კურსის შესახებ: დიმიტრი ჯაფარიძე , დიმიტრი ჯაფარიძე ადამ სმიტის შესახებ (ნაწ. III)
5 ლექცია, ხანგრძლივობა: 48 წუთი 50 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
წიგნის, მეორე თავი მოგვითხრობს დასავლეთ რომის იმპერიის, ბარბაროსების აღების შემდგომ, იმ ეკონომიკურ კოლაფსს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ტერიტორიაზე და მთლიანად იმ არასახარბიელო პირობებს, რაც მიწათმოქმედების განვითარების თვალსაზრისით ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპაში, რომის იმპერიის დაცემის შემდგომ. კერძოდ ბარბაროსების მიერ ამ ტერიტორიების დაკავებას მოჰყვა სამეურნეო საქმიანობის სრული შეწყვეტა, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განადგურება, აღებ-მიცემობის ვაჭრობის საერთოდ შეჩერება და ერთადერთი რაც ამ ტერიტორიებზე ხდებოდა, გახლდათ ის, რომ მიმდინარეობდა მიტაცებები, ძარცვა-გლეჯვა და ომები. კერძოდ ამ პერიოდში ამ ტომების და ამ არმიების სამხედრო სარდლებმა შეძლეს უდიდესი ქონების ჩაგდება მიწის სახით რაც შეადგენდა აი ამ გეოგრაფიულ არეალს. ეს არ ნიშნავს იმას რომ ადგილი ჰქონდა ამ მიწების ათვისებას და სამეურნეო დამუშავებას - არა, ერთადერთი რაც ხდებოდა ეს იყო ომები იმისათვის რათა მიეტაცათ ეს მიწების და გაეზარდათ მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიები. მოგვიანებით ეს მიწები ასე თუ ისე გადანაწილებული იქნა, ტანდათანობით დაიწყო მცდელობა იმისა რომ დაემუშავებინათ ეს მიწები და ამ მიწებს გარკვეული ეკონომიკური უკუგება ჰქონოდათ, თუმცა აქ დღის წესრიგში დადგა სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი კერძოდ ის რომ არსებული საკანონმდებლო პრაქტიკა, იმჟამინდელი საკანონმდებლო პრაქტიკა ძალიან არასახარბიელო იყო სამიწათმოქმედო და საერთოდ სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისათვის, რაში იყო საქმე, კერძოდ ის რომ ამ ომებ შედეგად და მიტაცებების შედეგად დღის წესრიგში დადგა ბუნებრივია უსაფრთხოების საკითხი და თავისტავად მიწა რაც უფრო დიდი მოცულობის გახლდათ, მასზე ცხოვრობდა მეტი მოსახლეობა, შესაბამისად უფრო დიდი იყო რესურსი იყო იმისა რომ წინააღმდეგობა გაეწიათ მომხვდურთათვის და ამგვარად აი ამ ფეოდალების მიერ, ვინც ამ მიწებს ფლობდა, უფრო მეტი იყო საშუალება ფეოდალების მიერ რომ ურუნველეყოთ უსაფრთხოება იმ მასახლეობისა რომელიც ამ მიწებზე ცხოვრობდა, ანუ რაც უფრო დიდი იყო მიწა, მით უფრო დიდი იყო რაოდენობა მოსახლეობისა და მით დიდი იყო წინააღმდეგობის ხარისხი და ბრძოლისუნარიანობა, ამდენად ამ შემთხვევაში მიწა ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ეკონომიკური ერთეული, არამედ როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საშუალება, უფრო მეტიც უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ რომელმაც პირველ ადგილზე გადაიწია და შესაბამისად მიწას დაუწყეს ცქერა როგორც ამ ხიფათის დამრეგულირებელ და მშვიდობის დამრეგულირებელ ასე ვთქვათ ფაქტორს, ამიტომ კანონმდებლობა, მიდგომა პოლიტიკური მოთხოვნა უპირველესყოვლისა იყო ის რომ იგი ყოფილიყო დიდი ზომის, ყოფილიყო დიდი მასშტაბის და უზრუნველეყო ეს უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პირნციპი წინააღმდეგობაში მოდიოდა მიწის მეურნეობის და მარგი ქმედების ტემასტან, გამომდინარე იქიდან რომ მიწა უკვე მემკვიდრეობითობით გადაეცემოდა შთამომავლობას, კანონი მიმართული იყო იქითქკენ, კერძოდ პირმშობის კანონი, რომ არავიტარ შემთხვევაში არ მომხდარიყო მიწის დანაწევრება, მისი ფრაგმენტირება და მისი ფრაქციონირების გვერდის ავლით უკვე მიწა ჩამოყალიბდა როგორც ნაკლებადმოქნილი საწარმოო ფატორი თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და უსაფრთხოების გარანტი. ანუ არავითარი საშუალება არ იყო იმისა რომ ეს მიწა გაყიდულიყო მისი მფლობელის შეხედულებისამებრ და მოხვედრილიყო მის ხელში ვინც უკეთ აწარმოებდა მიწათმოქმედების სამუსაოებს და უფრო მაღალ უკუგებას მოიპოვებდა მისაგან. ამგვარი წესის შენარჩუნებას და ამგვარ რეგულაციას თვალ-ყურს ადევნებდა ეგრედ წოდებული ფეოდალური კომისიები, რომლებიც არსებობდნენ შუა საუკუნეების ევროპაში და რომელთა ინსტიტუციონალურ მიზანს წარმოადგენდა სხვა არაფერი თუ არა ხელი შეეშალათ ყველანაირად მიწის დანაწევრებისათვის. მოკლედ ამგვარი გვქონდა ვითარება შუა საუკუნეებში მიწასტან მიმართებით და ეს ყველაფერი ხელს უშლიდა როგორც საწარმოო ფაქტორის მაქსიმალური უკუგების ამოქმედებას XII საუკუნეში უკვე რომის პაპმა გამოსაც სპეციალური ბულა ყმების განთავისუფლების თაობაზე და მონური მდგომარეობიდან მათი გამოყვანის აუცილებლობის შესახებ, რომელიც, რა თქმა უნდა, დროულად არ იქნა შესრულებული ფეოდალების მიერ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მოთხოვნა შედიოდა უფრო და უფრო ძალაში და საბოლოო ჯამში გლეხები განთავისუფლებულნი იქნენ, ამ მდგომარეობისაგან თუმცა ამ პერიოდისთვის ესეც არ იყო საკმარისი იმისათვის რათა მათ წარმატებით ეწარმოებინათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ანუ არ იყო მათი ინდივიდუალური დაინტერესება ამ მექანიზმში და დადგა ამის დროც, კერძოდ ფეოდალებმა დაიწყეს შეცვლა სამეურნეო წესისა და აი ამ მექანიზმში ჩადეს გლეხების დაინტერესების მექანიზმი ელემენტების, თანდათანობით ამ მეურნეობის მექანიზმებმაც იწყო დახვეწა და საბოლოო ჯამში ის ჩამოყალიბდა ყველაზე ოპტიმალურ მოდელად როდესაც გლეხი, ფერმერი იღებდა ამ მიწის რესურსებს ფეოდალისგან არენდაში, იხდიდა რაღაც ფიქსირებულ კონკრეტულ გადასახადს. დანარჩენი უკვე საწარმოო რისკი იყო უკვე მის მხარეზე,რაც უდაოდ ძალიან პროგრესული მექანიზმი იყო უდაოდ იმ თვალსაზრისთ რომ მასში იყო კერძო ინტერესესისა და საკუთარი კეთილდღეობის იდეა სრულად რეალიზებული და აქ უკვე ადგილი არაგ ქონდა ისეთ ხელოვნურ მცდელობებს რომ დამახინჯებულიყო ეს სამეურნეო პროცესი. ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი რომელსაც საუკუნეები დაჭირდა და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვნაირად იყო ეს ყველაფერი მოგვარებული და მოწესრიგებული.ეს არ იყო ერთნაირი პროგრესი,მაგალითად განსაკუთრებული მნიშვნელობა გლეხის შრომას ენიჭებოდა ინგლისში,უკვე იმ დონეზეც კი რომ მათ რაღაც პერიოდში საშუალება მიეცათ რომ,გარკვეული საზღაურის ფასად ეს იყო წლიურად 40 შილინგი, ამ ღირებულების ფასად მათ მოეპოვებინათ პოლიტიკური უფლებებიც კი და ვთქვათ არჩევნებში მიეცათ ხმა. საერთოდ ავტორისეული დამოკიდებულება შუა საუკუნეების ევროპაში მიწათქმოქმედების სფეროზე და არსებულ მექანიზმებზე არის ცალსახად კრიტიკული.იგი აღიარებს რომ არსებული პირობები და პოლიტიკა არ იყო ხელსაყრელი მიწათმოქმეებისათვის რაც აისახებოდა კიდეც დაბალ შრომის ნაყოფიერებაზე. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა მოამწიფა ის აუცილებელი პოლიტიკური გარდაქმნები რომელიც დადგა კიდევაც. თუმცა არამხოლოდ ეს სამეურნეო მექანიზმები და მიწათმფლობელსა და გლეხს შორის ურთიერთობა იყო არაპროდუქტიული დაძაბული არამედ თავად სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკა.საქმე ისაა რომ ის რეგულირება,ის მექანიზმები რომლებიც,ჩადებული იყო მაგალითად ხორბლის ბიზნესში ცალსახად არაობიექტური იყო და იწვევდა ბაზრის დეფექტებს. კრიტიკულიშეხედულებები გააჩნია სმიტს იმასთან დაკავშირებით რომ ბაზარი,მაგ ხორბლის ბაზარი მთლიანად იყო მონოპოლისტური,იყო კონკრეტული პრივილეგიები,რომლებიც ენიჭებოდათ გარკვეულ მეწარმე სუბიექტებს და მხოლოდ მათ ქონდათ უფლება პურის ბაზრობის ორგანიზაციის და პურის გაყიდვის. გარდა ამისა საწყის სამეურნეო ეტაპებზეც იყო ეს შეზღუდვები და შემბოჭავი მექანიზმები როგორიც არის მაგალითად პურის ტრანსპორტირება,რომელიც სპეციალურად მხოლოდ ნებართვისა და ლიცენზიის შედეგად მოიპოვებოდა.ასევე პურის დაგროვება რომელიც მოითხოვდა სპეციალურ ნებართვას და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ქვოტირებით იყო შეზღუდული. ეს მეორე მხარეც,ეს არახელსაყრელი რეგულირებაც რომელიც თან ერთვოდა განუვითარებელ საზოგადოებრივ სოციალურ მოდელს სადაც მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები იყო ჩადებული მიწათმფლობელსა და გლეხებს შორის საბოლოო ჯამში განაპრობებდნენ მიწათმოქმედების დაბალ დონეს და განუვითარებლობას ამ სფეროში შუა საუკუნეების განმავლობაში ევროპაში.
დიმიტრი ჯაფარიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. ილიაუნისთან თანამშრომლობს 2006 წლიდან დღემდე. აღნიშნულ პერიოდში ახორციელებდა როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობას. კერძოდ, იყო ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სპორტის აკადემიის დირექტორი. ამჟამად არის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი (beri.iliauni.edu.ge) და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2012 წლიდან დღემდე - მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით.
მის მიერ მომზადებული სალექციო კურსები განკუთვნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამებისათვის: გლობალური პოლიტიკური ეკონომია, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველოს ეკონომიკა, კავკასიის ეკონომიკა, სსრკ ეკონომიკის ისტორია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ბიზნესის კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი და ა.შ.
მის კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეწარმეობა, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ინოვაციები, ტექნოლოგიების გადაცემა, საწარმოთა კონკურენტუნარიანობა, რეგიონალური ეკონომიკური განვითარება, კორუფცია ეკონომიკასა და ბიზნესში, ინტელექტუალური საკუთრება, საგანმანათლებლო სისტემის მენეჯმენტი და ა.შ.
დიმიტრი ჯაფარიძეს აქვს კორპორატიულ სფეროში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. წლების განმავლობაში იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს კომერციულ საბანკო სფეროში, იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC, Paris) ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოში, გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE, Geneva) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ა.შ. დიმიტრი ჯაფარიძე კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კარნეგის ფონდის კვლევითი სტიპენდიანტია.
ლექციები შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ადამ სმიტის შესახებ