კურსის შესახებ: გიგა ზედანია , გიგა ზედანია კანტისა და განმანათლებლობის შესახებ (ნაწ. II)
2 ლექცია, ხანგრძლივობა: 33 წუთი 28 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
თვითონ სათაურიდანაც სჩანს ტექსტი, რომელიც ეძღვნება განმანათლებლობის საკითხს და პრონციპში , ალბათ , ეს არის ‘’წმინდა გონების კრიტიკის’’ არ იყოს ყველაზე გავლენიანი ტექსტი, რომელიც საერთოდ განმანათლებლობის შესახებ დაწერილა, ის შეიცავს ყველაზე ცნობილ და ზუსტ განმარტებას იმისა თუ რა არის განმანათლებლობა და ეს განმარტება შემდეგნაირად ჟღერს: განმანათლებლობა ეს არის ადამიანის გამოსხვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია- ამბობს კანტი. რა საკვირველია, იმისთვის, რომ გავიგოთ რას ნიშნავს ეს განმარტება, ჯერ პირველ რიგში უნდა განვმარტოთ ცნება-უმწიფრობა და კანტი განმარტავს რა არის უმწიფრობა-ეს არის შეუძლებლობა მოიხმარო შენი საკუთარი გონება . ეს არის ძალიან საინტერესო განმარტება, იმიტომ , რომ პრონციპში ჩვენ ჩამოვთვალეთ განმანათლებლობის სამი ძირითადი განზომილება : მეცნიერების რწმენა , დემოკრატიზაცია პოლიტიკაში და რელიგიის კრიტიკა, არცერთი მათგანი კანტის განმარტებაში არ არის გადმოცემული . შეკითხვაა რატომ ? იმიტომ , რომ კანტი ცდილობს, ბევრად უფრო საბაზისო, ფუნდამენტური, ბევრად უფრო საფუძვლადმდებარე ფენომენი აღწეროს, რომლიდანაც შემდეგ ყველა დანარჩენი გამომდინარეობს, და ეს ფენომენი არის ის ,რომ ადამიანს უნდა შეეძლოს თვითონ იაზროვნოს. კანტის განმანათლებლობის ცნება სულ არ არის ელიტური, პირიქით, კანტი არ ფქრობს, რომ განმანათლებლობა ის არის , რომ ვიღაცა განათლებულმდა ადამიანმა უნდა გაანათლოს ვიღაცა გაუნათლებელი, კანტი ითხოვს თითოეული ადამიანისგან , რომ მან მოიხმაროს თავისი გონება. ის არ ითხოვს ცოდნას, ეს არის ძალიან საინტერესო, ის არ ამბობს, რომ განმანათლებლობის მიზანია ადამიანს ჰქონდეს ცოდნა , მაგალითად სამყაროს შესახებ. არა, ის ამბობს, განმანათლებლობა არის გამოსვლა იმ მდგომარეობიდან, როდესაც ადამიანს არ შეუძლია, თავისი გონება თვითონ მოიხმაროს.
