კურსის შესახებ: გიორგი მაისურაძე , გიორგი მაისურაძე კარლ მარქსის შესახებ (ნაწილი IV)
4 ლექცია, ხანგრძლივობა: 50 წუთი 15 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
ბოლოს შეგვიძლია უკვე ვახსენოთ მარქსის აზროვნების შემაჯამებელი და დამაგვირგვინებელი ნაშრომი, უზარმაზარი მონოგრაფია „კაპიტალი“.კაპიტალის წერა მარქსმადაიწყო1860-იანწლებში, შეიძლება ცოტა უფრო ადრეც. ამ უზარმაზარი მონოგრაფიის ქვესათაური იყო ”პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის”. საკმაოდ რთული, ფუნდამენტური ნაშრომია და ძალიან ძნელი იქნება, ორიოდე სიტყვით შეგვეჯამებინა შინაარსი თვითონ ამ თხზულების. მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მარქსმა მხოლოდ”კაპიტალის”პირველი ტომის გამოქვეყნება მოასწრო თვითონ. 1867 წელს გამოქვეყნდა ”კაპიტალის”პირველი ტომი, ხოლო მეორე და მესამე ტომები გამოქვეყნდა მარქსის გარდაცვალების შემდეგ და ისინი გამოსცა ფრიდრიხ ენგელსმა.ბოლო წლებში ის უკვე საკმაოდ ჩაკეტილი იყო და საკუთარი სახლიდან არ გამოდიოდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება მან სწორედ ”კაპიტალზე”მუშაობას მიუძღვნა. საკმაოდ მძიმე პირობებშიც კი, მას ეკონომიურადაც უჭირდა და გარდა ეკონომიური გაჭირვებისა, პირადი ცხოვრებისეული ტრაგედიები - შვილი დაეღუპა, შემდგომში მეუღლე და მარტოდ დარჩენილისაკმაოდ არახელსაყრელ ცხოვრებისეულ პირობებში ის დაავადდა და გარდაიცვალა 1883 წელს, სწორედ ”კაპიტალზე”მუშაობისას. მას თვითონ აქვს ნათქვამი, რომ ”კაპიტალი”ეს არ არის არავითარ კავშირში სოციალურ ინტერნაციონალთან თუ კომუნისტურ ინტერნაციონალთან და არ უნდა იქნას გაგებული, როგორც რაღაც პოლიტიკური თხზულება. ის ამბობს, რომ ”კაპიტალი”ეს არის გერმანული ”გაისტის”, გერმანული გონის ნაყოფი და ის საკუთარ თავს, განსაკუთრებით ამ ბოლო ფუნდამენტურ ნაშრომს მოიაზრებდა გერმანული აზროვნების ტრადიციაში, როგორც გერმანული სააზროვნო ტრადიციის ნაყოფს და მის დამაგვირგვინებელ ნაშრომს. როგორ შეგვიძლია ორიოდე სიტყვით ჩამოვაყალიბოთ, რას ეძღვნება ”კაპიტალი”.მარქსიცდილობს, ფუნდამენტურად, საფუძვლიანად გააანალიზოს არა მხოლოდ ეკონომიური თეორიები და ის, რაც უკავშირდება კაპიტალს დეტალური ანალიზით ყველა ცალკეული ასპექტის, რაც კაპიტალს და კაპიტალის წარმოებას უკავშირდება. ამავე დროს, თუ მაინც შევეცდებით, რაღაც ორიოდე წინადადებაში შევაჯამოთ, მარქსილაპარაკობს არა კაპიტალიზმზე, არამედ კაპიტალის წარმოების წესზე. და, შესაბამისად, საზოგადოება, რომელშიც არის ამგვარი სოციალური ურთიერთობები, ეს არის კლასობრივი საზოგადოება. მარქსი ისევ უბრუნდება თავის ძველ დებულებას იმის შესახებ, რომ ადამიანს ეძლევა ხელფასი თავისი სამუშაოსათვის და ეს არის ერთადერთი ის, რასაც ის საკუთარი შესრულებული სამუშაოს და შექმნილი პროდუქტის სანაცვლოდ იღებს. ასეთ საზოგადოებაში, ანუ იმ საზოგადოებაში, რომელიც მთლიანად არის იმ კაპიტალის სამსახურში ჩაყენებული, რასაც შემდგომში ჩვენ უკვე ვუწოდებთ კაპიტალიზმს, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ფორმაციას, ყველაფრის განმსაზღვრელი არის ის სოციალური ფენა, კერძოდ, ბურჟუაზია, ან კაპიტალისტები, რომლებიც ფლობენ იმ ქონებას, რომელიც მათი შექმნილი არ არის. შემქმნელი არის სხვა და მას, იმ სხვა ადამიანს, რომელიც ქმნის ამ პროდუქციას, ის იღებს მხოლოდ და მხოლოდ ანაზღაურებას ხელფასის სახით. მაგრამ არა აქვს მისასვლელი იმ პროდუქტთან, რომელიც მისი ხელით იქმნება. აქ ხედავს მარქსისწორედ ადამიანის და, შესაბამისად, მშრომელი კლასის, მშრომელი სოციალური ფენების ექსპლუატაციის ძირითად ასპექტს.
