library-icon შთა

კარლ მარქსის შესახებ

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 50 წუთი 15 წამი
eye

2,870

1 /

კურსის შესახებ: გიორგი მაისურაძე , გიორგი მაისურაძე კარლ მარქსის შესახებ (ნაწილი I)

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 50 წუთი 15 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მე-20 საუკუნის ფილოსოფია და არა მხოლოდ ფილოსოფია, არამედ მთლიანად მე-20 საუკუნის კულტურა დგას სამ პიროვნებაზე. ეს სამი პიროვნებაა: კარლ მარქსი,ზიგმუნდ ფროიდი და ფრიდრიხ ნიცშე. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ თუკი მე-20 საუკუნის კულტურა დგას ფროიდსა და მარქსზე, კონტრ კულტურა დგას ნიცშეზე. ეს აზრი ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს, ჟილდელიოზს.ამით ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ, ფაქტობრივად, მე 20 საუკუნის კულტურის წარმოდგენა და მასზე ფიქრი კარლ მარქსის გარეშე შეუძლებელია. მარქსი,რომელიც, პირველ რიგში, ასოცირდება მემარცხენეობასთან, სოციალისტურ თუ კომუნისტურ თეორიებთან და იგი იგივდება გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენებთან, ამავე დროს ის, პირველ რიგში, იყო ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ავტორი სოციალური და პოლიტიკური თეორიების და განსაკუთრებით საინტერესო არის აგრეთვე მარქსი,როგორც მწერალი, რომელმაც ფაქტობრივად ახალი ჟანრი ან ახლებური სტილიც კი შექმნა გერმანულ ლიტერატურაში და გერმანულ პუბლიცისტიკაში. ამდენად, ამ მხრივ, საკმაოდ მრავალსახოვანი, მრავალფეროვანი პიროვნება იყო მარქსიდა მისი ნააზრევის გაგება შეუძლებელიც კია იმ პოლიტიკური თუ ისტორიული კონტექსტების ცოდნის გარეშე, რომელშიც მას ცხოვრება და მოღვაწეობა უხდებოდა.
კარლ მარქსი დაიბადა 1818 წლის 5 მაისს გერმანულ ქალაქ ტრირში.ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს ქალაქი მდებარეობს რაინის მხარეში, კერძოდ, ფვალცი ჰქვია ამ ადგილს და რაინის მხარე, სადაც მარქსი ცხოვრობდა და ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, თავისი გერმანული პერიოდი გაატარა - ეს იყო ის ადგილი, სადაც გერმანიაში მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია. ანუ ძირითადი ნაწილი გერმანიის ფაბრიკებისა სწორედ განლაგებული იყო რაინის მხარეში. შესაბამისად, ამ ბუნებრივმა გარემომ თუ გეოგრაფიამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მის, როგორც მოაზროვნის,ჩამოყალიბებაში. ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი არის აგრეთვე ის საოჯახო გარემო, რომელშიც ის დაიბადა და გაიზარდა და ამანაც საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი აზროვნების ჩამოყალიბებაზე. კერძოდ, მარქსისწინაპრები იყვნენ ებრაელები, გერმანელი ებრაელები. მამამისი, ჰაინრიხმარქსი,იყო ადვოკატი და ის გადავიდა ქრისტიანობაზე, ანუ კონვერტირებული ებრაელი იყო. ერთ-ერთ მიზეზად ისიც სახელდება, რომ მას, როგორც ებრაელს, არ მიეცემოდა იმის უფლება, რომ ემუშავა იურისტად, ემუშავა ადვოკატად და იძულებული იყო, გაქრისტიანებულიყო. დედამისიც შემდგომში კონვერტირდა,ანუ გადავიდა ქრისტიანობაზე. ისინი მთელი ოჯახი იყო უკვე ამის შემდეგ პროტესტანტულ-ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი. მაგრამ, ამასთანავე, მარქსისორივე ბაბუა დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც იყვნენ ებრაელი რაბინები. ანუ, ამით ხაზი მინდა იმას გავუსვა, რომ მარქსი გაიზარდა რელიგიურ გარემოში. მისი რელიგიური აღზრდა გრძელდება გიმნაზიაშიც, ტრირის გიმნაზიაშიც, კერძოდ, ეს იყო ქრისტიანული ინტერნატი, სადაც მან მთელი ბავშვობა და სკოლის ასაკი გაატარა და მიიღო, შეიძლება ითქვას, მკაცრად ქრისტიანული აღზრდა. ეს ფაქტორები გამოიხატა შემდგომში მის აზროვნებაში და მისეულ რელიგიის კრიტიკაში. ანუ როდესაც მარქსი აკრიტიკებს შემდგომში თავის ნაშრომებში, განსაკუთრებით ადრეული პერიოდის ნაშრომებში, რელიგიას, მან იცის, რაზე საუბრობს. ანუ ეს იყო ერთგვარი პასუხი საკუთარ წარმომავლობაზე და ადრეულ წლებზე, ბავშვობისა და სკოლის ასაკის პერიოდზე, როდესაც მას ძალიან ახლო კავშირი ჰქონდა რელიგიურობასთანდა რელიგიის თემასთან.