რა არის პირველ რიგში მიზეზები, რომლის გამოც ადამიანს არ შეუძლია ამის გაკეთება, ანუ რომლის გამოც ადამიანი უმწიფრობაში რჩება. ეს მიზეზები , კანტის მიხედვით არის სილაჩრე და სიზარმაცე. ანუ კანტი თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად იწყებს ინდივიდუალურ ადამიანზე აპელირებით. ის იწყებს იმით, რაც თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკე უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ განმანათლებლობა , როგორც პროცესი შედგეს. ეს არის , ისევ ვიმეორებ, არა ელიტური ცნება განმანათლებლობისა, ეს არ არის ცნება განმანათლებლობისა , რომელიც გულისხმობს იმას , რომ განათლება ზემოდან ქვეემოთ წამოვა და ელიტა გაანათლებს ხალხს. ეს არის ცნება, რომელიც პასუხისმგებლობას ცალკეულ ადამიანს სთხოვს. მაგრამ, კანტი , რა საკვირველია, აცნობიერებს იმას , რომ გარდა ინდივიდუალური აქტებისა, ცალკეული ადამიანების მიერ, რომელიც უნდა განხორციელდეს და რომელმაც თითოეულ ადამიანს უნდა მისცეს საშუალება თვითონ გამოიყენოს თავისი გონება, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოების გამოსვლა აი ამ მდგომარეობიდან, რომელშიც მის ცალკეულ წევრს არ აქვს შესაძლებლობა თავისი გონება გამოიყენოს. კანტი, სხვათა შორის, გვაძლევს სამ მაგალითს, იმისა თუ რას გულისხმობს ის თავისი გონების გამოყენება- არგამოყენებაში. მაგალითად, როდესაც ჩვენ წიგნში ამოკითხულ ცოდნას ვენდობით და არ ვიყენებთ ჩვენ საკუთარ განსჯას, როდესაც ექიმს ვენდობით და მის დანიშნულ დიეტას ვენდობით და არა ჩვენ თვითონ მივდივართ დასკვნამდე რა გვჭირდება, როდესაც ჩვენ მოძღვარს ვენდობით და არა საკუთარ სინდისს, აი ეს არის სწორედ უმწიფრობის მაგალითები.
ახლა რომ დავფიქრდეთ, რა საკვირველია, კანტი არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ექიმს არ დაუჯეო, რაღაცა სამედიცინო საკითხის თაობაზე. სხვათაშორის კანტს იმდენად ფართო განათლება ჰქონდა , რომ მას შეეძლო თავისი თავის მკურნალობა. ცნობილია , რომ ის ძალიან მყიფე ჯანმრთელობის ადამიანი იყო და მიუხედავად ამისა, 80 წლამდე მიაღწია იმიტომ, რომ მან თვითონ შეიმუშავა თავისი განსაკუთრებული რეჟიმი, ცნობილი იყო იმით, რომ ძალიან ზუსტად გამოდიოდა ხოლმე სახლიდან, იმდენად ზუსტად , რომ გამოვიდოდა სასეირნოდ მეზობლები საათსაც კი ასწორებდნენ . ცნობილია ისტორიები, რომ მაგალითად უჭერდა ქამარი და სპეციალური საკიდები შეიმუშავა , რომ სისხლის მოძრაობა მის სხეულში ყოფილიყო ,ასე ვთქვათ, ისეთი რომელსაც პრობლემები არ შექმნოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ , რა საკვირველია, კანტმა იცის , რომ მედიცინაში ვიღაცის რჩევა, ვიღაცის დახმარება დაგჭირდება. ასევე კანტმა იცის, რომ წიგნი დაგჭირდება იმისთვის, რომ ამოიკითხო იქ გარკვეული სფეროების შესახებ ინფორმაცია. მაგრამ რასაც კანტი გულისხმობს , არის ის რომ შენ უნდა შეგეძლოს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ნებისმიერი ავტორიტეტი, იქნება ეს : სამედიცინო ავტორიტეტი , სამეცნიერო ავტორიტეტი თუ რელიგიური ავტორიტეტი. იმიტომ , რომ კანტის მიხედვით განმანათლებლობის ეპოქა ასევე არის კრიტიკის ეპოქა. კრიტიკას ჩვენ ცოტა განსხვავებული გზით ვიყენებთ და კანტი ოდნავ სხვა მნიშვნელობას აძლევს მას. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ვიღაცა გავაკრიტიკეთ, ვგულისხმობთ რომ უარვყავით ის რასაც ამბობდა. კანტის სხვა მნიშვნელობას სდებს კრიტიკაში იმიტომ, რომ კრიტიკა მისთვის არის გასინჯვა და ანალიზი გარკვეული ფენომენისა თუ პრეტენზიისა, რომელიც შემდეგ შეიძლება სრულიად ლეგიტიმური აღმოჩნდეს. ანუ კრიტიკული მიდგომა კანტისათვის არ ნიშნავს უარყოფას , არამედ ნიშნავს უბრალოდ განსჯის გამოყენებას, იმისათვის, რომ გავიგოთ ვიღაცა ავტორიტეტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია ჭეშმარიტია თუ არა. მაგალითად ეს პრეტენზია შეიძლება იყოს რელიგიური ავტორიტეტისგან, შეუიძლება იყოს სამეცნიერი ავტორიტეტისაგან, შეიძლება იყოს პოლიტიკური ავტორიტეტისაგან და კრიტიკული მიდგომა, ანუ განმანათლებლური მიდგომა გულისხმობს თითოეული ამ ავტორიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას საკუთარი გონებისა და განსჯის აქტივაციას, რის შემდეგაც მივდივართ დასკვნამდე- ეს ავტორიტეტები სიმართლეს ამბობენ თუ არა. მაგრამ, სწორედ ამიტომაც, ჩვენ გამოვდივართ მათი მეურვეუბიდან, ჩვენ აღარ ვართ ბავშვები , რომელსაც სჭირდება მეურვე, ვინც ამ ბავშვების მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვხვდებით ზრდასრულები, გამოვდივართ უმწიფრობის მდგომარეობიდან და გადაწყვეტილებებს უკვე ჩვენ ვიღებთ. რა საკვირველია, ჩვენამდე მოდის ამ ავტორიტეტების პრეტენზიები გარკვეულ სფეროებზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენზეა. ეს არის სწორედ შინაარსი განმანათლებლობის ეთოსისა , რომელსაც დაგვისახავს კანტი. მაგრამ, გარდა ამისა, არსებობს განმანათებლობის მეორე განზომილებაც, ეს არის საზოგადოებრივი განზომილება და აქ კანტს ასევე აქვს თავისი წარმოდგენა თუ როგორ უნდა მოხდეს განმანათლებლობის შეღწევა საზოგადოების მთლიანობაში და როგორ უნდა გასცდეს განმანათლებლობა ცალკეული ადამიანების მამაც, გაბედულს , ინდივიდუალურ ფაქტებს და როგორ უნდა გადავიდეთ ჩვენ განმანათლებლობის ეპოქიდან განათლებულ ეპოქამდე. ამისათვის კანტი ჩვენ გვთავაზობს ერთ მნიშვნელ;ოვან განსხვავებას გონების საჯარო და კერძო გამოყენებებს შორის. კანტი ამოდის იმ დაკვირვებიდან რომ მის ეპოქაში ყველა ავტორიტეტი მოითხოვდა დაქვემდებარებული ადამიანებისაგან იმას, რომ არ ემსჯელათ. რა იგულისხმება, მაგალითად ოფიცერი ჯარისკაცებს ეუბნებაო- ამბობს კანტი, რომ კი ნუ მსჯელობთ , დამმორჩილდით. ასევე, სასულიერო პირი მრევლს ეუბნება კი ნუ მსჯელობთ ილოცეთ. პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანი ქვეშევრდომებს ეუბნება- კი ნუ მსჯელობთ- ბრძანებები შეასრულეთ. და ახლა კანტი კითხულობს,სწორია თუ არა ასეთი დამოკიდებულება ავტორიტეტის წარმომადგენლებისა ქვეშევრდომების მიმართ და ის ამბობს- არა, სწორი არ არის. რა საკვირველია , კანტი არ უარჰყოფს იმას, რომ ადამიანი ზემდგომს უნდა დამორჩილდეს. მარტივი მაგალითი რომ ვთქვათ, თუ ომში ოფიცერი გასცემს ბრძანებას, ჯარიკაცს არ აქვს უფლება თქვას, რომ მე ჩემი საკუთარი აზრი მაქვს , რომელიც არ მაძლევს საშუალებას დაგმორჩილდეთ, იმიტომ , რომ სხვა გადაწყვეტილება იქნება უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ეს