library-icon შთა

ჯონ სტიუარტ მილის შესახებ

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 49 წუთი 48 წამი
eye

2,721

1 /

კურსის შესახებ: თამარ ცხადაძე , თამარ ცხადაძე ჯონ სტიუარტ მილის შესახებ (ნაწ. I)

4 ლექცია, ხანგრძლივობა: 49 წუთი 48 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

მოგესალმებით, დღეს ჩვენი საუბრის თემა არის ჯონ სტიუარტ მილი ინგლისელი მოაზროვნე,მეცხრამეტე საუკუნის,რომელიც აღიარებულია (მეცხრამეტე საუკუნეში ყოველ შემთხვევაში) ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოაზროვნედ დასავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით, სწორედ, ბრიტანეთში. ტექსტი, რომელზეც ძირითადად ვიმსჯელებთ მილის იმ ტექსტიდან რომელიც არის ჩვენი ცენტრალური საკითხი დღეს,არის მისი 1859 წელს გამოცემული ტრაქტატი „თავისუფლების შესახებ“. მილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აზროვნების ისტორიაში მიიჩნევა სწორედ ამ ტექსტის გამო,თუმცა მას საინტერესო ბევრი სხვა შრომაც ეკუთვნის.“თავისუფლების შესახებ“ ითვლება პოლიტიკური ლიბერალიზმის, ესე ვთქვათ,ყველაზე კლასიკურ და მკაფიო ფორმულირებად.პოლიტიკურ ლიბერალიზმს მანამდეც ყოლია წარმომადგენლები,მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის ავტორებს შორის,მილის ეს შეხედულება აღმოჩნდა ყველაზე გავლენიანი.სხვა საინტერესო ასპექტები მილის ცხოვრებისა, რომელიც თავიდანვე უნდა ვთქვათ და მისი დიდი გავლენა დამოკიდებულია მისი,როგორც საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის მნიშვნელობაზე.თავის თანამედროვე საზოგადოებაში ის რამოდენიმე წლის განმავლობაში პარლამენტის წევრადაც იყო არჩეული და მის სახელს უკავშირდება რამოდენიმე,ძალიან მნიშვნელოვანი,პოლიტიკური კამპანია,მათ შორის, ერთ-ერთი იყო ქალის უფლებებისათვის ბრძოლა.ის ევროპის ისტორიაში პირველი პოლიტიკოსი იყო,რომელმაც საკითხი დააყენა ქალებისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭების შესახებ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ავტორი, არამედ, როგორც მხოლოდ პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იყო.ასევე,ძალიან საინტერესოა მისი წვლილი ეთიკის ისტორიაში მისი უტილიტარიზმის სახით, თუმცა,  ყველაზე უფრო მდგრადი და მარადიული მნიშვნელობის მაინც მისი სწორედ ეს ტრაქტატი აღმოჩნდა: „თავისუფლების შესახებ“,რომელზეც ცოტა უფრო დეტალურად ვილაპარაკებ ცოტა ხანში. მილი დაიბადა ლონდონში,1806 წლის 20 მაისს.მამამისიც,   ჯეიმს მილი,იყო თავისი დროის მნიშვნელოვანი ინტელექტუალი, აღიარებული, როგორც ეკონომისტი და, ასევე ისტორიკოსი.ჯეიმს მილი შოტლანდოური წარმოშობის იყო,მაგრამ ახალგაზრდა გადმოსახლდა ლონდონში და აქ მოღვაწეობდა.სწორედ აქ გაუჩნდა მას მილი და სხვა შვილები. ძალიან საინტერესოა მილის ბიოგრაფიის შესახებ მისი აღზრდის სპეციფიკა,რომელიც უბრალო ბიოგრაფიული კურიოზი არ არის,რაღაცა საინტერესოს გვეუბნება იმ პერიოდის იდეების შესახებაც.მამამისმა ჯონ სტიუარტ მილი აღზარდა სახლში(ფორმალური განათლება არ მიუცია)საკუთარი იდეის მიხედვით.უფრო სწორად,ეს არ იყო თავისი საკუთარი.ჯეიმზ მილის მეგობარი,თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო ჯერემი ბენთემი,ასეთი რეფორმისტი და მოაზროვნე ინგლისის,რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტე საუკუნის პირველი ოცდაათი წლის განმავლბაში მოღვაწეობდა ინგლისში და ბენთემის ძალიან გავლენიანი იდეა,რომელმაც გავლენა მოახდინა ჯეიმზ მილზე და თვითონ ჯონ სტიუარტ მილზეც და ჯონ სტიუარტ მილის ბიოგრაფიაზეც აისახა,არის მისი თეორია,უტილიტარიზმის თეორიას რასაც უწოდებდა ჯერემი ბენთემი.