library-icon შთა

პლატონის შესახებ

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი
eye

4,822

1 /

კურსის შესახებ: გიგა ზედანია , გიგა ზედანია პლატონის შესახებ (ნაწ. I)

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

იმ კურსის დაწყება, რომლის მიზანიცაა, შევიდეთ აზროვნებაში პლატონის ფიგურით, არის ლოგიკური, ოღონდ ერთი პირობით, თუ ეს აზროვნება ევროპული აზროვნებაა.
საქმე ის არის, რომ არსებობს აზროვნების სხვადასხვა ტრადიციები, მაგალითად: ინდური, ჩინური... რომელთა შიგნითაც, ცხადია, პლატონს, როგორც ძველ ბერძენ მოაზროვნეს, არ აქვს კლასიკოსის სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვისწავლით ევროპული აზროვნების ისტორიას და ამიტომაც ძალიან ლოგიკურია ამ აზროვნების ისტორიის დაწყება პლატონიდან. ეს არ ნიშნავს, ცხადია, იმას, რომ პლატონამდე ევროპულ აზროვნებას დიდი და გამოჩენილი ფიგურები არ ჰყოლია; მეტიც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ საუკუნეში, როცა პლატონი დაიბადა (ძვ. წ. V საუკუნე) და იმ სივრცეში, სადაც ის დაიბადა (ათენი), იყო გარკვეული აზრით ამოფრქვევა კულტურული ენერგიისა, რომელსაც ძალიან იშვიათად, რომ ჰქონდეს ანალოგი კაცობრიობის ისტორიაში. ეს იყო საუკუნე, როდესაც იზიარებდნენ ერთმანეთთან, მაგალითად, დრამატურგები: ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, არისტოფანე; ფილოსოფოსები: პარმენიდე და ჰერაკლიტე; ყველა გამორჩეული და გამოჩენილი სოფისტი, სოკრატე, პლატონი, ისტორიკოსები: თუკიდიდე და ჰეროდოტე და ა.შ. ძალიან იშვიათია კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ამდენი გენიოსი ერთ ძალიან ვიწრო სივრცეში და დროის საკმაოდ შეზღუდულ მონაკვეთში გამოჩენილიყოს.
პლატონთან ხდება კრისტალიზაცია ძალიან ბევრი იმ ფილოსოფიური, კულტურული, სააზროვნო ტენდენციისა, რომელიც ახასიათებდა ძველ ბერძნულ კულტურას და ბევრად უფრო ადვილია, პლატონიდან დავიწყოთ და თუნდაც მისი წინამორბედები გავიგოთ, ვიდრე დავიწყოთ ქრონოლოგიურად პირველი ავტორიდან და ნელ-ნელა, ფრაგმენტ-ფრაგმენტ მოვიდეთ პლატონამდე.
საერთოდ, აზროვნების ისტორიის შესწავლას ერთი სპეციფიკა აქვს: ჩვენ ვერ ვიტყვით უარს კონკრეტულ ტექსტებზე, რომლებშიც ეს ისტორიაა განსხეულებული. მაგალითად, ჩვენ რომ გვინდოდეს მეცნიერების ისტორიის შესწავლა, ჩვენ შეგვეძლო არ მიგვექცია ყურადღება იმ ტექსტებისათვის, რომლებშიც გარკვეული მეცნიერული აღმოჩენები არის დაფიქსირებული. მაგალითად, ნიუტონის კანონების შესასწავლად ჩვენ არ გვჭირდება ნიუტონისავე ტექსტებისა და წიგნების წაკითხვა. საკმარისია, წავიკითხოთ ფიზიკის სახელმძღვანელო და ჩვენ სრულად