კურსის შესახებ: დიმიტრი ჯაფარიძე , დიმიტრი ჯაფარიძე ადამ სმიტის შესახებ (ნაწ. II)
5 ლექცია, ხანგრძლივობა: 48 წუთი 50 წამი
კურსის შესახებ
ტრანსკრიპტი
ლექტორის შესახებ
ამგვარად შევუდგეთ თავად ნაშრომის განხილვას, წიგნი ეს არის კრებული 5 წიგნისა, ჩვენ ბუნებრივია მიმდინარე ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას რომ დეტალურად გავყვეთ მთლიანად ამ აზრების განვითარებას, თვითოეული წიგნის მიხედვით. დღეს ჩვენი ყურადღების საგანს შეადგენს მესამე წიგნი და ეს წიგნი შედგება 5 თავისაგან. 1,2 თავი ეძღვნება შრომის მწარმოებლურობას,შრომის დანაწილების კონცეფციას,მის ანალიზს,მესამე წიგნი კუ უკვე ეძღვნება სიმდიდრის დაგროვებას სხვადასხვა ერებში.ეს არის სწორედ ის თემა რასაც ჩვენ განვიხილავთ.მეოთხე ნაწილში ავტორმა მიმოიხილა ძირითადად განახორციელა მაინც მერკანტილისტური თეორიის კრიტიკა და დამასრულებელი წიგნი ეს გახლავთ ძალიან საფუძვლიანი და კარგი მიმოხილვა იმისა თუ რა შედგენს გონივრული მმართველობის პრინციპებს და როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მმართველობა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიც არის სამხედრო სფერო, უსაფრთხოების სფერო,განათლება, ეკონომიკა. გასაგებია რომ, იმ დროისათვის ისეთი გნვითარებული იმპერიული ერთეულისთვის,რომელსაც ბრიტანეთი წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრირების სწორი პრაქტიკის ცამოყალიბება და სწორედ ამას უძღვნა თავისი ნაშრომის მეხუთე წიგნი ავტორმა. ახლა შევუდგეთ მესამე წიგნის განხილვას, რომელიც ეძღვნება სიმდიდრის ბუნებრივ განვითარებას. როგორც აღინიშნა ადამ სმიტი სიმდიდრის ცნებას განსხვავებულად აღიქვავდა, განსხვავებულად მოიაზრებდა. ეს გახლდათ უპირველეს ყოვლისა განსხვავებული პოზიცია მერკანტილისტებისაგან, რომელთაც მიუთითებდა იმის თაობაზე რომ სიმდიდრე არის არა მხოლოდ დაგროვილი ოქრო და ფული არამედ სიმდიდრე უპირველეს ყოვლისა არის, საზოგადოების შესაძლებლობა, აწარმოოს რაც შეიძლება მეტი მოცულობის საქონელი, რაც შეიძლება მეტი მოცულობის მომსახურება. შესაბამისად სწორედ ეს მიიღწევა ვაჭრობის და მანუფაქტურის მეშვეობით ანუ ურთიერთგაცვლა, მძლავრი ვაჭრობა რომელიც დაფუძნებულია როგორც სასოფლო–სამეურნეო აქტივობაზე, ასევე მანუფაქტურაზე. შესაბამისად სიმდიდრის მიმოხილვისას, სიმდიდრის წარმოშობისას,გენეზისის მიზეზების გაანალიზებისას სწორედ ვაჭრობაზე აკეთებს ფოკუსს ავტორი. იგი იწყებს ამ თავს იმის მიმოხილვით თუ რა წარმოადგენს ვაჭრობის ძირითად არეალს. კერძოდ იგი ახასიათებს სოფელს და სოფელში შექმნილ პროდუქტს,მას მერე რაც იგი გამოყენებული იქნება სოფლის მაცხოვრებელთა მიერ.იმ დარჩენილ ნაწილს რომელსაც ავტორი გარდამეტს უწოდებს, ამის მიწოდება ქალაქისთვის უკვე არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ასე ვთქვათ სავაჭრო ფაქტი. ქალაქი ამ პროდუქტს მოიხმარს, მიიღებს, ანუ ნაწილობრივ თვითონ მოიხმარს და ნაწილობრივ ახორციელებს მის გადამუშავებას. აქ უკვე შემოდის ცნება გადამამუშავებელი მრეწველობის ელემენტისა მანუფაქტურა. მანუფაქტურა რომელიც მე–18 საუკუნეში იმ პერიოდისთვის უკვე საკმაოდ მძლავრობდა,იმ თვალსაზრისისთ რომ იყო ძალზედ განვითარებული და სამრეწველო პროცესის ცარევის შედეგად იყო საშუალება იმისა რომ საწყისის ნედლელული, სოფლის მიერ მოწოდებული პროდუქტი ამ სამეურნეო პროცესს გადაექცია უკვე მაღალი დამატებითი ღირებულების ე.