library-icon შთა

პლატონის შესახებ

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი
eye

4,824

1 /

კურსის შესახებ: გიგა ზედანია , გიგა ზედანია პლატონის შესახებ (ნაწ. IV)

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 39 წუთი 18 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

მესამე შედარება არის ყველაზე ცნობილი შედარება და ყველაზე ცნობილი ტექსტი ალბათ, რომელიც პლატონს დაუწერია. ეს არის ტექსტი, რომელსაც ვიცნობთ გამოქვაბულის ან მღვიმის იგავის, შედარების, მეტაფორის, მითის სახელით და რომელიც არის გამეორებული თუ ნაციტირები თუ გამოსახული ძალიან ბევრ მომდევნო თეოლოგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ ტექსტში; გადაღებულია ფილმებში, მაგალითად, და ა.შ. (მულტფილმებია ამაზე გადაღებული, სხვათა შორის).
საქმე ეხება უკვე არა მხოლოდ პრინციპის გამოხატვას, რასაც ჰქონდა ადგილი მზის შედარებაში, და არა მთელი სამყაროს მოდელის მოცემას, რასაც ჰქონდა ადგილი წრფის შედარებაში, არამედ საქმე ეხება სამყაროში ადამიანის ადგილის განსაზღვრას. სოკრატე ამბობს: წარმოვიდგინოთ ადამიანები, რომლებიც მიბმულები არიან გამოქვაბულში ზურგით გასასვლელისაკენ, ისინი უყურებენ მხოლოდ და მხოლოდ გამოქვაბულის კედელს, რომელიც მათ წინ არის, და ამ კედელზე აირეკლება სხვადასხვა საგნები... რატომ აირეკლება? იმიტომ, რომ მათ უკან ცეცხლი ანთია და ცეცხლსა და მიბმულ ადამიანებს შორის დადიან ვიღაცები და დააქვთ სხვადასხვა საგნები (მაგალითად, თიხის ნაკეთობები და ასე შემდეგ). ამ ადამიანებს, ვინც მიბმულია მღვიმეში, არ აქვთ არანაირი ცოდნა ნამდვილ რეალობაზე. მათ იციან მხოლოდ ჩრდილები და ჩრდილების სამყარო. ყველაზე გამჭრიახი და ყველაზე მცოდნე ის არის, ვინც ახერხებს ყველაზე კარგად დაინახოს განსხვავებები და დეტალები ჩრდილებს შორის, მაგრამ, რასაკვირველია, ამ ყველაზე გამჭრიახსაც კი არანაირი წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში როგორია ჭეშმარიტება და როგორია ნამდვილი რეალობა. წარმოვიდგინოთ, ამბობს პლატონი, რომ ერთი მათგანი გათავისუფლდა ბორკილებისგან და მღვიმიდან გამოვიდა. პლატონი დაწვრილებით აღწერს, რა დაემართება მას, როგორ უნდა შეაჩვიოს მან თავისი თვალები ნათელს, ჯერ რას შეხედავს და შემდეგ საბოლოოდ როგორ მივა იქამდე, რომ მზეს - სინათლისა და შემეცნების და ყოფნის წყაროს - როგორ გაუსწორებს საბოლოოდ თვალს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთი ადამიანი, რომელიც გამოვა გამოქვაბულიდან, დაინახავს, რომ სინამდვილე სრულიად სხვანაირად გამოიყურება, რომ ჭეშმარიტება სრულიად განსხვავებულია იმისაგან, რაც მას მთელი თავისი ცხოვრება ეგონა.
ამ შედარების არსი, რასაკვირველია, იმაში მდგომარეობს, რომ პლატონი ამბობს: ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ისევე ვატარებთ, როგორც გამოქვაბულში დაბმული ადამიანები. ის, რაც ჩვენ გვგონია ჩვენი ცხოვრება, ნამდვილი ცხოვრება ჩვენს სამყაროში, სინამდვილეში არის სრულიად ყალბი და ჩვენ გვჭირდება დიდი ძალისხმევა, რათა ნამდვილ სამყაროს მივაქციოთ ყურადღება და დავინახოთ, რომ სინამდვილეში ეს გრძნობადი, ხილული სამყარო არის ილუზია და რომ მას აქვს თავისი მოდელი, თავისი საფუძველი; რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მხოლოდ ანარეკლი, რომ არსებობს ჭეშმარიტი სამყარო და ამ ჭეშმარიტ სამყაროს მხოლოდ გონებით მივაღწევთ.