და სრულყოფილად გავიგებთ, თუ რაში მდგომარეობს ნიუტონის აღმოჩენის მნიშვნელობა. ასე არ არის იმ ავტორებთან და იმ ტექსტებთან მიმართებაში, რომლებსაც ჩვენ ამ კურსის განმავლობაში გავივლით და რომლებიც იწყება პლატონით. ჩვენ პლატონის ტექსტის წაკითხვას ვერ შეგვიცვლის ვერაფერი - ვერც ენციკლოპედია, ვერც სახელმძღვანელო, ვერც ვიკიპედიის გვერდი. აუცილებელია, თვითონ ტექსტი განვიხილოთ და აუცილებელია, თვითონ ტექსტს ჩავუღრმავდეთ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ტექსტის გავლით ხდება აზროვნების შესწავლა. ტექსტის შინაარსის გადმოცემით ნამდვილ აზროვნებას ვერ ისწავლი.
ახლა რაც შეეხება თავად პლატონს: მოკლე ბიოგრაფიულ დახასიათებას მივცემ მას იმისათვის, რომ შემდეგ უფრო ადვილი იყოს მისი ფილოსოფიის გაგება.
პლატონი დაიბადა V საუკუნეში, ათენში, როგორც უკვე ვთქვით, მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში და, პრინციპში, ალბათ მისი ცხოვრება წავიდოდა იმ მიმართულებით, რომლითაც იმ პერიოდის არისტოკრატის ცხოვრება წავიდოდა - ნიჭიერის, იმედის მომცემის... ეს იქნებოდა, სავარაუდოდ, საჯარო მოღვაწეობა და პოლიტიკა, მხედარმთავრობაც შესაძლებელია; მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაც მოხდა პლატონის ცხოვრებაში. ეს იყო შეხვედრა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოსთან, სოკრატესთან. პლატონი, სხვათა შორის, ერთადერთი არ იყო, ვისთვისაც სოკრატე აღმოჩნდა მასწავლებელი და მოძღვარი, შეიძლება ასე ითქვას. სოკრატეს ირგვლივ ძალიან ბევრი იმდროინდელი ათენელი ახალგაზრდა იკრიბებოდა და საინტერესო სოკრატეს შემთხვევაში იყო ის, რომ განსხვავებით სხვა ფილოსოფოსებისაგან, ეს იყო ადამიანი, რომელიც არ წერდა. მას ჰქონდა თავისი ფილოსოფია, მაგრამ ის არ წერდა, არ აფიქსირებდა ამ ფილოსოფიას ტექსტუალური ფორმით, არამედ ის იყო დაკავებული იმით, რომ იდგა დღის განმავლობაში ხალხის შეკრების ადგილას, იქნებოდა ეს მოედანი, ბაზარი, სპორტული სივრცე (რომლებსაც გიმნასიებს ეძახდნენ იმ დროს) და ესაუბრებოდა ადამიანებს.
სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყოს ის, რომ სოკრატემ თავიდანვე თქვა, რომ მას არ აინტერესებდა ბუნების სამყარო და ამით გაემიჯნა თავის წინამორბედებს, რომლებსაც აინტერესებდათ სწორედ სამყაროს საწყისი, სამყაროს მთავარი პრინციპი, სამყაროს დასაბამისეული ელემენტი. სოკრატემ თქვა, რომ ბუნება მას არაფერს არ ასწავლის, ამიტომ რაც მას უნდა, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, რათა შეიმეცნოს რაღაც ახალი, და რასაც აკეთებდა სოკრატე, იყო ძალიან უცნაური მეთოდი ამ სწავლებისა. საქმე ის არის, რომ სოკრატე არავის პირდაპირ არ ასწავლიდა. პირიქით, მისი მიდგომა მდგომარეობდა იმაში, რომ ის ყველას ეკითხებოდა იმ სფეროს შესახებ, რომელშიც მისი მოპასუხე ექსპერტი უნდა ყოფილიყო. მაგალითად, პოეტს ის შეეკითხებოდა იმის შესახებ, თუ რა არის პოეზია; სასამართლო საქმეებში გარკვეულ ადამიანს შეეკითხებოდა იმას, თუ რა არის სამართლიანობა; პოლიტიკოსს შეეკითხებოდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართოს სახელმწიფო და ა.შ. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ სოკრატემ აღმოაჩინა - და ეს აღმოჩენა ხდებოდა არა პრივატულ სივრცეში, არამედ ყველას თვალწინ, მათ შორის იმ ახალგაზრდების თვალწინ, რომლებიც სოკრატეს დაჰყვებოდნენ, როგორც მასწავლებელს - რომ ამ ადამიანებმა, ვისაც, წესით, ექსპერტული ცოდნა უნდა ჰქონოდათ ამა თუ იმ სფეროსი, სინამდვილეში, არ იცოდნენ, რა იყო ამ სფეროს მთავარი ელემენტების და მთავარი ფაქტორების თუ მთავარი განმსაზღვრელი მომენტების არსი. მაგალითად, პოეტს არ შეეძლო, აეხსნა, რა არის პოეზია, ანდა ადამიანს, რომელიც მუდმივად იყო ჩართული სასამართლო დავებში, არ შეეძლო აეხსნა, რა არის სამართლიანობა და ა.შ.
ამას ორი შედეგი მოჰყვა. პირველი შედეგი ძალიან ცუდი იყო სოკრატესთვის. პოლიტიკური არეულობის დროს სოკრატეს დააბრალეს, რომ მას შემოჰყავდა ახალი ღმერთები ქალაქ-სახელმწიფოში და დააბრალეს, რომ ის რყვნიდა ახალგაზრდობას და, მიუხედავად იმისა, რომ მან ბრწყინვალედ შეძლო თავისი თავის დაცვა, ამ დაცვამ არ იმუშავა - მას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და დასაჯეს სიკვდილით.
ეს იყო ერთი შედეგი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პლატონზე, პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ პლატონმა უარი თქვა პრაქტიკულ ცხოვრებაში მოღვაწეობაზე, ანუ უარი თქვა პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობაზე, უარი თქვა საჯარო სფეროში მოღვაწეობაზე და ის მთლიანად მიუბრუნდა ფილოსოფიას და მეცნიერებას. გარდა ამისა, როგორც ჩანს, სოკრატეს სიკვდილით დასჯის გამო, პლატონში დაიბუდა დემოკრატიისადმი საოცარმა სკეპტიციზმმა, იმიტომ, რომ სოკრატე დასაჯეს სიკვდილით სწორედ დემოკრატიულ ათენში. ამას ჰქონდა, რასაკვირველია, თავისი პოლიტიკური ინტრიგების განზომილებაც, მაგრამ მთავარი მომენტი აქ ის იყო, რომ დემოკრატიულ ათენში გადაწყვეტილება სიკვდილის დასჯის შესახებ ასევე მიიღებოდა დემოკრატიულად. შესაბამისად, პლატონისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელსაც შეეძლო ისეთი ფილოსოფოსი, როგორიც სოკრატე იყო, სიკვდილით დაესაჯა.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

