კურსის შესახებ: თამარ ცხადაძე , თამარ ცხადაძე ჯონ სტიუარტ მილის შესახებ (ნაწ. II)
4 ლექცია, ხანგრძლივობა: 49 წუთი 48 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
ძალიან მოკლედ შევეხები მილის ძირითად შრომებს. ეს პირველი დიდი ნაშრომი ფილოსოფიური, რომელმაც მას შეუქმნა ფილოსოფოსის რეპუტაცია იყო 1843 გამოქვეყნებული „ლოგიკის სისტემა“ ორ ტომად გამოსცა ეს მილმა. აქ მას შეჯამებული ჰქონდა ფაქტიურად მის დრომდე დაგროვებული იდეები და ცოდნა ლოგიკაში და მეცნიერების ფილოსოფიის ერთ-ერთ პირველ შრომადაც ითვლება ეს წიგნი. ბევრი ამბობს, რომ მილი აქ რაიმე განსაკუთრებული, ორიგინალური იდეებით ფილოსოფიური ღირებულების თვალსაზრისით არ გამოდის ამ წიგნში, მაგრამ უდავოდ ძალიან დიდი მნიშნელობა ჰქონდა ამ წიგნს, როგორც სისტემატიზაციას მანამდე არსებული შეხედულებებისა შემეცნების თეორიის და ლოგიკის დარგებში ძირითადად, ასევე ენის ფილოსოფიის გარკვეული საკითხები არის უკვე განხილული ამ წიგნში. ეს წიგნი მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახელმძღვანელოდ ფილოსოფიის ინგლისში და არაერთი გამოცემა გამოიცა უკვე მე-19 საუკუნეშივე და ფილოსოფიის ისტორიკოსები ფიქრობენ , რომ ამ წიგნის ერთი უდავო მნიშვნელობა არის ის, რომ მან ფილოსოფოსთა მომავალი თაობების ინტერესი მიაპყრო სწორედ მეცნიერების ფილოსოფიის და ცოდნის თეორიის საკითხებს და ეს მართლაც არის ამ წიგნის დიდი დამსახურება გარდა იმ სისტემური თავმოყრისა, რასაც აქ მილი აკეთებს. შემდეგი მნიშვნელოვანი წიგნი 1848 წელს გამოცემული „პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპებია“. ეს სათაურიც გეუბნებათ არის მილის შეხედულებების შეჯამება პოლიტიკურ ეკონომიაში. ეს წიგნიც გახდა არნახულად პოპულარული სახელმძღვანელო პოლიტიკური ეკონომიის. თვითონ მილის სიცოცხლეში შვიდი თუ რვა გამოცემა გამოვიდა ამის და თუმცა ყველა ამ გამოცემაში მილი გარკვეულ გადამუშავებას აკეთებდა ამ იდეებისა. თუ ის თავიდან ის იცავს ძალიან კლასიკური ფორმით ეკონომიკურ ლიბერალიზმს, მინიმალურ სახელმწიფოს. აქ არის ეს ცნობილი მისი თვალსაზრისი, რომ პროგრესული დაბეგვრა ეს არის ძარცვის თავისებური ზომიერი ფორმაო ამტკიცებს მილი, თუმცა ის დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტად გადაიხარა სოციალური პრობლემების გაცნობიერებისაკენ და უფრო სოციალური მიმართულება მისცა ამ წიგნს და ბოლო გამოცეები აშკარად არის ამ მხრივ მეტად სოციალისტური პოზიციების ამსახველი. ეს საინტერესო განვითარებაა თვითონ მილის ინტელექტუალური. ბევრი ფიქრობს, რომ ჰავიერ ტეილორთან და სწორედ ჰავიერ ტეილორის შვილთან ელენ ტეილორთან ურთიერთობამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მილის აი ამ მიმართულებით განვითარებაზე მილის იდეების. 1859 წელს გამოსცა მილმა აი ეს „თავისუფლების ტრაქტატი“, რომელზეც ცოტახანში კიდევ უფრო მეტს ვიტყვით. ეს როგორც ვთქვით არის პოლიტიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური ფორმულირება და გავლენიანი ფორმულირება. ეს პატარა წიგნი, ზოგი ამბობს პატარა დიდი წიგნი, როგორც ზოგიერთი ამბობს. მალევე სულ რაღაც ორ წელიწადში გამოვიდა მილის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შრომა ეს არის 1861 წელს გამოცემული „უტილიტარიზმი“ ეთიკის თეორიაში უტილიტარისტულ თვალსაზრისს ავითარებს ის. მე ვთქვი წეღან , რომ მისი მასწავლებელი და მამამისის მეგობარი ჯერემი ბენთემი ითვლება ავტორად უტილიტარისტული ეთიკის კონცეფციისა. მილი თვითონ ტექსტში ამბობს, რომ მე ვაპირებ, რომ გადმოვცე და შევაჯამო ბენთემის თვალსაზრისი და დავიცვა ის ჩვეულებრივ მის წინააღმდეგ წამოყენებული არგუმენტებისაგან ანუ სიტყვით მილი ბენთემის ერთგული რჩება, ბენთემის უტილიტარიზმის ამ წიგნში, თუმცა თუ ყურადღებით წავიკითხავთ აღმოვაჩენთ, რომ მნიშვნელოვან რევიზიასაც აკეთებს ის აქ ბენთემის იდეებისა, გარკვეული ცვლილებები შეაქვს ბენთემის ხედვაში ზნეობრიობის სტანდარტისა ასე ვთქვათ როგორც ის უწოდებს ამ უტილიტარიზმის პრინციპს. უტილიტარიზმი როგორც ვთქვით ბენთემისა ემყარებოდა იდეას, რომ ზნეობის მთავარი სტანდარტი და საზოგადოების სიკეთის თუ სიავის მთავარი საზომი არის ის თუ რამდენად ვთქვათ ცალკეული ქმედების შეფასებაში იქნება თუ საზოგადოების მმართველი წესების შეფასებაში რამდენად თითოეული ცალკეული ქმედება თუ წესი ხელს უწყობს კაცობრიობის ჯამური ბედნიერების ზრდას. ეს იყო ცნობილი ფორმულა ბენთემის. „მაქსიმალური ბედნიერება მაქსიმალურად მეტი ადამიანისათვის“- ეს იყო მისი ხედვა და. ოღონდ ბედნიერებაში გულისხმობდა ბენთემი ძალიან მკაფიოდ ესეთ რაღაცას: „ ნაკლები ტკივილი და მეტი სიამოვნება“-ეს იყო ბენთემის ხედვა და აი სწორე ბედნიერების ცნების გადასინჯვა არის მილის მიერ, რითაც ის ყველაზე მეტად შორდება ბენთემის იდეებს. აი მაგალითად, რომ დაგანახოთ, თუ ბენთემისთვის ეს არის უნვერსალური საზომი, რომ კარგი არის ნაკლები ტკივილი, მეტი სიამოვნება და აი ეს არის ჯამში, ბალანსი განსაზღვრავს ასე ვთქვათ სიკარგეს თუ სიავეს საზოგადოების მდგომარეობისა, მილს შემოაქვს თავისებური განსხვავება სიამოვნებათა არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისებრივი თვალსაზრისით. ის ლაპარაკობს, რომ სიამოვნებები სხვადასხვანაირია. ვთქვათ ადამიანებს გვაქვს სიამოვნების ისეთი წყაროები, რომლებიც არ აქვთ ცხოველებს და ამ ლაპარაკისას ის იწყებს უფრო მაღალი და უფრო დაბალი სიამოვნებების შესახებ ლაპარაკს, რომ ვთქვათ ჩვენ ადამიანებს გვაქვს წყაროები სიამოვნების მიღებისა, რომლებსაც ჩვენ თვითონვე მივიჩნევთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მათი დაკმაყოფილება ვიდრე სხვა ტიპის სიამოვნებების მიღება და თვითონ ადამიანს თუ ვკითხავთ აღმოვაჩენთ, რომ აუცილებლად ადამიანის იტყვის, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია შემეძლოს და თუნდაც არ მქონდეს დაკმაყოფილებული რაღაცა ტიპის განცდა ვთქვათ. მოდით ესეთ მაგალითს გეტყვით შეიძლენა ჩემთვის სიამოვნება მოჰქონდეს მოყვასის დახმარებას და შეიძლება სიამოვნება მოჰქონდეს რაღაც ვთქვათ ფიზიკურ განწყობას და მას ვისაც აქვს ასეთი სიამოვნების მიღების უნარი მილი ამბობს