ეს არის, სხვათა შორის, იდეა, რომლითაც პლატონმა მოახდინა უზარმაზარი გავლენა მომდევნო აზროვნების განვითარებაზე; იდეა, რომლის მიხედვითაც ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არის ერთადერთი და, მეტიც, ის არ არის ნამდვილი და ნამდვილი სამყარო სხვაგანაა. ამ იდეას ჩვენ შევხვდებით ძალიან ხშირად. ქრისტიანული თეოლოგია ცდილობდა პლატონის ამ მეტაფიზიკის ინტენსიურ გამოყენებას და ის გრძელდებოდა მე-19 საუკუნემდე, სანამ ამ იდეას არ შეხვდა ძლიერი კრიტიკა - ჩვენ ასევე გავივლით იმ ავტორებს (განსაკუთრებით, მაგალითად, ნიცშეს), რომლებიც შეეცადნენ, რომ სამყაროს ეს ორმაგი გაგება, ორი სამყაროს გამიჯვნა დაეყენებინა ეჭვის ქვეშ. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, აქ არის პლატონის მთავარი ინტუიცია, მთავარი იდეა, მოძღვრების მთავარი ელემენტი, რომ ეს სამყარო არ არის ერთადერთი სამყარო, რომ ეს სამყარო არ არის ნამდვილი სამყარო.
ახლა რომ დავუბრუნდეთ მის შედარებას, რას იზამს ადამიანი, რომელმაც დატოვა გამოქვაბული; რას იზამს ადამიანი, რომელიც მიხვდა, რომ მთელი თავისი ცხოვრება სინამდვილეში ილუზია იყო? პლატონი ამბობს, რომ მისი გული აივსება თანალმობით თავისი მოძმეების მიმართ, დაბრუნდება გამოქვაბულში და შეეცდება, თავის მეგობრებს თუ თავის თანამოძმეებს აუხსნას, რომ სინამდვილეში რაც მათ ცხოვრება ჰგონიათ, ნამდვილი ცხოვრება არ არის. პლატონი წინასწარმეტყველებს, თუ რა დაემართება ამ ადამიანს - რასაკვირველია, მას არ მოუსმენენ, გაღიზიანდებიან და, საბოლოოდ, შეიძლება იმდენად გაღიზიანდნენ და განრისხდნენ მასზე, რომ მოკლან კიდეც ის. აქ არის პლატონის ძალიან ღრმა ირონია, იმიტომ, რომ გამოქვაბულის ამ იგავს ჰყვება სოკრატე. სოკრატე, რასაკვირველია, როდესაც პლატონი ამ ტექსტს წერს, უკვე კარგა ხნის გარდაცვლილია. კარგა ხნის დასჯილია სიკვდილით და პლატონი იგავური ფორმით სოკრატეს აყოლინებს თავისი სიკვდილის ამბავს, იმიტომ, რომ სოკრატე, ცხადია, პლატონის თვალში იყო ის ადამიანი, რომელიც გავიდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მიღმა, დაინახა ჭეშმარიტება, შემოტრიალდა ჩვენკენ და შეეცადა, თავისი ათენელი თანამოძმეებისთვის აეხსნა, თუ რაში მდგომარეობდა ჭეშმარიტი ცოდნა და ჭეშმარიტი რეალობის არსი. და, რასაკვირველია, მისი თნამოძმეები ისე გაღიზიანდნენ, რომ დასაჯეს სიკვდილით.
აქ არის პლატონის არა მარტო ირონია, არამედ გარკვეული სკეპტიციზმიც, დაკავშირებული ნებისმიერ საზოგადოებრივ მოწყობასთან, იმიტომ, რომ რასაც პლატონი გვთავაზობს ჩვენ, როგორც წარმოდგენას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა, ეს არის უაღრესად უარყოფითი სურათი, რომელიც განმსჭვალულია ლამის შეთქმულების თეორიული წარმოდგენებით იმაზე, რომ ჩვენ, ყველანი, დაბმულები ვართ და ჩვენ გვიშლიან სინამდვილეში ჭეშმარიტების დანახვაში ხელს და აქ იწყება, სხვათა შორის, ფილოსოფიისა და საზოგადოების, ფილოსოფიისა და სახელმწიფოს კონფლიქტი, რომელიც ევროპული აზროვნების ისტორიას გასდევს, თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა თან, და ჩვენ ვხედავთ პლატონთან, თუ როგორ იბადება აზროვნების ძალიან დიდი ეჭვი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