ეს არის თვალსაზრისი,რომ ზნეობის საზომი არის ადამიანთა,მთელი კაცობრიობის ჯამში აღებული მაქსიმალური ბედნიერება.ასე ხედავდა ბენთემი ეთიკურ იდეალს და ის ძალიან საინტერესო მისი რაც იყო:ის ფიქრობდა,რომ კაცობრიობა ამ ძირდახშული იდეალების გაზიარებამდე მივიდნენ და მისი მიხედვით ცხოვრება შეძლონ,ამაში კაცობრიობას ხელს უშლის არარაციონალური მოტივები,ცუდი აღზრდა.ის ფიქრობდა,რომ სწორი აღზრდა იქნება სწორედ ისეთი აღზრდა ადამიანებისა,რომლებიც უზრუნველყოფს იმას,რომ ადამიანებისთვის მთავარი იქნება მთელი კაცობრიობის საერთი კეთილდღეობა და არა ინდივიდუალური,ეგოისტური მოტივები.არა რაიმე ემოციური ზეგვლენები რაციონალურ განაზრებებზე და ჯეიმზ მილმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა თავის ვაჟზე:ბენთემური პრინციპით,მაქსიმალურად რაციონალურად აღზარდა.მილი,მას ძალიან ადრე,პატარაობიდანვე,დააწყებინეს ისტორიის სწავლება,კლასიკური ენების სწავლება.სამი წლისას უკვე ბერძნულს ასწავლიდნენ,შვიდი წლისამ უკვე ლათინური იცოდა,თოთხმეტი წლისა(წერდნენ და მილიც ამბობს და ბიორაფიაში წერს)მილი იყო უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერი.მას,ფაქტიურად იმ დროს არსებული,დაგროვილი კაცობრიობის ცოდნა ათვისებული ქონდა,მაგრამ ეს აღზრდა(როგორც გითხარით,ბენთემის პრინციპების მიხედვით)იყო ძალიან ცალმხრივად წარმართული,მხოლოდ ინტელექტის განვითარებაზე და ადამიანის ემოციური მხარის დათრგუნვაზე და ასეთი აღზრდის შედეგად(ეს საინტერესოა,მის ავტობიოგრაფიაში იხსენებს შემდეგ მილი) მას ოცი წლის ასაკში დაემართა სულიერი კრიზისი.გამოფიტულად გრძნობდა თავს და ცხოვრების საზრისს ვერ ხვდებოდა და აქედან გამოსვლაში მას დაეხმარა რამოდენიმე ფაქტი.სენტიმენტალური რამოდენიმე ნაწარმოების წაკითხვა და პოეზიის კითხვა,რომელსაც იხსენებს მილი სწორედ,იმისათვის,რომ თავი დაეღწია ამ უტილიტარისტული აღზრდის ზეგავლენისგან,რომელიც ფაქტიურად აღმოჩნდა,რომ ექსპერიმენტმა არ გაამართალა.ამ ადამიანის ემოციური ცხოვრება,ამ ადამიანის ინდივიდუალობისა და თავისებურებების დათრგუნვა, რაციონალურის ,უნივერსალურის,მხოლოდ ინტელქტის განვითარების სასარგებლოდ,მილმა იწვნია თავის თავზე,რომ ეს მთლად კარგად არ მუშაობს.და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი ამას,„თავისუფლების შესახებ“ ტრაქტატში,გამოთქმულ იდეებს რომ გავიხსენებთ,მე იმედი მაქვს,რომ აუცილებლად დავამყარებთ კავშირებს მილის ბიოგრაფიის ამ ეპიზოდთან. მილი,როგორც გითხარით უკვე,ძალიან ახალგაზრდა ძალიან განათლებული ადამიანი იყო.ძალიან ახალგაზრდამ უკვე დაიწყო წერილების გამოქვეყნება ეკონომიკურ საკითხებზე,პოლიტიკურ საკითხებზე.1823 წელს დაიწყო მუშობა აღმოსავლეთ-ინდოეთის კამპანიაში,სადაც მამამისიც მუშაობდა.ეს იყო სააქციო საზოგადოება,რომელიც მართავდა ინდოეთის აღმოსავეთ ნაწილში რაღაც სავაჭრო წამოწყებებს და (ინდოეთი ამ დროს ინგლისის კოლონია იყო) პენსიაზე გასვლამდე 1858 წლამდე მუშაობდა აქ.შემდეგ,უკვე,როგორც გითხარით,1865 წელს უკვე აირჩიეს თემთა პალატაში,პარლამენტარად მოღვაწეობის განმავლობაში მილმა განსაკუთრებისთ დაამახსოვრა თავი საზოგადოებას,რამდენიმე,ძალიან გახმაურებული, კამპანიით.ერთ-ერთი,როგორც გითხარით,იყო მოთხოვნა,რომ საკითხი დააყენა ინგლისის პარლამენტში ,რომ ქალებისთვის ხმის უფლება მიენიჭებინათ.ძალია ბევრი ქონდა მას გამოსვლა მუშების, ღატაკების,უმცირესობების უფლებების დასაცავად. ერთ-ერთი ძალიან გახმაურებული პოლიტიკური კამპანია იყო მისი იამაიკის გუბერნატორთან დაკავშირებით.