წ ნატიფ პროდუქტად და მიეწოდებინა უკვე უკან სოფლისათვის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია წინ წამოწეული ავტორის მიერ,რომ სოფლისათვის მისი გარდამეტი პროდუქტისათვის ქალაქი წარმოადგენს ბაზარს და თავის მხრივ სოფელი წარმოადგენს ბაზარს ქალაქისათვის,მისი სამრეწველო საქონლისათვის. აქვე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული ტერმინი,ცნება ალტერნატიული დანახარჯისა,რის თაობაზეც ავტორი მიუთითებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ სოფლის მაცხოვრებლებს ქალაქისაგან მიეღოთ,გაცვლითი თუ ფულადი ურთიერთობით ის მაღალი ღირებულების საქონელი რომლის დამზადებასაც სოფელში აზრი არ ქონდა რამეთუ იგი დაჯდებოდა ძალიან ძვირი,იგი მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, ბევრ დროს,ბევრ რესურს და არავინ იცის რამდენად წარმატებული იქნებოდა. სწორედ ეს არის ალტერნატიული დანახარჯის კონცეფცია. საბოლოო ჯამში ამ თავში დამკვიდრებულია ბაზრის მცნება და ის რომ უკვე ბაზარს გააჩნია თავისი პრინციპები.მაგ: ხორბლის პურის პროდუქტის მაგალითზე ნაჩვენებია რომ ის ტერიტორიები რომლებიც ქალაქთან ახლოს მდებარეობს, უკეთ არის ათვისებული ვინაიდან იგი აკმაყოფილებს ქალაქის მოთხოვნას და ავტორისეული დაკვირვებით რაც უფრო ახლოს არის ეს მიწა ქალაქთან ეს ტერიტორია უკეთ არის ათვისებული და რაც უფრო ვშორდებით მას ეს ათვისება თანდათან უფრო ნაკლებად ინტენსიური ხდება. აქ არის მოსაზრება იმის თაობაზე რომ, საქონელი რომელიც მიეწოდება ქალაქს,მაგალითად იქნება ეს პური თუ სხვა პირველადი გამოყენების პროდუქტი, ერთიდაიგივე ფასის არის ქალაქში მიუხედავად იმისა ის ახლოდან მიეწოდება თუ შორიდან.შესაბამისად ბუნებრივია, უფრო უპრიანია ეს ყვალაფერი მიწოდებული იქნას ახლო ტერიტორიებიდან,ეს მიჭათმოქმედების საქმიანობა უფრო ახლო ტერიტორიებზე იქნეს წარმოებული ვინაიდან ტრანსპორტირების ხარჯი არის მინიმალური. მიჭათმოქმედება და სოფლის მოსახლეობის მიერ მისი მოხმარებული პროდუქტიდან მონარჩენი გარდამეტის მიწოდება ქალაქისთვის წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს რაც როგორც ქალაქს ასევე სოფლის გაზრდას უწყობს ხელს,რაც იზრდება ქალაქი მით უფრო დიდია მოთხოვნილება ამ პროდუქტის და შესაბამისად ეს მექანიზმი ხელს უწყობს ამ ორივე არეალის გაფართოებას,გაზრდას საბაზრო მექანიზმის მეშვეობით. შემდგომი ცნება რაც ავტორს შემოაქვს, ეს არის რისკის ცნება, კერძოდ ის რომ, მას შემდეგ რაც მაქსიმალურად იქნება ათვისებული ეს ტერიტორიები და გარკვეულწილად თავად ქალაქშიც უკვე მიმდინარეობს კაპიტალის მცირეოდენი დაგროვების პროცესი,ეს კაპიტალი ეძებს გამოსავალს ინვესტირების წყაროს,ინვესტირების ობიექტს. და აი აქ ავტორი გვაძლევს კლასიფიკაციას იმისა რომ, ყველაზე ნაკლები რისკი ეს არის მიწათმოქმედება,შემდეგ ეს არის მანუფაქტურა და საბოლოო ჯამში საერთაშორისო ვაჭრობა და მიწოდება საქონლისა უცხო ქვეყნებისადმი. შემდგომი ეტაპი უკვე ეს არის უკვე მანუფაქტურების გაფართოება,მანუფაქტურა ეს იყო ფაქტიურად საწარმო პროცესის დაყოფა შრომის დანაწილების საფუძველზე და ხელოვნური ტექნიკის შეტანა,რაც ბუნებრივია არ არის ჯერ კიდევ ის დონე რაც სამრეწველო განვითარებას ახასიათებს და მან პიკურ მაჩვენებებელს მიაღწია დაახ. 1870წელს,როდესაც ბრიტანეთის იმპერია წარმოადგენდა ასე ვთქვათ მსოფლიო სამრეწველო საამქროს. დაახლოებით იმის მაგვარს რასაც დღეს წარმოადგენს ჩინეთი ოღონდ უფრო დიდი მასშტაბის,რამეთუ ამ მასშტაბის მოცულობა გახლდათ მთელი მსოფლიო სამრეწველო პროდუქციის 1/3-ისა რომელიც ბრიტანეთში მზადდებოდა და რა თქმა უნდა ეს დახვეწილი და განვითარებული ტექნოლოგიები რაც გააჩნდა ბრიტანულ ეკონომიკას იმ პერიოდში. ეს არის სამრეწველო რევოლუციის შედეგი და ბრიტანული ეკონომიკის პიკური მდგომარეობა. 