library-icon შთა

დიმიტრი ჯაფარიძე ადამ სმიტის შესახებ

5 ლექცია, ხანგრძლივობა: 48 წუთი 50 წამი
eye

3,289

1 /

კურსის შესახებ: დიმიტრი ჯაფარიძე , დიმიტრი ჯაფარიძე ადამ სმიტის შესახებ (ნაწ. IV)

5 ლექცია, ხანგრძლივობა: 48 წუთი 50 წამი

კურსის შესახებ

library

ტრანსკრიპტი

transcript

ლექტორის შესახებ

მესამე თავი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოცენდნენ და ვითარდებოდნენ ქალაქები ევროპაში რომის იმპერიის დაცემის შემდგომ.კერძოდ,ქალაქებში ცხოვრობდნენ ხელოსნები, ვაჭრები, რომლებიც თავიანთი სამოქალაქო სტატუსით არაფრით განსხვავდებოდნენ სოფლად მცხოვრები ყმა გლეხებისაგან და ჩვენ ვიცით,თუ რა მძიმე მდგომარეობას გულისხმობდა ეს. ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას არ ქონდა კერძო საკუთრების უფლება და არ ქონდა პირადი უფლებები. თავისთავად ეს ძალზედ მძიმე და დამამუხრუჭებელი გარემოება იყო საზოგადოებრივი პროგრესისა, თუმცა ქალაქებმა გაცილებით უკეთ შეძლეს ამ ფეოდალური ჩამორჩენილობის დაძლევა და დროთა განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში,ძალზედ წარმატებული პროგრესი განახორციელეს,რითაც არამარტო მხოლოდ საქალაქო დასახლებებს წაადგნენ, არამედ ასევე სასოფლო ტერიტორიებს და, რაც მთავარია, მთლიანი საზოგადოების წინსვლა უზრუნველყვეს.
თანდათანობით,საუკუნეების განმავლობაში,ურთიერთობა ვაჭრებსა,საერთოდ,ქალაქის მოსახლეობასა და მეფეებს შორის,გადავიდა ძალიან პროდუქტიულ და კეთილგანწყობილ ფაზაში. კერძოდ,მეფეები იმ გადასახადებს რაც იკრიბებოდა ქალაქებისაგან,ძალზე ხშირად უკან უბრუნებდა ქალაქის მაცხოვრებლებს,რათა მათ შეძლებოდათ გამოეყენებინათ ეს სამეურნეო საქმიანობაში და კვლავ დაებრუნებინათ,ასე ვთქვათ დიდი მოცულობით მეფისათვის. თანდათანობით ეს ურთიერთობა ძალიან მჭირდო ეკონომიკურ პარტნიორობაში გადაიზარდა და ამ ყველაფერმა შეიძინა უკვე დროთა განმავლობაში პოლიტიკური აქტივობის ხასიათი.კერძოდ საუბარია იმაზე,რომ უპირველეს ყოვლისა მოქალაქეებმა მას შემდეგ,რაც მოქმედების არეალი გაუფართოვდათ,თვისობრივად აუმაღლდათ თავისუფლების სტატუსი,დაიწყეს საკუთარი ცხოვრების მოწესრიგება,რაც მდგომარეობდა იმაში,რომ უფრო მეტად კომფორტული გახადეს თავიაანთი ცხოვრება სამოქალაქო დასახლებებში. უპირველეს ყოვლისა ისინი ცდილობდნენ, მოეწესრიგებინათ მმართველობა, შემოეღოთ გონივრული კანონები, უზრუნველეყოთ თავიანთი უსაფრთხოება,შეექმნათ საქალაქო მილიცია,ანუ თავდაცვა გაეძლიერებინათ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მათ აძლევდა საკმაოდ აღმატებულ ხარისხს თავისუფლებისას. საქალაქო ცხოვრებამ შეიძინა ის მიმზიდველობა,რომ უკვე გლეხებიც კი ცდილობდნენ თავიანთ, ასე ვთქვათ,შეზღუდულ ყოფას სასოფლო ალაგებიდან და ქალაქში დამკვიდრებულიყვნენ. შუა საუკუნეებში იყო ასეთი წესი,რომ თუკი გლეხი არ იქნებოდა მოძიებული და უკან დაბრუნებული,ერთი წლის განმავლობაში,შემდგომ ის უკვე თავისუფლებას იძენდა.ამგვარად,ქალაქებში საკუთარი ცხოვრების მეტად კომფორტულად გახდის და ცხოვრების მოწესრიგების შემდგომ სამოქალაქო საზოგადოებამ,გაცილებით მეტი მიმზიდველობა შეიძინა სამეფო ხელისუფლებისათვის. კერძოდ ის რომ სწორედ მოქალაქეებში ხედავდნენ მეფეები იმ ძალას რაც მათ საშუალებას მისცემდა უპირველეს ყოვლისა მათი მიზანი შეესრულებინათ, ანუ ფეოდალებთან, ძლიერ დიდგვაროვნებთან მუდმივ შუღლში,საქალაქო მოსახლეობა ახლად აღმოცენებული წვრილი ბურჟუაზია გამოეყენებინათ როგორც მეკავშირე. შესაბამისად სამეფო კარის მხრიდან,ამ სახელმწიფოებში, არ დააყოვნა აღიარებამ,პატივისცემამ და მოქალაქეები უკვე შეყვანილნი იყვნენ სამეფო მმართველობაშიც კი.ანუ სამეფო კარზე გადაწყვეტილების მიმღებ სხვადასხვა ორგანოებში მათ ადგილებიც კი გამოეყოთ,სადაც ისინი,როგორც წესი უპირისპირდებოდნენ თავგასულ დიდგვაროვნებს და მეფის ინტერესებს იცავდნენ ისევე,როგორც საკუთარ ინტერესებს.აი,ამგვარად თანდათანობით,ქალაქების განვითარება მნიშვნელოვანი პროგრესის მომტანი იყო სახელმწიფო პოლიტიკური სისტემისათვის და ძალზედ ზღუდავდა ფეოდალების თავგასულობას,მათ ძალაუფლებას.ზოგიერთ ადგილებში,და ეს მაგალითად ასე იყო,იტალიაში და შვეიცარიაში,იმდენად,რომ მემამულეებს ისინი აიძულებდნენ, რომ საქალაქო ცხოვრების წესს მიყოლოდნენ.ქალაქების განვითარებამ მიაღწია ძალზედ მაღალ დონეს,იმ თვალსაზრისით რომ ზოგიერთ სახელმწიფოებში ისევ და ისევ იტალიაში,ქალაქებმა მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას მიაღწიეს და ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი რესბუბლიკები.ეს იყო დაახლოებით მეთორმეტედან,მეთხუტმეტე, მეთქვსმეტე საუკუნის განმავლობაში.და სწორედ ამ დამოუკიდებელმა რესბუბლიკემა მოგვიანებით მოგვცეს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპაში, ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობის სფეროში,განსაკუთრებით ხელოვნებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ა.შ.. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქების განვითარება იყო გონივრული წესრიგის მომტანი,როგორც ქალაქებში,ბუნებრივია ასევე ზოგად სახელმწიფოებში და რაც მთავარია,თანდათანობით სასოფლო არეალშიც,რასაც ჩვენ უფრო დეტალურად ვნახავთ შემდგომი თავის განხილვისას. შუასაუკუნეების განმავლობაში საქალაქო განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ეხება ადამ სმიტი თავის ნაშრომში,იგი დეტალურად გადმოგვცემს შინაარსს იმისას თუ ქალაქებში საქალაქო კაპიტალის ჩამოყალიბებას შედეგად რა ინვესტირების,რა სტადიები მოსდევდა.ის,რომ მას შემდეგ რაც ხელოსნობის,ასე ვთქვათ,არეალი,ბაზარი სრულად შეივსო,ამ დაგროვილმა კაპიტალმა დაიწყო ახალი საქმიანობის წამოწყება,ახალი მანუფაქტურების ჩამოყალიბება,ახალი დარგების განვითარება,ეს იყო,მაგალითად იტალიის ქალაქ რესბუბლიკების შალის წარმოება,აბრეშუმის წარმოება,ინგლისში მაუდის წარმოება და სხვადასხვა მაღალი ღირებულებების მქონე საქონლის წარმოშობა.ხოლო თავის მხრივ ეს მანუფაქტურები ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სავაჭრო პროგრესის მომტანი იყო.რატომ? იმიტომ,რომ მათ დაძლიეს ის შეზღუდულობა,რაც სანედლეულო დამოკიდებულებისა მათ გარემომცველ ტერიტორიებზე და უკვე ნედლეულს იღებდნენ შორეული სანაოსნო სავაჭრო ექსპედიციებიდან,სხვადასხვა ქვეყნებიდან.ასევე,უკვე მზა საქონელს,მაღალი ღირებულების საქონელს,აწვდიდნენ სხვადასხვა ქვეყნებს,რაც უდაოდ საერთაშორისო ვაჭრობაში იყო ძალიან დიდი პროგრესის და რათქმა უნდა კაპიტალის მომტანი.