გიგა ზედანია


დაბადების ადგილი და თარიღი: თბილისი, 1 აპრილი, 1977

განათლება და კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხები:

2000 - 2004: ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია, ფილოსოფიის დოქტორი;
1999 - 2000: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი;
1998 - 2000: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი;
1994 - 1998: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრი;
1996 - 1997: ბარდის კოლეჯი, აშშ.
პროფესიული გამოცდილება:
2014 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2002 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, პროფესორი;
2010 - 2014: მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი,ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009 - 2010: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2008 - 2009: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2006 - 2008: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2005 - 2009: სამოქალაქო განათლებისა და კულტურის კვლევების მიმართულების კოორდინატორი, ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო";
2006 - 2008: გადაცემა "ღამის საუბრების" წამყვანი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.


გამოქვეყნებული შრომების სია:

წიგნები: მონოგრაფია
Von Einheit zu Pluralität. Nikolaus von Kues als Interpret der Schriften des Dionysius Pseudo-Areopagita. Leipzig 2008. 
გამოცემული კრებულები
Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012.
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012.
სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012.
მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009.
ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009.
საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007.
ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006.

სტატიები:
Political Elites and Political Culture in Post-Soviet Georgia”, in:.). Political Culture and Culture of Political Elites in Eastern Europe, ed. by N. Gallina et al. Bern / Berlin 2014 (იბეჭდება).
„რუსეთი კულტურასა და ცივილიზაციას შორის“, წიგნში: ო. ფაიჯესი, ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია. თბილისი 2014 (იბეჭდება).
„Modernization as a Project and a Process“, in: Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
“Differentiation and Dedifferentiation in Contemporary Georgia”, in: Soziale Systeme 2014 (იბეჭდება).
“Informality and the Question of Modernization: the Case of Georgia“, in: Informality in Eastern Europe: Structures, Political Cultures and Social Practices. Ed. By C. Giordano, N. Haoyz. Bern / Berlin 2013, 469-484.
„Batumi: Meer und die Moderne“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 7-8, 2013.
„ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 87-101.
“პოლიტიკური თეოლოგია და მოდერნულობის საკითხი”, წიგნში:
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012, 5-23.
„სექსუალობა: ტრადიციას, მოდერნულობასა და პოსტმოდერნს შორის“, წიგნში: სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012, 156-164.
„Societal Values in Georgia: Twenty Years Later“, in: Twenty Years After the Breakdown of Communism, ed. By N. Hayoz, L. Jesie and D. Koleva, Bern / Berlin 2011, 253-272.
„The Rise of Religious Nationalism“, in: Identity Studies 3, 2011, 120-128.
„Nationalismus und Religion in Georgien“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 6, 2011, 12-21.
“Stimme des Freundes. Freiheitsbegriff in Martin Heideggers Sein und Zeit“, in: Freiheit in Philosophie und Sozialwissenschaften, Leipzig 2011, 149-159.
“შესავალი მოდერნულობის შესწავლაში”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
“ნიკლას ლუმანის დაკვირვებები მოდერნულობაზე”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
„შესავალი“, წიგნში: ივანე ჯავახიშვილი. ნაწერები უნივერსიტეტზე. თბილისი 2010.
„სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“, წიგნში: სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009, 4-14.
„ნაციონალური ფორმა და იდენტობის საკითხი“, წიგნში: ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009, 104-112.
“Jacques Derrida”, in: Philosophenlexikon, Reclam 2009.
“საქართველოს პოლიტიკური ელიტა: სიმბოლური გაცვლა და სოციალური მითოლოგია“, წიგნში: საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007, 6-23 (გ. თევზაძის თანაავტორობით).
“ღირებულებების სისტემატური და შედარებითი შესწავლა”, წიგნში: ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006, 7-17.
"Ein Dilemma der Cusanus-Forschung", in: Georgica 7 (2006), 155-24.
"ლუდვიგ ვიტგენშტაინი: შესავალი", in: ლუდვიგ ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები. თბილისი 2003, 7-26.
"არა-სხვის კუზანისეული ცნება", in: ფილოსოფიური რეფლექსიები 2, 2003, 90-121. 
"საზრისის ფენომენოლოგიური თეორია და მისი დეკონსტრუქცია", ჟურნალში: მითოლოგია და ფილოსოფია 1, 1999, 55-65.
"საზრისის ჰუსერლისეული თეორია", ჟურნალში: მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 2, 1999, 26-34.
თარგმანები
ი. კანტი. „პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 31-47.
მ. ფუკო. „რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 49-85.
ლ. ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები, შესავლითა და შენიშვნებით. თბილისი 2003.
მ. ფუკო. „რა არის ავტორი?“, ჟურნალში: პარალელური ტექსტები 1997, 105-124. 
თარგმანების რედაქტორობა
პ. ვიდმერი. შვეიცარია როგორც განსაკუთრებული შემთხვევა. თბილისი 2012.
რ. პატნემი. როგორ ვამუშაოთ დემოკრატია. სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში. თბილისი 2005

როგორც ვიცით, აზროვნების სხვადასხვა ტრადიცია არსებობს: ინდური, ჩინური და ა.შ., მაგრამ ამ კურსის მიზანი ევროპული აზროვნების შესწავლაა, ამიტომ ლოგიკურია, ის პლატონით დავიწყოთ.
პირველ ლექციაში მსმენელი გაიგებს საინტერესო ცნობებს პლატონის ბიოგრაფიიდან. მოაზროვნის, რომელთანაც ძველი ბერძნული კულტურის ფილოსოფიური, კულტურული და სააზროვნო ტენდენციები ყალიბდება და ასევე, თუ ვინ იყვნენ მისი წინამორბედები. პლატონის მასწავლებლისა და დიდი ფილოსოფოის, სოკრატეს გავლენას მასზე

სასწავლო ლექციები

  1. 10:13
  2. 09:43
  3. 10:34
  4. 08:48