სკოლის დამთავრების შემდეგ ის იწყებს სწავლას ჯერ ბონის უნივერსიტეტში, სადაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით მან შეიცვალა უნივერსიტეტი და გადასახლდა ბერლინში, სადაც ის სწავლას აგრძელებს ბერლინის იმ დროს ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში, დღევანდელ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. სწორედ ეს უნივერსიტეტი დაამთავრა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბერლინის წლები მის ცხოვრებაში, რამდენადაც აქ მან ფაქტობრივად უარი თქვა იურისტობაზე, რაცასევე ოჯახის სურვილი იყო, რომ ის მამის კვალს გაჰყოლოდადა გამხდარიყო ადვოკატი ან მოსამართლე, ან რაღაც იურიდიული სფეროს წარმომადგენელი. ბერლინში ის ძირითად დროს უთმობდა სწორედ ფილოსოფიას და ისტორიის შესწავლას. ასეთი დეტალიც კი არის მისი ბიოგრაფიიდან, რომ ბერლინში მან დაიწყო ლიტერატურული ექსპერიმენტები, თუმცა როგორც მხატვრული ლიტერატურის ავტორი, მარქსიარ ჩამოყალიბდა მწერლად და სხვა მიმართულებით წავიდა. მაგრამ ბერლინში მან გაიცნო ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომლებმაც მასზე დიდი ზეგავლენა იქონიეს და შემდგომში მნიშვნელოვანწილად განაპირობეს მისი აზროვნებაც. კერძოდ, საქმე ეხება ჰეგელიანელთა ჯგუფს.
ჰეგელი,რომელიც იმ დროს არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ დასავლურ აზროვნებაში ყველაზე მეტად გავლენიანი ფილოსოფოსი იყო... ჰეგელიგარდაიცვალა 1831 წელს და ის მოღვაწეობდა ბოლო წლები ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში; ის ერთი პერიოდი რექტორიც კი იყო ამ უნივერსიტეტის. მისი გავლენით შეიქმნა სხვადასხვა სახის ჰეგელიან ურიჯგუფები. ჰეგელიანელები (როგორც პოპულარული ფილოსოფიური მიმდინარეობის წევრები) იყოფოდნენ სხვადასხვა ჯგუფებად. იყვნენ კონსერვატორი ჰეგელიანელები, შედარებით უფრო ლიბერალი ჰეგელიანელები და სოციალისტი ანუ მემარცხენე ჰეგელიანელები. მარქსი,რა თქმა უნდა, აღმოჩნდა მემარცხენე პროსოციალისტური ორიენტაციის ჰეგელიანელთა ჯგუფში. ყველა ამ დაჯგუფებას ჰქონდა სხვადასხვანაირი წაკითხვის მეთოდი ჰეგელის,ჰეგელის ინტერპრეტაციის და, ამავე დროს, სხვადასხვა მიზნებისთვის სურდათ მათ ჰეგელის ფილოსოფიის გამოყენება. ყველაზე გავრცელებული იყო ჰეგელის პოლიტიკური ინტერპრეტაცია და ახალგაზრდა ჰეგელიანელები ცდილობდნენ ჰეგელისფილოსოფიის პრუსიის სახელმწიფოს რეფორმისათვის გამოყენებას.ჰეგელი,მოგეხსენებათ, იყო ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების (ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება “მოდის ჰეგელისგან, პირველი თეორეტიკოსი [იყო] ამ მოვლენის) და, შესაბამისად,პრუსიის სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც მარქსიიყო და ბერლინი იყო პრუსიის დედაქალაქი - საკმაოდ მილიტარისტული და კონსერვატორული სახელმწიფო იყო პრუსია და სწორედ ეს ახალი თაობა მიზნად ისახავდა ამ სახელმწიფოს რეფორმას და მის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სოციალისტიჰეგელიანელებიც თავისებურად ცდილობდნენ, წაეკითხათ და გაეგოთ ჰეგელი.საქმეეხებოდა არა მხოლოდ ჰეგელის ინტერპრეტაციას, არამედ მის კიდევ უფრო წინ წაყვანას და სხვა მიმართულებით გამოყენებას. კერძოდ, ჰეგელი მარქსს აცდა მის თანამოაზრეებსაც არ წარმოედგინათ, როგორც დასრულებული სისტემის ავტორი, არამედ ისეთი ტიპის მოაზროვნე, რომლის ფილოსოფიაც შემდგომ განვითარებას და დახვეწას და ახლებურად განვრცობას საჭიროებდა.