მოხდება და თითოეული ჯარისკაცი დაიწყებს ფიქრს, მაშინ ჯარი მოქმედებაში ვერ მოვა. ანუ ჯარისკაცი ვალდებულია, კანტის აზრით, დაემორჩილოს ოფიცერს, მაგრამ, ოფიცრის მოთხოვნა , რომ საერთოდ არ იმსჯელოს არის არასწორი. უნდა არსებობდეს სფერო, სადაც მსჯელობა მათ შორის ოფიცრის ბრძანების სიკარგეზე , შეიძლება განხილულ იქნას, მეტიც შეიზლება კითხვის ნიშნის ქვეშ მოხვდეს და მეტის მისი სისწორეც უარყოფილი იქნას. როგორი უნდა იყოს ეს სფერო, რა არის ეს სფერო. მეორე მაგალითს მოვიყვან. თუ მღვდელი, რომელიც ასრულებს თავის ფუნქციას , თავის მოვალეობებს ეკლესიაში აღმოაჩენს, რომ გარკვეული ნაწილი დოგმებისა, რომელთაც აღიარებს მისი ეკლესია აღარ არის უეჭველი მისთვის, მას აქვს კრიტიკული მოსაზრებები, აქვს თუა რა ამ მღვდელს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას ეს დოგმები ? კანტი ამბობს, როდესაც ის ასრულებს თავის მოვალეობას, მაგალითად , ქადაგებს ეკლესიაში, მან უნდა იქადაგოს რწმენის იმ სიმბოლოს მიხედვით, რომელიც მის ეკლესიაშია მიღებული, მაგრამ, არსებობს თუ არა რაიმე სხვა სფერო, სადაც, შეიძლება ამ დოგმებზე კრიტიკული , რაციონლური მსჯელობა. მესამე მაგალითს მოვიყვან, ადამიანი, ნებისმიერი მოქალაქე იხდის გადასახადებს ,სრულიად არასწორი იქნებოდა , რომ ადამიანმა თქვას რომ მე გადასახადებს არ გადავიხდი იმიტომ , რომ არ მიმაჩნია ეს კონკრეტული გადასახადი სამართლიანად. ამ ადამიანს დაეკისრებოდა სანქციები და შეიძლება ციხეშიც მოხვედრილიყო და ა.შ. მაგრამ, უნდა არსებობდეს თუ არა სივრცე, სადაც შეიძლება დაფიქრება, რამდენად სწორადაა დაწესებული ესა თუ ის გადასახადი და კანტი ამბობს ამ სამივე შემთხვევაში ასეთი სივრცე უნდა არსებობდეს და ეს სივრცე უნდა იყოს საჯარო სივრცე. როდესაც ადამიანი მოიხმარს თავის გონებას მაშინ , როდესაც ჩართულია გარკვეული ფუნქციის შესრულებაში, ანუ გარკვეული ინსტიტუციის, გარკვეული ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედებს, მაგალითად როდესაც ჯარისკაცი მოიხმარს საკუთარ გონებას, როცა ემორჩილება ოფიცრის ბრძანებას. ეს არის გონების კერძო მოხმარება კანტისათვის, კერძო არ გულისხმობს ოჯახში, კერძო გულისხმობს მოხმარებას მაშინ, როცა ადამიანი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს . მაგრამ, ამ კერძო მოხმარებისგან უნდა გავმიჯნოთ გონების საჯარო გამოყენება, გონების საჯარო მოხმარება და მაშინ , როდესაც ადამიანი საჯაროდ , როგორც მეცნიერი ელაპარაკება თავის კოლეგებს და უზიარებს მათ თავის აზრებს, მაშინ მას შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს თითოეული ის მოსაზრება, რომელსაც ეფუძვნებოდა ძალუფლების მქონე ადამიანებიგან მოსული ბრძანება. მაგალითად, მან შეიძლება კითხვისნიშნის ქვეშ დააყენოს ამა თუ იმ გადასახადის სისწორე. მან შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამა თუ იმ რელიგიის სისწორე. ანდა ომის წარმოების წარმოების, სტრატეგიის და ტაქტიკის და მასთან დაკავშირებუილ რაღაც გადაწყეტილებების სისწორე. ჩნდებ სივრცე, ეს სივრცე არ არის პოლიტიკური სივრცე. ეს სივრცე არის საჯარო სივრცე, სადაც შეიძლება კრიტიკული, რაციონალური აზროვნება, დაშვებულია ასეთი აზროვნება . და კანტი თვლის, რომ განმანათლებლობის პროცესისათვის აი ამ სივრცის არსებობის არსებობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ კანტთან ამ პატარა ტექსტში რამდენჯერმე შევხვდებით იმდროინდელი პრუსიის მონარქის ქებას. პრუსიის მონარქი იყო ფრიდრიხ II , და ის ცნობილი იყო, როგორც მეფე, რომელიც პატრონობდა და ხელს უწყობდა განმანათლებლობას, ხელოვნების და მეცნიერების განვითარებას და ა.