მას ეს სიამოვნება ურჩევნია და ამაში, რომ დაგვარწმუნოს, ამბობს, რომ თუ თქვენ მას შესთავაზებთ ესეთ რამეს, რომ მოდი აღარ გენდომება ეგ რომ სიამოვნება მიიღო მოყვასის დახმარებით, გადაკეთდი მაინც ნახე რა ძნელია ეს ვერ იკმაყოფილებ ამას ძალიან ხშირად, ძალიან ძნელია სამყარო ისეთი ცუდი ადგილია, რომ ამით ბედნიერება მიიღო სხვისი დახმარებით და აღარ გენდომება ეს და ამიტომ აღარც გექნება დაუკმაყოფილებელი სურვილი სამაგიეროდ გენდომება ვთქვათ, რომ ჭამით იქნება თუ რაიმე სხვა ფიზიკური ტიპის სიამოვნებით მიიღო დაკმაყოფილება და ასე იყო ბედნიერი. მილი ამბობს არცერთი ადამიანი ამას არ დაგთანხმდებათ. არ იტყვის, რომ კიბატონო მე ბედნიერი გამხადეთ იმის ხარჯზე, რომ არ მქონდეს ის სურვილები ის, რასაც მილი უწოდებს, მაღალი სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებაც ასე ძნელია და ხშირად შეიძლება შეუძლებელიც იყოსო და აი ეს არის ძალიან არაბენთემური უკვე ნიუანსი უტილიტარიმზის თეორიაში. ისაია ბერლინი უკვე მე-20 საუკუნის ასეთი საინტერესო მოაზროვნე წერდა, რომ იმის მილსა და ბენტემს შორის განსხვავების გამოსაკვეთად ესეთ სიუჟეტს გვთავაზობს, რომ აი წარმოიდგინეთ ვინმემ, რომ გამოიგონოს რაიმე აბი, რომლის ჩაყლაპვითაც ადამიანი იქნება სულ კმაყოფილი და სიამოვნებაში და ანესთეზირებული ასე ვთქვათ ყოველგვარი ტკივილისაგან ბენთემის უტილიტარიზმის პრინციპების მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო სასურველი ამბავი. ასე ბედნიერების მიღწევაზე ბენთემი უარს ვერ იტყვის. ის იტყვის, რომ ჰო ეს კარგია ასე, რომ მოხდა, ხოლო მილი ასე ავითარებს უტილიტარიზმს, რომ ასეთი მდგომარეობა არ იქნება მისთვის ეთიკური იდეალი. აი ეს არის საინტერესო გადახვევა. ბევრი ფიქრობს, რომ აი ამ გადახვევით მილი ფაქტიურად დაშორდა უტილიტარიზმს იმდენად, რომ ძნელიც კია მისი ჩატევა კლასიკური უტილიტარიზმის ჩარჩოებში. თუმცა როგორც გითხარით თავის სიტყვით მილის თვითონ ამბობს, რომ უტილიტარიზმს აგრძელებს თავის ტექსტში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც გამოიცა 1869 წელს ეს არის“ ქალთა დაქვემდებარება“ მილის, რომელშიც ის წერს ქალების მდგომარეობაზე და პირდაპირ აყენებს მოთხოვნას ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მოთხოვნას. მანამდეც არსებულან ევროპის ისტორიაში კაცები, რომლებიც ქალების თანასწორობის პრობლემაზე წერდნენ. ამ მხრივ მილი არასგზით არ არის პირველი, მაგრამ უდავოდ არის ერთ-ერთი ადრეული და ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნე მამაკაცებს შორის განსაკუთრებით, რომელიც ამ ტემაზე წერდა. კიდევ ერთი საინტერესო არის მისი სიკვდილის შემდეგ მალევე გამოსულიჰარიეტ ტეილორის მიერ წიგნი „ავტობიოგრაფია“ სადაც ის თავის ინტელექტუალურ განვითარებაზე და თავის ბიოგრაფიაზე ლაპარაკობს. აი ეს არის ძირითადად, თუმცა ამით არ ამოიწურება რასაკვირველია მილის ბიბლიოგრაფია არის ძალიან ვრცელი. მას გარდა წიგნებისა და ტრაქტატებისა ეკუთვნის ძალიან ბევრი წერილი მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე.
