library-icon შთა

დიმიტრი ჯაფარიძე ადამ სმიტის შესახებ

5 ლექცია, ხანგრძლივობა: 48 წუთი 50 წამი
eye

3,278

1 /

კურსის შესახებ: დიმიტრი ჯაფარიძე , დიმიტრი ჯაფარიძე ადამ სმიტის შესახებ (ნაწ. I)

5 ლექცია, ხანგრძლივობა: 48 წუთი 50 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

მოგესალმებით კოლეგებო! დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ადამ სმიტის უკვდავ ნაშრომს: ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის, ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, რომელიც დაახ. 250 წლის წინ შეიქმნა და დღესაც შეიძლება ითქვას რომ აქტუალურია და დიდ დაინტერესების საგანს შეადგენს, როგორც ეკონომიკის სფეროში მოღვაწე თეორეტიკოსებისათვის, ასევე ეკონომიკურ პოლიტაკაში გადაწყვეტილების მიმღებთათვის.ადამ სმიტი წარმოადგენს შოტლანდიური განმანათლებლობის ერთ–ერთ თვალსაჩინო მოღვაწეს. იგი დაიბადა ქალაქ კერკულში, შოტლანდიაში 1723 წელს და იმთავითვე მიიღო ძალიან კარგი აღზრდა–განათლება. ჯერ კიდევ 14 წლის იგი გახდა გლაზგოს უნივერსიტეტის სტუდენტი, მოგვიანებით სწავლა განაგრძო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბელიოლის კოლეჯში. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მან დაიწყო თავისი აკადემიური საქმიანობა. 1759 წელს გამოაქვეყნა უკვე თავისი პირველი ნაშრომი, მორალური სენტიმენტების თაობაზე. რამოდენიმე წლის შემდგომ მას მიეცა საშუალება, ძალიან კარგი შემოთავაზება მიიღო მან ერთ–ერთი დიდგვაროვანისაგან, ლორდ ბერქლიუსაგან, რომ გაეწია მეურვეუბა მისი ვაჟისათვის და თანხლებოდა ევროპაში ამ ახალგაზრდის ვოიაჟს. ევროპა რომელიც იმხანად წარმოადგენდა მოწინავე აზრების გენერატორს, ბუნებრივია განათლების თვალსაზრისისთაც მისაბაძი იყო და სწორედ ამიტომ მოხდა ამ დიდგვაროვანი ახალგაზრდის მოგზაურობის ორგანიზება,რითაც ძალზედ ისარგებლა ადამ სმიტმა,რამეთუ მას მიეცა საშუალება საფრანგეთში შეხვედროდა იმ დროის მოწინავე მოაზროვნეებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში წარუშლელი კვალი დატოვა მის შეხედულებებზე და სწორედ ამ იდეების ზეგავლენის ქვეშ უკვე ევროპაში მოგზაურობის პერიოდში ადამ სმიტმა დაიწყო თავისი იდეების გადატანა ქაღალდზე და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში მიიღო ნაშრომის სახე. მოგვიანებით ამას დაჭირდა 10 წელი. ადამ სმიტის ბრიტანეთში დაბრუნების შემდგომ მან გააგრძელა მუშაობა ამ ნაშრომზე და 1776წელს უკვე გამოიცა მისი წიგნი: ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის შესახებ“, რამაც როგორც უკვე აღინიშნა იმთავითვე ყურადღება მიიპყრო მოწინავე ევროპული და მსოფლიო საზოგადოების და იქცა იმ პერიოდის საუკეთესო ნააზრევად ეკონომიკურ სფეროში. რითაც საფუძველი ჩაეყარა კლასიკურ ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ ლიბერალური ეკონომიური მოდელის განვითარებას რაც მოგვიანებით უკვე საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოებმა თავიაანთი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების და შესრულების მთავარ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნიეს.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

დიმიტრი ჯაფარიძე


დიმიტრი ჯაფარიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. ილიაუნისთან თანამშრომლობს 2006 წლიდან დღემდე. აღნიშნულ პერიოდში ახორციელებდა როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობას. კერძოდ, იყო ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სპორტის აკადემიის დირექტორი. ამჟამად არის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი (beri.iliauni.edu.ge) და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2012 წლიდან დღემდე - მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით.

მის მიერ მომზადებული სალექციო კურსები განკუთვნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამებისათვის: გლობალური პოლიტიკური ეკონომია, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველოს ეკონომიკა, კავკასიის ეკონომიკა, სსრკ ეკონომიკის ისტორია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ბიზნესის კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი და ა.შ.

მის კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეწარმეობა, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ინოვაციები, ტექნოლოგიების გადაცემა, საწარმოთა კონკურენტუნარიანობა, რეგიონალური ეკონომიკური განვითარება, კორუფცია ეკონომიკასა და ბიზნესში, ინტელექტუალური საკუთრება, საგანმანათლებლო სისტემის მენეჯმენტი და ა.შ.

დიმიტრი ჯაფარიძეს აქვს კორპორატიულ სფეროში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. წლების განმავლობაში იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს კომერციულ საბანკო სფეროში, იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC, Paris) ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოში, გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE, Geneva) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ა.შ. დიმიტრი ჯაფარიძე კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კარნეგის ფონდის კვლევითი სტიპენდიანტია.


 

ლექციები შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ადამ სმიტის შესახებ

სასწავლო ლექციები

  1. 03:59
  2. 12:00
  3. 12:21
  4. 09:11
  5. 11:19