გიგა ზედანია


დაბადების ადგილი და თარიღი: თბილისი, 1 აპრილი, 1977

განათლება და კვალიფიკაცია/აკადემიური ხარისხები:

2000 - 2004: ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, გერმანია, ფილოსოფიის დოქტორი;
1999 - 2000: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, უნგრეთი, შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრი;
1998 - 2000: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი;
1994 - 1998: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრი;
1996 - 1997: ბარდის კოლეჯი, აშშ.
პროფესიული გამოცდილება:
2014 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
2002 - დღემდე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი, პროფესორი;
2010 - 2014: მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი,ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2009 - 2010: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2008 - 2009: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2006 - 2008: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2005 - 2009: სამოქალაქო განათლებისა და კულტურის კვლევების მიმართულების კოორდინატორი, ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო";
2006 - 2008: გადაცემა "ღამის საუბრების" წამყვანი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.


გამოქვეყნებული შრომების სია:

წიგნები: მონოგრაფია
Von Einheit zu Pluralität. Nikolaus von Kues als Interpret der Schriften des Dionysius Pseudo-Areopagita. Leipzig 2008. 
გამოცემული კრებულები
Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012.
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012.
სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012.
მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009.
ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009.
საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007.
ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006.

სტატიები:
Political Elites and Political Culture in Post-Soviet Georgia”, in:.). Political Culture and Culture of Political Elites in Eastern Europe, ed. by N. Gallina et al. Bern / Berlin 2014 (იბეჭდება).
„რუსეთი კულტურასა და ცივილიზაციას შორის“, წიგნში: ო. ფაიჯესი, ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია. თბილისი 2014 (იბეჭდება).
„Modernization as a Project and a Process“, in: Modernization in Georgia: Paradoxes and Perspectives. Bern / Berlin, 2014 (იბეჭდება).
“Differentiation and Dedifferentiation in Contemporary Georgia”, in: Soziale Systeme 2014 (იბეჭდება).
“Informality and the Question of Modernization: the Case of Georgia“, in: Informality in Eastern Europe: Structures, Political Cultures and Social Practices. Ed. By C. Giordano, N. Haoyz. Bern / Berlin 2013, 469-484.
„Batumi: Meer und die Moderne“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 7-8, 2013.
„ფუკო და კანტი. ერთი შეხვედრის ისტორია“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 87-101.
“პოლიტიკური თეოლოგია და მოდერნულობის საკითხი”, წიგნში:
პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ. თბილისი 2012, 5-23.