certificate ტრანსკრიპტის PDF ვერსია

დიმიტრი ჯაფარიძე


დიმიტრი ჯაფარიძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. ილიაუნისთან თანამშრომლობს 2006 წლიდან დღემდე. აღნიშნულ პერიოდში ახორციელებდა როგორც აკადემიურ, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობას. კერძოდ, იყო ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სპორტის აკადემიის დირექტორი. ამჟამად არის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი (beri.iliauni.edu.ge) და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორია, ხოლო 2012 წლიდან დღემდე - მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით.

მის მიერ მომზადებული სალექციო კურსები განკუთვნილია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამებისათვის: გლობალური პოლიტიკური ეკონომია, ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველოს ეკონომიკა, კავკასიის ეკონომიკა, სსრკ ეკონომიკის ისტორია, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ბიზნესის კვლევის მეთოდები, კვლევის დიზაინი და ა.შ.

მის კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეწარმეობა, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ინოვაციები, ტექნოლოგიების გადაცემა, საწარმოთა კონკურენტუნარიანობა, რეგიონალური ეკონომიკური განვითარება, კორუფცია ეკონომიკასა და ბიზნესში, ინტელექტუალური საკუთრება, საგანმანათლებლო სისტემის მენეჯმენტი და ა.შ.

დიმიტრი ჯაფარიძეს აქვს კორპორატიულ სფეროში საქმიანობის მდიდარი გამოცდილება. წლების განმავლობაში იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს კომერციულ საბანკო სფეროში, იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC, Paris) ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოში, გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE, Geneva) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, "ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და ა.შ. დიმიტრი ჯაფარიძე კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კარნეგის ფონდის კვლევითი სტიპენდიანტია.


 

ლექციები შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ადამ სმიტის შესახებ

სასწავლო ლექციები

  1. 03:59
  2. 12:00
  3. 12:21
  4. 09:11
  5. 11:19