library-icon შთა

კარლ მარქსის შესახებ

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 50 წუთი 15 წამი
eye

2,880

1 /

კურსის შესახებ: გიორგი მაისურაძე , გიორგი მაისურაძე კარლ მარქსის შესახებ (ნაწილი III)

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 50 წუთი 15 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

მარქსის შემდგომი სააზროვნო განვითარების გასაგებად მნიშვნელოვანი არის მისი ბიოგრაფიული მომენტების გათვალისწინებაც, კერძოდ ის, რომ 1848 წლის შემდეგ მარქსი იძულებული ხდება, კიდევ ერთხელ დატოვოს გერმანია, თავისი სამშობლო და, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლომდე ის რჩება უპასპორტო, მოქალაქეობა დაკარგული და მუდმივ ემიგრაციაში, მუდმივ მომთაბარეობაშიც კი. ის თავდაპირველად გადასახლდა ისევ პარიზში, იქიდან იქნა გაძევებული პრუსიის მთავრობის მოთხოვნით. ის ჯერ გადადის ბელგიაში, ბელგიიდან კი იძულებული არის, წავიდეს ლონდონში და, სხვათა შორის, ლონდონში მოახერხა დიდი ხნით დარჩენა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა ლონდონში, მერე ერთი შუალედი ჰქონდა, როდესაც დაბრუნდა ისევ გერმანიაში, მოახერხა უკან დაბრუნება, მაგრამ ისევ იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა გერმანია. ამ შემთხვევაში ჯერ პრუსიის სახელმწიფო საზღვრები და დაბრუნებულიყო კიდევ ერთხელ ლონდონში, სადაც მან უკანასკნელი წლები გაატარა და გარდაიცვალა. დაკრძალულია ლონდონში. მარქსი გარდაიცვალა 1883 წელს. აქ მან დაწერა და შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომები და აქ იყო ის ყველაზე აქტიური პოლიტიკურადაც. პოლიტიკურ აქტივობას რაც შეეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის 1864 წელს მის მიერ (თუ მისი ძალიან დიდი თანამონაწილეობით და ინიციატივით) შექმნილი მუშათა საერთაშორისო ასოციაცია, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც ის იყო. ეს მუშათა საერთაშორისო ასოციაცია ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი კომუნისტური ინტერნაციონალი. მარქსი ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა 1872 წლამდე. 1872 წელს ნელ-ნელა უკვე შიდა არეულობა იწყება ამ ორგანიზაციაში. მარქსმა დატოვა ეს ორგანიზაცია და მალე ეს ორგანიზაცია დაიშალა. ოფიციალურად დაიშალა 1879 წელს, მაგრამ მარქსის წასვლის შემდეგ ამ ორგანიზაციამ ფაქტობრივად დაკარგა თავისი ძალა და გავლენა. შემდგომში იქმნება მეორე ინტერნაციონალი, მესამე ინტერნაციონალი, მეოთხე ინტერნაციონალი და ა.შ. კომუნისტურ ინტერნაციონალს არ შეუწყვეტია არსებობა.
ამის პარალელურად მარქსი კიდევ უფრო ინტენსიურად აგრძელებს თეორიულ და ლიტერატურულ საქმიანობას. სანამ მის საბოლოო და დამაგვირგვინებელ ნაშრომზე გადავიდოდეთ, უნდა ვახსენოთ შუალედური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულება, ეს არის 1859 წელს შექმნილი „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“.მარქსს ეს ჰქონდა ჩაფიქრებული თავის ოპუსმაგნუმად,ანუ დიდ და დამაგვირგვინებელ ნაშრომად, მაგრამ გამოქვეყნების დასრულების შემდეგ ის უკმაყოფილო იყო თავისი კვლევის შედეგებით და ამიტომაც მან შეწყვიტა მასზე მუშაობა, მაგრამ ფაქტობრივად იგივე დებულებები გააგრძელა და დაასრულა თავის დამაგვირგვინებელ ნაშრომში, „კაპიტალში“.