„სექსუალობა: ტრადიციას, მოდერნულობასა და პოსტმოდერნს შორის“, წიგნში: სექსუალობა საქართველოში: დისკურსი და ქცევა. თბილისი 2012, 156-164.
„Societal Values in Georgia: Twenty Years Later“, in: Twenty Years After the Breakdown of Communism, ed. By N. Hayoz, L. Jesie and D. Koleva, Bern / Berlin 2011, 253-272.
„The Rise of Religious Nationalism“, in: Identity Studies 3, 2011, 120-128.
„Nationalismus und Religion in Georgien“, in: Religion und Gesellschaft in Ost und West 6, 2011, 12-21.
“Stimme des Freundes. Freiheitsbegriff in Martin Heideggers Sein und Zeit“, in: Freiheit in Philosophie und Sozialwissenschaften, Leipzig 2011, 149-159.
“შესავალი მოდერნულობის შესწავლაში”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
“ნიკლას ლუმანის დაკვირვებები მოდერნულობაზე”, წიგნში: მოდერნულობის თეორიები. თბილისი 2010.
„შესავალი“, წიგნში: ივანე ჯავახიშვილი. ნაწერები უნივერსიტეტზე. თბილისი 2010.
„სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“, წიგნში: სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები. თბილისი 2009, 4-14.
„ნაციონალური ფორმა და იდენტობის საკითხი“, წიგნში: ქართველი ერის დაბადება. თბილისი 2009, 104-112.
“Jacques Derrida”, in: Philosophenlexikon, Reclam 2009.
“საქართველოს პოლიტიკური ელიტა: სიმბოლური გაცვლა და სოციალური მითოლოგია“, წიგნში: საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები. თბილისი 2007, 6-23 (გ. თევზაძის თანაავტორობით).
“ღირებულებების სისტემატური და შედარებითი შესწავლა”, წიგნში: ქართული საზოგადოების ღირებულებები. თბილისი 2006, 7-17.
"Ein Dilemma der Cusanus-Forschung", in: Georgica 7 (2006), 155-24.
"ლუდვიგ ვიტგენშტაინი: შესავალი", in: ლუდვიგ ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები. თბილისი 2003, 7-26.
"არა-სხვის კუზანისეული ცნება", in: ფილოსოფიური რეფლექსიები 2, 2003, 90-121. 
"საზრისის ფენომენოლოგიური თეორია და მისი დეკონსტრუქცია", ჟურნალში: მითოლოგია და ფილოსოფია 1, 1999, 55-65.
"საზრისის ჰუსერლისეული თეორია", ჟურნალში: მაცნე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 2, 1999, 26-34.
თარგმანები
ი. კანტი. „პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 31-47.
მ. ფუკო. „რა არის განმანათლებლობა?“, წიგნში: ი. კანტი / მ. ფუკო. რა არის განმანათლებლობა? თბილისი 2012, 49-85.
ლ. ვიტგენშტაინი. ფილოსოფიური გამოკვლევები, შესავლითა და შენიშვნებით. თბილისი 2003.
მ. ფუკო. „რა არის ავტორი?“, ჟურნალში: პარალელური ტექსტები 1997, 105-124. 
თარგმანების რედაქტორობა
პ. ვიდმერი. შვეიცარია როგორც განსაკუთრებული შემთხვევა. თბილისი 2012.
რ. პატნემი. როგორ ვამუშაოთ დემოკრატია. სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში. თბილისი 2005

როგორც ვიცით, აზროვნების სხვადასხვა ტრადიცია არსებობს: ინდური, ჩინური და ა.შ., მაგრამ ამ კურსის მიზანი ევროპული აზროვნების შესწავლაა, ამიტომ ლოგიკურია, ის პლატონით დავიწყოთ.
პირველ ლექციაში მსმენელი გაიგებს საინტერესო ცნობებს პლატონის ბიოგრაფიიდან. მოაზროვნის, რომელთანაც ძველი ბერძნული კულტურის ფილოსოფიური, კულტურული და სააზროვნო ტენდენციები ყალიბდება და ასევე, თუ ვინ იყვნენ მისი წინამორბედები. პლატონის მასწავლებლისა და დიდი ფილოსოფოის, სოკრატეს გავლენას მასზე

სასწავლო ლექციები

  1. 10:13
  2. 09:43
  3. 10:34
  4. 08:48