იმ პერიოდში მასთან მივიდა ინფორმაცია,რომ ადგილობრივთა ამბოხების ჩასახშობად იამაიკაზე გუბერნატორმა უსასტიკესი მეთოდები გამოიყენა.მილი,როგორც პალამენტის წევრი იმ პერიოდში,იყო ის ადამიანი,ვინც ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის,რომ ეს ინგლისის საზოგადოების ყურამდე მისულიყო და ყველაზე ხმამაღლა მოითხოვდა იამაიკის გუბერნატორის დასჯას.მოკლედ,რომ შევაჯამოთ მილის პარლამენტში და მანამდეც,როგორც პუბლიცისტის,როგორც საზოგადო მოღვაწის,ძალიან რესპექტაბელური ადამიანი იყო თავის თანამედროვეთა შორის,რომელიც იყო მიმართული ყოველთვის სწორედ ყოველთვის ჩაგრულთა, მარგინალიზებულთა, ისეთ ადამიანთა ჯგუფის დასაცავად,რომელსაც მისი აზრით,უმრავლესობა საფრთხეს უქმნიდა,თავის თანამედროვე ევროპაში თუ კონკრეტულად დიდ ბრიტანეთში. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მილის ბიოგრაფიიდან არის,მისი შეხვედრა ჰერიეტ ტეილორთან.ეს 1830 წელს ახალგაზრდა იყო მილი საკმაოდ.მან გაიცნო ჰარიეტ ტეილორი,რომლის ქალიშვილობის გვარი ჰარდი იყო და ამ დროს გათხოვილი ტეილორი,სწორედ მისი მეუღლის ქმარი იყო,ყავდა სამი შვილი.მათ შორის მაშინვე ძალიან ძლიერი მიზიდულობა გაჩნდა,ძალიან ახლო ურიერთობა ჩამოყალიბდა,თუმცა ჰარიეტ ტეილორის დაქვრივებამდე,1849 წელს მოხდა ეს,ამბობდნენ, რომ ისინი პლატონურ მეგობრობას აგრძელებდნენ.1851 წელს,ტეილორის დაქვრივებიდან 2 წლის თავზე მათ იყორწინეს,ანუ დაახლოებით,21 წლისნი მეგობრობა იყო მათ დაქორწინებამდე.ესეთი დიდი სიყვარულის ისტორიაა.