ამპერიოდში,მარქსი,კერძოდ, 1841 წელს, მიდის იენის უნივერსიტეტში, სადაც ის იცავს სადოქტორო დისერტაციას. მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „განსხვავება დემოკრიტესა და ეპიკურესსა ბუნებისმეტყველო ფილოსოფიებს შორის. ამის შემდეგ ის ბრუნდება ბონში,სადაც ჰქონდა იმედი, რომ გახდებოდა ფილოსოფიის პროფესორი,მაგრამმარქსიარ მიიღეს პროფესორად. აქ სხვადასხვა ფაქტორებმა ითამაშა თავისი როლი და ის იძულებული გახდა მოეძებნა სხვა საქმე. ის იწყებს პუბლიცისტობას. 1842 წელს მარქსიხდება„რაინიშეცაიტუნგის“- გაზეთის - რედაქტორი, მაგრამ იმის გამო, რომ მის პუბლიკაციებს და მის სააზროვნო სტილს საკმაოდ აჟიოტაჟიც კი შეიძლება მოჰყოლოდა იმდროინდელი ცენზურისმხრიდან,მარქსი იძულებული გახდა, რომ გადაერჩინა ეს გაზეთი, უარი ეთქვა რედაქტორობაზე და ძირითადი დრო დაეთმო უკვე საკუთარი ფილოსოფიისდასაკუთარიაზრების ჩამოყალიბებისათვის. პირველი მისი ცნობილი ნაშრომი ქვეყნდება სწორედ ერთი წლის შემდეგ, 1843 წელს, და ეს არის ”ჰეგელისსამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის”. ეს ნაშრომი იმითაც არის ცნობილი, რომაქ ჩამოაყალიბა მარქსმარელიგიის კრიტიკის თავისი ძალიან ცნობილი დებულებები. რელიგიის განსაზღვრება, როგორც ხალხის ოპიუმი, რითაც ის ძალიან ცნობილია და თვითონ ეს ფრაზაც შემორჩა. შემდგომში უკვე საბჭოთა კავშირში ლენინმა მას ერთგვარი ლოზუნგის შინაარსიც კი მიანიჭა. საინტერესოა, რომ მარქსირელიგიას აკრიტიკებს სოციალური პერსპექტივიდან. თვითონ ეს ფრაგმენტი იწყება ასე: „რელიგია გადუხჭირებულთაკვნესაა, უგულო სამყაროს საგულეა, ისევე როგორც არასულიერებისსული, იგი ხალხის ოპიუმია“.ეს არის სწორედ მარქსისსიტყვები. შემდგომში მას მიაჩნია, რომ რელიგიას, როგორც ოპიუმს, ნარკოტიკულინივთიერების ზემოქმედება აქვს და ის უყუჩებს იმ რეალურ ტკივილებს, რომელიც ხალხს აქვს სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის და უსამართლობისგან მიღებული. შესაბამისად, რელიგიის კრიტიკა მას მიაჩნია აუცილებლად და შეიძლება შედეგიანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოგვარდება ან დაიძლევა სწორედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამდენად, ეს არ ყოფილა, უბრალოდ, ვთქვათ, ჩვეულებრივი ათეისტური გამონათქვამი, არამედ ამ გამონათქვამის უკან იდგა ძალიან ძლიერი სოციალური კრიტიკის მთელი პროგრამა. შემდგომში, მის მომდევნო ნაშრომებში ეს კრიტიკა უფრო და უფრო მეტად სისტემატურ ხასიათს იღებს. 1884 წელს იწერება მარქსის დაუსრულებელი ნაშრომი„ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები“.ამ ნაშრომის გამოქვეყნება მარქსმავერ მოახერხა და ის მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა.მნიშვნელოვანია ეს ნაშრომი იმითაც, რომ აქ მარქსმაჩამოაყალიბა შრომის თუ შრომითი გაუცხოების დებულება. რას ნიშნავს ”შრომითი გაუცხოება”? ამაში გულისხმობს მარქსიიმას, რომ მუშა, რომელიც აწარმოებს პროდუქციას, ის გაუცხოებული არის თავის სამუშაოსთან და მის მიერ შექმნილ პროდუქტთან. რას ნიშნავს ეს? ადამიანი ქმნის პროდუქციას, რომელიც მას არ ეკუთვნის. ის ასრულებს სამუშაოს, რომელიც მისი არ არის. ანუ ის გამოიყენება, როგორც საწარმოო საშუალება. და, შესაბამისად, ადამიანი მუშაობს და არც მის მიერ შესრულებული სამუშაო და არც მის მიერ შექმნილი პროდუქცია მას არ ეკუთვნის. სხვათა შორის, გაუცხოების ეს დებულება შემდგომში, მე-20საუკუნეში, აიღო ეგზისტენციალურმაფილოსოფიამ და სწორედ მარქსისამ გამოუქვეყნებელ ნაშრომს ეყრდნობაძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი მე-20საუკუნის ეგზისტენციალიზმისა. ეს დებულებები კიდევ უფრომეტად გააღრმავა მარქსმამოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ დაწერილ თეზისებში ფოიერბახისშესახებ. გერმანელი ფილოსოფოსი ლუდვიგ ფოიერბახიმარქსისერთ-ერთი მასწავლებელიც კი იყო. მასწავლებელი ამ შემთხვევაში არ გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლის უშუალო ურთიერთობას. მარქსმაძალიან ბევრი რამ გადაიღო და ისწავლა ფოიერბახისგან.