1870წლის შემდგომ უკვე თანდათანობით განვითარება დაიწყეს სხვა ერების სახელმწიფოთა ეკონომიკებმა,მათ შორის: აშშ,გერმანია,საფრანგეთი და ა.შ. თანდათანობით დაიწყო ბრიტანეთის სამრეწველო სიმძლავრის შემცირება,თუმცა რომ დავუბრუნდეთ ჩვენ სიმდიდრის დაგროვების პირველად თემას და ეს თავი შესაძლოა შევაჯამოთ იმგვარად რომ სიმდიდრის დაგროვება ხდებოდა სამეურნეო პროცესების მიმდევრობის დაცვით.ჯერ იყო მიწათმოქმედება,შემდგომ იყო უკვე მანუფაქტურული წარმოებები,როგორც ჩვენ ავხსენით ჯერ არ წარმოადგენდნენ მძლავრ სამრეწველო პოტენციალს და მასშტაბებს.შემდგომ უკვე მანუფაქტურულმა წარმოებებმა განაპირობა მაღალი ღირებულების საქონლის მიწოდება შორეული ბაზრებისათვის ანუ საერთაშორისო ვაჭრობა. ავტორის კერძო სიმპატია არის უფრო მიწათმოქმედების მიმართულებით რომელიც გარდა ეკონომიკური უკუგებისა,ადამიანს აძლევს ერთგვარ საამურ ცხოვრებას და სოფლის სიამტკბილობას.
დიმიტრი ჯაფარიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. ილიაუნისთან თანამშრომლობს 2006 წლიდან დღემდე. აღნიშნულ პერიოდში ახორციელებდა როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობას. კერძოდ, იყო ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სპორტის აკადემიის დირექტორი. ამჟამად არის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი (beri.iliauni.edu.ge) და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2012 წლიდან დღემდე - მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით.
მის მიერ მომზადებული სალექციო კურსები განკუთვნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამებისათვის: გლობალური პოლიტიკური ეკონომია, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველოს ეკონომიკა, კავკასიის ეკონომიკა, სსრკ ეკონომიკის ისტორია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ბიზნესის კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი და ა.შ.
მის კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეწარმეობა, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ინოვაციები, ტექნოლოგიების გადაცემა, საწარმოთა კონკურენტუნარიანობა, რეგიონალური ეკონომიკური განვითარება, კორუფცია ეკონომიკასა და ბიზნესში, ინტელექტუალური საკუთრება, საგანმანათლებლო სისტემის მენეჯმენტი და ა.შ.
დიმიტრი ჯაფარიძეს აქვს კორპორატიულ სფეროში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. წლების განმავლობაში იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს კომერციულ საბანკო სფეროში, იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC, Paris) ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოში, გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE, Geneva) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ა.შ. დიმიტრი ჯაფარიძე კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კარნეგის ფონდის კვლევითი სტიპენდიანტია.
ლექციები შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ადამ სმიტის შესახებ