მალევე,სამწუხაროდ,1858 წელს ავინიონში გარდაიცვალა ჰარიეტ ტეილორი.მილის კიდევ ერთი,მნიშვნელოვანი თანმგზავრი ცხოვრებაში იყო მისი გერი,ჰარიეტ ტეილორის ქალიშვილი,ცნობილი ფემინისტი,ელენ ტეილორი.მან მილის ავტობიოგრაფია გამოსცა და ზოგიერთი სხვა შრომებიც მილის სიკვდილის შემდეგ და ზოგიერთი,უფრო გვიან დაწერილი შრომის დასრულებაშიც ეხმარებოდა მილს. ჯონ სტიუარტ მილი გარდაიცვალა 1871 წელს,ავინიონში,ისიც საფრანგეთში,სადაც მისი მეუღლე გარდაიცვალა და იქ იყო დაკრძალული და ის ხშირად დადიოდა,დიდ დროს ატარებდა ავინიონში და ერთ- ერთი ჩასვლის დროს, 1871 წელს გარდაიცვალა აქ.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

თამარ ცხადაძე


თამარ ცხადაძე დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს თბილისში.
1989-1995 წლების განმავლობაში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯერ ფიზიკის, შემდეგ ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე - რომელიც დაამთავრა ფილოსოფიის სპეციალობით. 1996-1998 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილსოფიის ისტორიის კათედრაზე. 1998 წლის გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) გაიარა კვლევითი სტაჟირება მოსკოვის სახლმწიფო უნივერსიტეტის დასავლური ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე.
1998-1999 წლებში ასწავლიდა ადამიანის უფლებებს თბილისის #57 საჯარო სკოლაში.
1999 წლის შემოდგომაზე დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2009 წლამდე.
2000-2002 წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით ასწავლიდა ფილსოფიის, ლოგიკის, ბიოეთიკის კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
2001 წლის სექტემბრიდან მუშაობდა უმცროს მასწავლებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (2001 წლიდან ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე, 2004 წლიდან - ლოგიკის კათედრაზე).
2003 წელს (იანვარი-მაისი) მიწვეული მკვლევრის (visiting scholar) სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) ფილოსოფიის და რელიგიის დეპარტამენტში.
2004-2005 წლებში (იანვარი-მაისი 2004, იანვარი-მაისი 2005) მიწვეული მკვლევრის სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა სტენფორდის უნივერსიტეტის(კალიფორნია, აშშ) ფილოსოფიის დეპარტამენტში.
2006 წლის იანვარში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გამოცდილების ინტერსუბიექტურობის პრობლემა კარლ პოპერის ეპისტემოლოგიაში“ და მიენიჭა ფილსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2006-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფილსოფიის მიმართულებით.
2009-2012 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გენდერის კვლევის მიმართულებით.
2009 წლიდან მუშაობს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ზოგადი უნარების ჯგუფის სპეციალისტად.
2012 წლის აგვისტოდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანალიზური ფილოსოფიის მიმართულებით.
ქართლ ენაზე თარგმნილი აქვს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური მნიშვნელობის ტექსტები (მათ შორის: თომას კუნის „სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა“, ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“ და „უტილიტარიზმი“, გოტლობ ფრეგეს „საზრისი და ნომინატი“, საულ კრიპკეს „სახელდება და აუცილებლობა“, მერი უოლსტონკრაფტის „ქალის უფლებების დაცვის“ ფრაგმენტები, ჯუდით ბატლერის „გენდერის პრობლემის“ პირველი თავი, უილარდ ვან ორმან ქუაინის, დონალდ დევიდსონის, ჰილარი პატნემის, დევიდ ლუისის და სხვათა მნიშვნელოვანი სტატიები).
იკვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ანალიზური ფილოსოფიის ისტორიის, ფემინისტური თეორიის, ნორმატიულობის და რაციონალურობის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებზე.

ლექცია ეხება მე-19 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნის, ჯონ სტიუარტ მილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. განხილულია მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტის, პოლიტიკური ლიბერალიზმის კლასიკად აღიარებული ტრაქტატის - „თავისუფლების შესახებ “ (1759) - ძირითადი იდეები, მათი ისტორიული და ინტელექტუალური კონტექსტი. მიმოხილულია მილის სხვა მნიშვნელოვან შრომებში განვითარებული შეხედულებებიც.

სასწავლო ლექციები

  1. 10:41
  2. 10:12
  3. 18:58
  4. 09:57