ფოიერბახიცარ ყოფილა აკადემიური ფილოსოფოსი. ის არ იყო რომელიმეუნივერსიტეტის პროფესორი და ცნობილი გახდა, პირველ რიგში, როგორც რელიგიის კრიტიკოსი (მისი ცნობილი ნაშრომი,სხვათა შორის, ქართულ ენაზეც თარგმნილი, არის - „ქრისტიანობის არსი“)და, ამავე დროს, როგორც ისტორიის ინტერპრეტატორი. ფოიერბახიისტორიას განიხილავს, როგორც სტატიკურ მოვლენას. აქ წააწყდა მარქსიმთავარ სირთულეს და, შესაბამისად, ფოიერბახისკრიტიკული ანალიზის დროს ის თანდათანობით იწყებს იმ დებულების, ისტორიის გაგების ისეთი პრინციპების ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომში მარქსისდა მარქსისტული ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ ასპექტს, კერძოდ, ისტორიულ მატერიალიზმს დაედო საფუძვლად. კერძოდ ის, რომ ისტორია არ შეგვიძლია (ისევე, როგორც ადამიანების ცხოვრება და სამყარო) წარმოვიდგინოთ, როგორც რაღაც სტატიკური მდგომარეობა. ანუ ადამიანი, ისევე, როგორც მისი გარემოც, სამყარო, მუდმივ ცვლილებაშია და ეს უკავშირდება ადამიანის საქმიანობას - ადამიანი იცვლება მუშაობასთან, საქმიანობასთან ერთად, ისევე, როგორც ის ცვლის თავის გარემოს. გარემოც და ადამიანიც, სამყაროც და ადამიანიც, არის დინამიკა, მუდმივი დინამიკა და, შესაბამისად, ესა თუ ის ისტორიული მოვლენა (ეს არის შემდგომში უკვე ისტორიულ მატერიალიზმად ჩამოყალიბებული მარქსისტული დებულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი) - ყველაფერი უნდა განვიხილოთ კონკრეტულ ისტორიულკონტექსტში. ანუ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არსებობს რაღაც ასეთი უნივერსალური პარადიგმები, რომლებიც დროში არ იცვლება. მარქსისტული ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ კონკრეტული ისტორიული კონტექსტებია და ამ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტებში ადამიანების, როგორც ისტორიის მამოძრავებელი ძალის, მუდმივი ცვალებადობა.”თეზისები ფოიერბახის შესახებ” იმითაც არისმნიშვნელოვანი და ცნობილი, რომ ამ ტექსტში არისმარქსისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფორიზმი მოცემული ან ცნობილი ფილოსოფიური დებულება, საკმაოდ ბევრი ფილოსოფოსის მიერ საკამათო თემად ქცეული. კერძოდ ის, რომ მარქსიამბობს ასეთრამეს, რომ: ”ფილოსოფოსებიაქამდე მხოლოდ სხვადასხვაგვარადგანმარტავდნენ სამყაროს, ხოლო ახლა კი ფილოსოფიის საქმე არის ის, რომ მათ შეცვალონ სამყარო”. ანუ მარქსიახალშინაარსსდა ახალ მიზანმიმართულებას ანიჭებს ფილოსოფიას და ფილოსოფოსს, რომ ფილოსოფოსი უნდა გახდეს სამყაროს შემცვლელი.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

გიორგი მაისურაძე


გიორგი მაისურაძე საუბრობს კარლ მაქსის შესახებ. ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, კარლ მარქსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მოცემული ლექცია მის ბიოგრაფიას ეძღვნება.
საუბარია მარქსის დიდ ნაშრომზე “გერმანული იდეოლოგია”, რომელიც ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაწერა და აქვე, მოისმენთ ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შეხვედრისა და დამეგობრების ისტორიას, რამაც მერე მათი თანამშრომლობა გამოიწვია. ენგელსის დამსახურებაა, რომ მარქსის ნაშრომებმა ჩვენამდე მოაღწია.

 

სასწავლო ლექციები

  1. 16:02
  2. 12:21
  3. 11:06
  4. 10:46