ბურჟუაზია, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, ვის ხელშიც არის ფული, რესურსები და ა.შ. ისინი ყოველთვის თავს ახვევენ სახელმწიფოს იმ სახის პოლიტიკას, რომელიც მათ გამდიდრებისთვის სჭირდებათ და ზეგავლენისა და კაპიტალის ექსპანსიისათვის. აქვე ლაპარაკობენ მარქსიდა ენგელსი იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ძალიან გაჭირვებული და დიდ სიდუხჭირეში ცხოვრობს, კაპიტალი მიმართული არის მუდმივი სიჭარბისაკენ. ეს არის კაპიტალიზმის არსი - ზედმეტობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგროვილი ქონება შემდგომში ნაწილდება ყველა ადამიანზე და ყველა იღებს მისგან სარგებელს. ის რჩება ერთი საზოგადო ფენის, ერთი სოციალური კლასის ხელში, მაგრამ, ამავე დროს, სწორედ ეს ექსპანსიური პოლიტიკა კაპიტალისა და ბურჟუაზიისა წარმოშობს და ამრავლებს პროლეტარიატს.
ვინ არის პროლეტარიატი?
მარქსისა და ენგელსისეული განმარტებით,პროლეტარიატი არის ის, რომელსაც არაფერი გააჩნია, გარდა საკუთარი ბორკილებისა, ანუ მას არაფერი დასაკარგავი არა აქვს, გარდა საკუთარი ბორკილებისა. ეს არის ფინალური დებულება კომუნისტური პარტიის მანიფესტისა. აქვე მარქსი და ენგელსი ლაპარაკობენ იმაზეც, რომ პროლეტარიატს, უფრო სწორად, მუშათა კლასს არ გააჩნია სამშობლო. შესაბამისად, მუშა თავისთავად, ბუნებრივად არის ინტერნაციონალისტი. იმიტომ, რომ ის აღარ არის მიბმული კონკრეტულ მიწასთან, კონკრეტულ ქვეყანასთან. ეს ქვეყანა მას უკვე წაართვეს, დიდი ხანია, წაართვეს და წაართვა მმართველმა ექსპლუატატორთა კლასმა. ფაქტობრივად, ეს უკვე შემაჯამებელი დებულება მანიფესტისა, რომ კომუნისტურ რევოლუციაში პროლეტარიატი იმიტომ არის მთავარი რევოლუციური ძალა, რომ მას ამ ბრძოლაში დასაკარგავი არაფერი აქვს, ეს განაპირობებს იმასაც, რომ მარქსისა და ენგელსის დებულების თანახმად, რომ მომავალი სამყარო მათია. ანუ ისტორიის გაგებაც (ამ შემთხვევაში, შეგვიძლია საკმაო მსგავსება დავინახოთ თავად ქრისტიანულ ესქატოლოგიაშიც,რომლის ერთგვარ ნაირსახეობად, რელიგიურობასმოკლებულ ნაირსახეობად წარმოდგება თვითონ მარქსისტული კონცეფციაც) მიზანმიმართული არის მომავლისაკენ. მომავლისაკენ, რომელიც მოხდება შემდგომ. არა დღევანდელ დღეს, არამედ მომავალში უნდა განხორციელდეს და ეს მიზანი არის სწორედ ის, რომ დაჩაგრულმა კლასებმა რევოლუციური გზით მოიპოვონ ძალაუფლება. სამყარო ეკუთვნის პროლეტარიატს, ანუ იმ კლასს, რომელსაც დღეს არაფერი არ გააჩნია, საკუთარი ბორკილების გარდა და ის ვერაფერს ვერ დაკარგავს ამ ბრძოლაში. ეს იქნება დამაგვირგვინებელი ასპექტი, შესაბამისად, ცნობილი, შემდგომში საბჭოთა ლოზუნგად ქცეული ბოლო ფრაზა მანიფესტისა „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“.ასე ამთავრებენ მარქსი და ენგელსი ამ ნაშრომს.
გიორგი მაისურაძე საუბრობს კარლ მაქსის შესახებ. ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, კარლ მარქსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მოცემული ლექცია მის ბიოგრაფიას ეძღვნება.
საუბარია მარქსის დიდ ნაშრომზე “გერმანული იდეოლოგია”, რომელიც ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაწერა და აქვე, მოისმენთ ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შეხვედრისა და დამეგობრების ისტორიას, რამაც მერე მათი თანამშრომლობა გამოიწვია. ენგელსის დამსახურებაა, რომ მარქსის ნაშრომებმა ჩვენამდე მოაღწია.