შ. და კანტი ამბობს, რომ ის პრინციპში ერთადერთი მონარქიაო, რომელიც არ ითხოვს თავისი ქვეშევრდომებისგან იმას, რომ მათ არ იმსჯელონ . და რომელიც ხვდება, რომ მისთვის არ არის ასეთი მნიშვნელოვანი მისი ქვეშევრდომები იმსჯელებენ თუ არა იმსჯელებენ, მთავარია ისინი დამორჩილდნენ. და კანტი თვლის, რომ სწორედ აქ არის გადაკვეთა მისი ინტერესებისა და მონარქის ინტერესების. მისთვის, როგორც ინტელექტუალის ინტერესების, რომლებიც მდგომარეობს იმაში რომ უნდა არსებობდეს კრიტიკული მსჯელობის სივრცე და მონარქის ინტერესები შორის , რომელიც ხვდება რომ მას არ სჭირდება მჯელობის აკრძალვა, მისთვის მთავარია მისი ქვეშევრდომები ისევე ემორჩილებოდნენ მას, როგორც აკრძალული მსჯელობის ეპოქაში . და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ის, რომ კანტი , როგორც სჩანს, ხვდება რომ ეს პრივილეგია სულაც არ არის გარანტირებული დღევანდელი წერენ , რომ პრუსიის გარეთ ისეთი ტექსტების გამოქვეყვებისათვის, რომლებიც კანტს ეკუთვნოდა, შეიძლება ბევრად უარესი სანქციები ყოფილიყო , მაშინ კანტს პრობლემები არ ჰქონდა, მაგრამ მაშ შემდეგ რაც გარდაიცვალა ფრიდრიხ II და პრუსიის ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე ფრიდრიხ ვილჰელმ II კანტს პრობლემები შეექმნა. კანტმა გამოაქვეყნა ნაშრომი რელიგიის შესახებ, სადაც ის კითხვისნიშნის ქვეშ აყენებდა არსებული რელიგიუგი დოგმების ფორმას და ამბობდა ,რომ ერთადერთი მისაღები რელიგიის ფორმა იქნებოდა გონების რელიგია, ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრების შეტანა შეიძლება რელიგიის დოგმატიკაში, რომელიც გონებით მიირწევა და არა რომლებიც გამოცხადებით მოგვეცემა და როდესაც კანტმა გამოაქვეყნა ეს ნაშრომი , პრუსიის მეფემ , არა ფრიდრიხ II-მ, არამედ მისმა მემკვიდრემ აუკრძალა მას ბრძანებით რელიგიის თემებზე წერა და გამოქვეყნება. ძალიან საინტერესო შემთხვევაა აქაც, კანტმა პირობა მისცა მონარქს, მის სიცოცხლეში რელიგიის თემაზე არაფერს გამოაქვეყნებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მონარქი გარდაიცვალა, კანტმა გააგრძელა რელიგიის თემაზე წერა და თქვა, რომ ის პირობა მხოლოდ მის სიცოცხლეში იყო ვალიდური და მე , ასე ვთქვათ ,მისი სიკვდილის შემდეგ ხელები გამეხსნაო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანტისათვის ამ ტიპის ეშმაკობა უცხო ზოგადად არ იყო. მაგალითად , რელიგიურ ავტორიტეტებთან მიმართებაშიც, ის ღიად არ გამოთქვამდა ხოლმე თავის დამოკიდებულებას ფილოსოფიურს, მაგრამ მეორე მხრივ, მის ნაწერებში არის მართლა რევოლუციური პოტენციალი რელიგიის გადააზრებისათვის და კონკრეტულად ამ ტექსტშიც, ვხედავთ, პატარა ეშმაკობას პოლიტიკურ ავტორიტეტთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რასაც კანტი სთხოვს პოლიტიკური ძალაუფლების მფლობელს, ეს