მაგრამ „პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის“მნიშვნელოვანია თუნდაც მისი ერთი, მისი ძალიან ცნობილი დებულების გამო. ეს ეხება ცნობიერებას და ცნობიერების განსაზღვრებას. კერძოდ, ასეთი აზრი აქვს მარქსს ჩამოყალიბებული, რომ: ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ადამიანის ყოფიერებას, არამედ, პირიქით - ადამიანის ყოფა და ყოფიერება არის ცნობიერების განმსაზღვრელი. ეს, ფაქტობრივად, იყო ძალიან დიდი პარადიგმის შეცვლა აზროვნების ისტორიაში. ამით მარქსმა (ერთი მხატვრული გამონათქვამი აქვს მას, რომ ჰეგელისფილოსოფია, რომელიც იყო თავით მიწაზე დაყენებული, მან ამოაბრუნა და ფეხებზე დააყენა მყარ მიწაზე) იდეალისტური დამოკიდებულება სამყაროსადმი შეცვალა და დააყენა მატერიალურ საფუძვლებზე. ძალიან ხშირად ამ დებულებამ, რომ ცნობიერებას განსაზღვრავს ყოფიერება და ყოფიერება არის განმსაზღვრელი ცნობიერების, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ვულგარული ფორმებიც მიიღო. განსაკუთრებით მახსოვს გვიანი საბჭოთა ხანა, საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესი, როდესაც ამ დებულებას ძალიან არასწორად და, შეიძლება ითქვას, ზედაპირულადგანმარტავდნენ და ხედავდნენ გარკვეულ ეთიკურ თუ მორალურ პრინციპებს, რა უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომლის ყოფაც განსაზღვრავს მის ცნობიერებას. სინამდვილეში, ასე მარტივად არ არის საქმე, ასე მარტივად არ უნდა იქნას წარმოდგენილი და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ფილოსოფიური აზრი მარქსის შემოქმედებაში,მარქსის,როგორც ფილოსოფოსის, აზროვნებაში და აქ სწორედ ლაპარაკია იმაზე, რომ არ არსებობს ცნობიერება, როგორც რაღაცა მიღმიური,რომელიც არ არის დაკავშირებული ადამიანის ყოფასთან, მის ყოფიერებასთან. ადამიანის ყოფიერება არის ამოსავალი წერტილი და ადამიანს აქვს სწორედ ისეთი იდეები, ისეთი მსოფლმხედველობა და, შესაბამისად, ისეთი ცნობიერება, როგორიც არის მისი ყოფიერება, მისი ყოფა. არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ცნობიერება არის რაღაცა განყენებული; რომ მე რაღაცა პრინციპებს მივიღებ და შემდგომში ეს პრინციპები საიდანღაც ჰაერიდან ან ციდან ჩნდება და მათი მეშვეობით შემიძლია ვიხელმძღვანელო და განვსაზღვრო ჩემი ცხოვრება. მე-20საუკუნის გამოცდილებამ და მარქსის შემდგომ გაჩენილმა მიმდინარეობებმა, მიმართულებებმა თუ სამეცნიერო დისციპლინებმა უფრო კონკრეტულად და ფართოდ აჩვენეს სწორედ ამ ტრანსფორმაციის ეს პროცესი, რამდენად არის განმსაზღვრელი ადამიანის ყოფიერება და ის პირობები, რომელშიც მას უხდება არსებობა, ცხოვრება, მისი ცნობიერების განმსაზღვრელი; როგორ აღიბეჭდება ადამიანის ცნობიერებაშიყოფიერების ნიშნები. თვითონ მარქსს ასეთივე დებულებაც კი აქვს, რომ იდეალური არის ადამიანში, ადამიანის თავში გადათარგმნილი მატერიალური. არანაირი იდეალური არ შეიძლება მოწყვეტილად განვიხილოთადამიანისგან და მისი ყოფიერების პირობებისგან. ძირითადი მარქსისტული, როგორც შემდგომში ეწოდა, დიალექტური მატერიალიზმის თუ ისტორიული მატერიალიზმის ამოსავალი პრინციპი სწორედ ის არის, რომ არაფერი იდეალური არ არის წარმოსადგენი