ამავე დროს, მარქსისკრიტიკა სცდება სოციალური კრიტიკის ფარგლებს. საუბარი არის თვითონ პოლიტიკაზეც, პოლიტიკაზეც, რომელიც ასევე განსაზღვრული არის და თავიდან ბოლომდე არის კაპიტალის სამსახურში. კაპიტალი არის თვითონ ძალაუფლების გამოხატულება. მთელი პოლიტიკური ძალაუფლება არის ამ დაგროვილი კაპიტალის და მათი მფლობელების სამსახურში. თუკი შეიძლება, რომ მოკლედ შევაჯამოთ დებულებები, შეგვეძლო ამგვარი სახით ჩამოგვეყალიბებინა.
ამავე დროს, რა თქმა უნდა, მარქსიიძლევა ძალაუფლების სრულიად უნიკალურ ანალიზს ამ ნაშრომში და შეიძლებოდა კიდევ გაგვეხსენებინა ის, რაც ძალაუფლების კრიტიკას ეხება. მარქსისერთი ძალიან ცნობილი დებულება, სწორედ ”კაპიტალში”გაანალიზებული, როდესაც ლაპარაკობს ის სუვერენზე, ხელისუფალზე, ვთქვათ, მეფეზე, მეფე არის იმდენად მეფე და მას გააჩნია იმდენად ძალაუფლება, რამდენადაც მას ჰყავს ქვეშევრდომები.ქვეშევრდომები იმდენად არიან ქვეშევრდომები, რამდენადაც არსებობს ვიღაცა, რომელსაც ისინი ემორჩილებიან. აქ შეგვიძლია ისევ დავინახოთ ისევ გამოძახილი ადრეული მარქსისყველაზე გავლენიანი მოაზროვნის,ჰეგელისა,ჰეგელის ყმისა და ბატონის დიალექტიკისა. უფრო მეტი კონკრეტიკარომ შემოვიტანოთ, უნდა აღინიშნოს, რომ მარქსისტული ძალაუფლების ანალიზი მთლიანად არის ორივე მხრიდან, იქნება ეს ქვეშევრდომის და ძალაუფლების მფლობელის მხრიდან, ურთიერთშეთანხმებაზე, ერთმანეთის ცნობაზე. ანუ მე თუ ვარ ქვეშევრდომი, ჩემს ქვეშევრდომობას განსაზღვრავს ჩემი ამგვარი დამოკიდებულება ძალაუფლების მფლობელის მიმართ. შესაბამისად, ის, ვინც ფლობს ძალაუფლებას - სუვერენი არის ის, ვისაც ემორჩილებიან. აი, ამგვარი სურათი შექმნა მარქსმა,რომელმაც შემდგომი გადამუშავება ჰპოვა მე-20საუკუნის არაერთ პოლიტიკურ თეორიაში. მე 20-საუკუნეგამორჩეული არის იმითაც, რომ ჩნდება სხვადასხვაგვარი მარქსისტული ორიენტაციის ფილოსოფიური თუ პოლიტიკური მიმდინარეობები. პოლიტიკაში ცხადია, ეს პირველ რიგში უკავშირდება მარქსისტული ფილოსოფიის საფუძველზე შექმნილ ახალ პოლიტიკურ თეორიას, რომელსაც შემდგომში ეწოდა მარქსიზმ-ლენინიზმი და ეს დაედო საფუძვლად საბჭოთა სახელმწიფოს და მთლიანად მთელ სოციალისტურ ბანაკს. აქედან გამომდინარე, მარქსსხშირად ადანაშაულებენ იმაშიც, რომ მთელი ის ტოტალიტარული სისტემები, რომელიც მე-20საუკუნემ მოიტანა - და ეს ტოტალიტარული სისტემები იყო მარქსისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული - მარქსსაც მიუძღვის დანაშაული იმ სისასტიკეებისგამო, რომლებიც შემდგომში ამ ტოტალიტარულმა წყობილებებმა განახორციელეს ადამიანების მიმართ. საყურადღებოა ისიც, რომ მარქსმაგარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ თავის წერილშიფრიდრიხ ენგელსს მისწერა ასეთი რამ, რომ ვერ ვიტყვი რომელი მიმართულების, მიმდინარეობის მიმდევარი ვარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა: მე არ ვარ მარქსისტი. ანუ მარქსმათქვა, რომ ის არ იყო მარქსისტი. შესაბამისად, ის უკვე გრძნობდა თავისი სიცოცხლის ბოლოს იმ საფრთხეს, როგორ შიძლებოდამისი ფილოსოფიური, ეკონომიური თუ პოლიტიკური ნააზრევი გამოყენებულიყო დამახინჯებულად და ბოროტად იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც ხშირად იბრალებდნენ მარქსისნააზრევის მიმდევრობას და შემდგომში თავისებურ ინტერპრეტაციას იძლეოდნენ და თავისებურად იყენებდნენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამდენად, ძალიან ძნელია, მარქსსმოვთხოვოთ პასუხი იმისათვის, რაც, ვთქვათ, სტალინმა - იქნება ეს სტალინი, თუ მაოძედუნი,თუპოლპოტიდა ა.შ. სხვადასხვა დიქტატორები- და მოვთხოვოთ პასუხი მარქსსიმსისა სტიკეებისათვის,რომლებიც მისი ფილოსოფიის ან მისი ნააზრევის სახელით იქნა განხორციელებული მე-20 საუკუნეში. რაც შეეხება მარქსს,როგორც ფილოსოფოსს ან როგორც მოაზროვნეს და ავტორს, სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ვარიაციებით, მარქსიზმს არასოდეს შეუწყვეტია არსებობა. და ის არანაირად არ უკავშირდებაიგივე სოციალისტური სისტემის კრახს მე-20საუკუნის მიწურულს, და არც დღეს, 21-ესაუკუნეში,მარქსსდა მის დებულებებს არ დაუკარგავს აქტუალობა. ამას მოწმობს თუნდაც დასავლეთ ევროპის იქნება თუ ამერიკის და არა მხოლოდ ერთ კულტურულ წრეში, არამედ მთელს მსოფლიოში მარქსიზმის დამარქსის დებულებების აქტუალურობა და მისი კვლევა, საკმაოდ ფართომასშტაბიანი კვლევა საუნივერსიტეტო და აკადემიურ გარემოში. არა მხოლოდ საუნივერსიტეტოში, რა თქმა უნდა. მისი ზეგავლენა ძალიან დიდი იყო ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე და, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარქსისგარეშე პირველ რიგში მე-20საუკუნის კულტურის გაგება და წარმოდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია.
გიორგი მაისურაძე საუბრობს კარლ მაქსის შესახებ. ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, კარლ მარქსი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მოცემული ლექცია მის ბიოგრაფიას ეძღვნება.
საუბარია მარქსის დიდ ნაშრომზე “გერმანული იდეოლოგია”, რომელიც ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაწერა და აქვე, მოისმენთ ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შეხვედრისა და დამეგობრების ისტორიას, რამაც მერე მათი თანამშრომლობა გამოიწვია. ენგელსის დამსახურებაა, რომ მარქსის ნაშრომებმა ჩვენამდე მოაღწია.