არის საჯარო სივრცის დაშვება, სადაც შეიძლება ნებისმიერ საკითხზე კრიტიკული, რაციონალური მსჯელობა. ოღონდ არგუმენტი, რომელიც მას მოჰყავს , პრონციპში, საბოლოო ჯამში, მიმართულია აბსოლიტური სუვერენის წინააღმდეგ, ანუ პოლიტიკური ძალაუფლების მპყრობელის წინააღმდეგ. ოღონდ ეს არგუმენტი ისეთი ფორმის ქვეშ არის მოქცეული, რომ ,თითქოს, ის უნდა აწყობდეს მეფესაც. კონკრეტულად გულისხმობს შემდეგ ადგილს, სადაც კანტი ლაპარაკობს იმაზე, რომ ბევრად უკეთესია საჯარო სივრცის დაშვება, სადაც მოხდება კრიტიკული და რაციონალური მსჯელობა , რომელიც შედეგად მოიტანს საზოგადოების თავისუფლებას, ვიდრე რევოლუციის შედეგად გამოცვლა პოლიტიკური რეჯიმისა და რესპუბლიკის დამყარება იქ, სადაც არსებობდა აბსოლიტური მონარქია. იმიტომ, რომ , ამბობს კანტი , რევოლუციის შედეგად მიღებულ რეჟიმს ბევრად უფრო დიდი ტირანიული პრეტენზიები ექნება, ვიდრე იმ რეჟიმს, რომელიც რეფორმების შედეგად ნაბიჯ-ნაბიჯ საზოგადოებრივი თავისუფალი სივრცის შიგნით დაიბადა. ახლა ეს ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც კანტის ყოფნა პოლიტიკური ძალაუფლების მხარეზე. იმიტომ რომ ის ამბობს , არ გვინდა ჩვენ რადიკალური ცვლილებები , ჩვენ დავემორჩილოთ პოლიტიკურ ,ასე ვთქვათ, პოლიტიკური ძალაუფლების მქონეს, ფიგურას, ხელმწიფეს, მონარქს და უბრალოდ მან ჩვენ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ რაზეც გვინდა. მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ასეთი არგუმენტი გულისხმობს იმას, რაღაცა პერიოდის შემდეგ იმ ძალაუფლებას წაერთმევა თავისი ლეგიტიმურება, სწორედ იმიტომ, რომ ნელ-ნელა საზოგადოება მივა იმ მდგომარეობამდე, რომესაც თავისუფლება მასში იმდენად გავრცელდება, რომ მას აღარ დასჭირდება აბსოლიტური ძალაუფლების მონარქი, რომელზეც შეიძლება ჩაერიოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში საზოგადოებასთან და საზოგადოების ინტერესებთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ანუ ეს არის ძალიან ეშმაკური კონტრაქტი , ინტელექტუალსა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის, რომელსაც კანტი სთავაზობს პრუსიის იმდროინდელ მეფეს და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ძალიან კარგად ჩანს არა მხოლოდ იმდროინდელი ევროპის პრობლემები, არამედ, მნიშვნელოვან წილად თანამედროვე პრობლემებიც. ახლა მოდი ასეთი რაღაც ვთქვათ, რომ , რა საკვირველია , კანტმა იმდენად ზოგადად განსაზღვრა განმანათლებლობის არსი, რომ ეს განსაზღვრება მუდმივად რელევანტური და საინტერესო იქნება ადამიანთათვის, სანამ არსებობს სიზარმაცე, სანამ არსებობს სილაჩრე, მანამდე იარსებებს უმწიფრობის მდგომარეობები, რომლიდანაც გამოსვლა იქნება ადამიანის ამოცანა. მაგრამ, კანტი ასევე, როდესაც კონკრეტულ ანალიზს იწყებს, ის უპირისპირდება ძირითადად შეფარვით და არა პირდაპირ ორ მნიშვნელოვან ძალაუფლების ცენტრს, ეს არის : სახელმწიფო და ეკლესია . ეს არის პოლიტიკური ძალაუფლება და ეს არის რელიგიური ძალაუფლება. და ის ცდილობს, ამ ძალაუფლებას გამოსტაცოს ხელიდან თავისუფალი სივრცე იმისათვის, რომ მათ შორის ამ ძალაუფლების ცენტრებზე შესაძლებელი იყოს თავისუფალი, კრიტიკური მსჯელობა . საინტერესოა ის, რომ 1784 წელს კანტის მიერ გამოქვეყნებუილი ტექსტი 2015 წლის საქართველოში, სადაც თავისუფალი სივრცის მოპოვება არის პრობლემა და არის ამოცანა , უაღრესად რელევანტური და საინტერესოა, ძალიან თანამედროვედ ჟღერს და ამ ამოცანის დაძლევისას კანტის ეს მცირე , მაგრამ ძალიან გავლენიანი ნაწერი დიდი დახმარების მომტანი იყოს.