მოწყვეტილად ადამიანის ყოფიერებისგან. იდეალური - ეს არის ტრანსფორმირებული, თარგმნილი, გადაწერილი ადამიანისმატერიალური ყოფა. შესაბამისად, ვერ მოვთხოვთ ადამიანს, რომელსაც უხდება გარკვეულ ცხოვრებისეულ პირობებში ყოფნა და ცხოვრება, რომ მას ჰქონდეს რაღაცა სხვა ტიპის ცნობიერება და სხვა ტიპის იდეები, იდეალები, რომლებიც უცხო არის მისი ყოფის და ცხოვრების სტილისათვის ან იმ მდგომარეობაში, რომელშიც მას უხდება ყოფნა. ამ აზრის ექო, პირდაპირ კავშირში მყოფი მარქსთან ან არაპირდაპირ კავშირში, შეგვიძლია დავინახოთ არაერთ მე-20საუკუნის დიდ მოაზროვნესთან, დიდ ფილოსოფოსთან, მათ შორის ისეთებთანაც, რომლებსაც, პრინციპში, მარქსთანდა მარქსიზმთან არაფერი საერთო არ ჰქონიათ. მაგალითად, თუ გავიხსენებთ ლუდვიგ ვიტგენშტაინს.მას აქვს ასეთი აზრი, რომ რადიკალურად განსხვავებულია სამყაროს ხატები იმ ადამიანისა, რომელიც არის ბედნიერი, და რომელიც არ არის ბედნიერი. ვიტგენშტაინსასე აქვს ჩამოყალიბებული: ბედნიერი ადამიანის სამყაროს ხატი სხვა არის და უბედურის ადამიანის (ან არაბედნიერიადამიანის) სამყაროს ხატი - რადიკალურად განსხვავებული. იგივე შეგვიძლია დავინახოთ ფსიქოანალიზშიც, მსგავსი პარადიგმა. ფსიქოანალიზში არის, პირველ რიგში, ლაპარაკი ადამიანის ფსიქიკაზე და, ამავე დროს, ადამიანის ცნობიერებაზეც თავისი სხვადასხვა შრეებით, ცნობიერი შრე იქნება თუ არაცნობიერი შრე. და მისი განმსაზღვრელი არის სწორედ ის ფსიქოლოგიური ტრავმები და სხვადასხვა ფენები, მის ბიოგრაფიაში შეგროვილი და შედუღაბებული, რომლებიც განსაზღვრავენ მის ფსიქიკას და მის ცნობიერებას. რევოლუციურ ფსიქოანალიზში, რომელიც ძალიან ახლო კავშირში არის მარქსთან და მარქსისეულ პარადიგმებთან, არის სწორედ ის, რომ ცნობიერების განმსაზღვრელი, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფროიდთანარის ლაპარაკი ფსიქიკაზე - ფსიქიკა არის ცნობიერების, კიდევ ვიმეორებ, ორი სხვადასხვა შრის, ცნობიერი თუ არაცნობიერი შრეების, ფროიდთანეს იქნება ის ტრამვებითუ შთაბეჭდილებები, რომლებიც ადამიანს აქვს მისი ცხოვრების პერიოდში მიღებული, მიღებული სწორედ გარესამყაროდან,და ამაზე აიგება შემდგომში მისი ცნობიერება, მისი ფსიქიკაც და მისი ცნობიერებაც. ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ ღრმა აზრი მარქსისეული,რომ ცნობიერებას განსაზღვრავს ყოფიერება, აქ არაფერი ადამიანის დამამცირებელიარ არის. ეს არის სწორედ ის რეალობა, რომლის აღწერაც მარქსმა სცადა და საკმაოდ წარმატებულადაც.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

გიორგი მაისურაძე


გიორგი მაისურაძე საუბრობს კარლ მაქსის შესახებ. ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, კარლ მარქსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მოცემული ლექცია მის ბიოგრაფიას ეძღვნება.
საუბარია მარქსის დიდ ნაშრომზე “გერმანული იდეოლოგია”, რომელიც ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაწერა და აქვე, მოისმენთ ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შეხვედრისა და დამეგობრების ისტორიას, რამაც მერე მათი თანამშრომლობა გამოიწვია. ენგელსის დამსახურებაა, რომ მარქსის ნაშრომებმა ჩვენამდე მოაღწია.

 

სასწავლო ლექციები

  1. 16:02
  2. 12:21
  3. 11:06
  4. 10:46