თამარ ცხადაძე დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს თბილისში.
1989-1995 წლების განმავლობაში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯერ ფიზიკის, შემდეგ ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე - რომელიც დაამთავრა ფილოსოფიის სპეციალობით. 1996-1998 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილსოფიის ისტორიის კათედრაზე. 1998 წლის გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) გაიარა კვლევითი სტაჟირება მოსკოვის სახლმწიფო უნივერსიტეტის დასავლური ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე.
1998-1999 წლებში ასწავლიდა ადამიანის უფლებებს თბილისის #57 საჯარო სკოლაში.
1999 წლის შემოდგომაზე დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2009 წლამდე.
2000-2002 წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით ასწავლიდა ფილსოფიის, ლოგიკის, ბიოეთიკის კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
2001 წლის სექტემბრიდან მუშაობდა უმცროს მასწავლებლად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (2001 წლიდან ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე, 2004 წლიდან - ლოგიკის კათედრაზე).
2003 წელს (იანვარი-მაისი) მიწვეული მკვლევრის (visiting scholar) სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) ფილოსოფიის და რელიგიის დეპარტამენტში.
2004-2005 წლებში (იანვარი-მაისი 2004, იანვარი-მაისი 2005) მიწვეული მკვლევრის სტატუსით კვლევით მუშაობას ეწეოდა სტენფორდის უნივერსიტეტის(კალიფორნია, აშშ) ფილოსოფიის დეპარტამენტში.
2006 წლის იანვარში დაიცვა დისერტაცია თემაზე „გამოცდილების ინტერსუბიექტურობის პრობლემა კარლ პოპერის ეპისტემოლოგიაში“ და მიენიჭა ფილსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
2006-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ფილსოფიის მიმართულებით.
2009-2012 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გენდერის კვლევის მიმართულებით.
2009 წლიდან მუშაობს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ზოგადი უნარების ჯგუფის სპეციალისტად.
2012 წლის აგვისტოდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანალიზური ფილოსოფიის მიმართულებით.
ქართლ ენაზე თარგმნილი აქვს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური მნიშვნელობის ტექსტები (მათ შორის: თომას კუნის „სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა“, ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“ და „უტილიტარიზმი“, გოტლობ ფრეგეს „საზრისი და ნომინატი“, საულ კრიპკეს „სახელდება და აუცილებლობა“, მერი უოლსტონკრაფტის „ქალის უფლებების დაცვის“ ფრაგმენტები, ჯუდით ბატლერის „გენდერის პრობლემის“ პირველი თავი, უილარდ ვან ორმან ქუაინის, დონალდ დევიდსონის, ჰილარი პატნემის, დევიდ ლუისის და სხვათა მნიშვნელოვანი სტატიები).
იკვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ანალიზური ფილოსოფიის ისტორიის, ფემინისტური თეორიის, ნორმატიულობის და რაციონალურობის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებზე.
ლექცია ეხება მე-19 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნის, ჯონ სტიუარტ მილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. განხილულია მისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტის, პოლიტიკური ლიბერალიზმის კლასიკად აღიარებული ტრაქტატის - „თავისუფლების შესახებ “ (1759) - ძირითადი იდეები, მათი ისტორიული და ინტელექტუალური კონტექსტი. მიმოხილულია მილის სხვა მნიშვნელოვან შრომებში განვითარებული შეხედულებებიც.