დაბადების ადგილი და თარიღი: თბილისი, 1 აპრილი, 1977
განათლება და კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხები:
2000 - 2004: ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია, ფილოსოფიის დოქტორი;
1999 - 2000: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი;
1998 - 2000: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი;
1994 - 1998: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრი;
1996 - 1997: ბარდის კოლეჯი, აშშ.
პროფესიული გამოცდილება:
2014 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2002 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, პროფესორი;
2010 - 2014: მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი,ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009 - 2010: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2008 - 2009: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2006 - 2008: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2005 - 2009: სამოქალაქო განათლებისა და კულტურის კვლევების მიმართულების კოორდინატორი, ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო";
2006 - 2008: გადაცემა "ღამის საუბრების" წამყვანი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
გამოქვეყნებული შრომების სია:
წიგნები: მონოგრაფია
Von Einheit zu Pluralität. Nikolaus von Kues als Interpret der Schriften des Dionysius Pseudo-Areopagita. Leipzig 2008.
გამოცემული კრებულები
Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012.
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012.
სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012.
მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009.
ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009.
საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007.
ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006.
სტატიები:
Political Elites and Political Culture in Post-Soviet Georgia”, in:.). Political Culture and Culture of Political Elites in Eastern Europe, ed. by N. Gallina et al. Bern / Berlin 2014 (იბეჭდება).
„რუსეთი კულტურასა და ცივილიზაციას შორის“, წიგნში: ო. ფაიჯესი, ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია. თბილისი 2014 (იბეჭდება).
„Modernization as a Project and a Process“, in: Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
“Differentiation and Dedifferentiation in Contemporary Georgia”, in: Soziale Systeme 2014 (იბეჭდება).
“Informality and the Question of Modernization: the Case of Georgia“, in: Informality in Eastern Europe: Structures, Political Cultures and Social Practices. Ed. By C. Giordano, N. Haoyz. Bern / Berlin 2013, 469-484.
„Batumi: Meer und die Moderne“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 7-8, 2013.
„ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 87-101.
“პოლიტიკური თეოლოგია და მოდერნულობის საკითხი”, წიგნში:
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012, 5-23.
„სექსუალობა: ტრადიციას, მოდერნულობასა და პოსტმოდერნს შორის“, წიგნში: სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012, 156-164.
„Societal Values in Georgia: Twenty Years Later“, in: Twenty Years After the Breakdown of Communism, ed. By N. Hayoz, L. Jesie and D. Koleva, Bern / Berlin 2011, 253-272.
„The Rise of Religious Nationalism“, in: Identity Studies 3, 2011, 120-128.
„Nationalismus und Religion in Georgien“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 6, 2011, 12-21.
“Stimme des Freundes. Freiheitsbegriff in Martin Heideggers Sein und Zeit“, in: Freiheit in Philosophie und Sozialwissenschaften, Leipzig 2011, 149-159.
“შესავალი მოდერნულობის შესწავლაში”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
“ნიკლას ლუმანის დაკვირვებები მოდერნულობაზე”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
„შესავალი“, წიგნში: ივანე ჯავახიშვილი. ნაწერები უნივერსიტეტზე. თბილისი 2010.
„სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“, წიგნში: სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009, 4-14.
„ნაციონალური ფორმა და იდენტობის საკითხი“, წიგნში: ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009, 104-112.
“Jacques Derrida”, in: Philosophenlexikon, Reclam 2009.
“საქართველოს პოლიტიკური ელიტა: სიმბოლური გაცვლა და სოციალური მითოლოგია“, წიგნში: საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007, 6-23 (გ. თევზაძის თანაავტორობით).
“ღირებულებების სისტემატური და შედარებითი შესწავლა”, წიგნში: ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006, 7-17.
"Ein Dilemma der Cusanus-Forschung", in: Georgica 7 (2006), 155-24.
"ლუდვიგ ვიტგენშტაინი: შესავალი", in: ლუდვიგ ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები. თბილისი 2003, 7-26.
"არა-სხვის კუზანისეული ცნება", in: ფილოსოფიური რეფლექსიები 2, 2003, 90-121.
"საზრისის ფენომენოლოგიური თეორია და მისი დეკონსტრუქცია", ჟურნალში: მითოლოგია და ფილოსოფია 1, 1999, 55-65.
"საზრისის ჰუსერლისეული თეორია", ჟურნალში: მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 2, 1999, 26-34.
თარგმანები
ი. კანტი. „პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 31-47.
მ. ფუკო. „რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 49-85.
ლ. ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები, შესავლითა და შენიშვნებით. თბილისი 2003.
მ. ფუკო. „რა არის ავტორი?“, ჟურნალში: პარალელური ტექსტები 1997, 105-124.
თარგმანების რედაქტორობა
პ. ვიდმერი. შვეიცარია როგორც განსაკუთრებული შემთხვევა. თბილისი 2012.
რ. პატნემი. როგორ ვამუშაოთ დემოკრატია. სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში. თბილისი 2005
მოცემულ ლექციაში საუბარი იქნება კანტის, როგორც ფილოსოფოსისა და განმანათლებლობის შესახებ. რა არის განმანათლებლობა, რას უკავშირდება და რამდენ განზომილებას მოიცავს. როგორია ეს განზომილებები, დაკავშირებულნი განმანათლებლობასთან და რა მნიშვნელობა აქვთ მათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
განმანათლებლობა, როგორც ასეთი, მე-18 საუკუნიდან იკიდებს ფეხს, თუმცა მცდელობები მისი შექმნისა, მანამდეც, რა თქმა უნდა, არსებობდა. მისი ჩანასახების არსებობას ძვ.წ. მე-5 საუკუნეშიც კი მოიაზრებენ, მაგრამ სისტემატიზაცია, როგორც უკვე ვთქვით, მეთვრამეტე საუკუნეში იწყება.